დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბი, „არჩევნების“ მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცინიას დაუჭერს. ამის შესახებ 5 სექტემბერს, ორი კანდიდატის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „შეხვედრის დროს მხარეები მართლაც შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. ამრიგან მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცნიას დავუჭერთ“, – აღნიშნეს შტაბის წევრებმა.
იქამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე აქვაბს პრემიერმინისტრის პოსტი შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანქვაბი პირველ ტურში მხარს სწორედ იმ კანდიდატს უჭერდა, რომელიც ხმათა რაოდენობით, მესამე ადგილზე გავიდა. კერძოდ, თუ რაულ ხაჯიმბამ 20 544 ხმა მოაგროვა, ალხაზ კვიცინიამ კი 18 929, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ოლეგ არშბამ კვიცინიაზე სულ ცოტათი ნაკლები, 18 665 ხმა მიიღო. სავარაუდოდ სწორედ ამას უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტისა და ერთ-ერთი „საპრეზიდენტო“ კანდიდატის შეთავაზება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ფაქტია, რომ კანდიდატები არჩევნებსგათიშული კანდიდატების ხმების მოპოვებას ცდილობენ და ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ისიც ფაქტია, რომ არშბას მიმხრობით კვიცინიამ მეორე ტურის წინ დიდი დივიდენდები მიიღო.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ბატალ ტაბაღუამ აღნიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ გზების დაგებისთვის თანხები 2020 წლის ბიუჯეტიდან ვალად აიღო.
„ასეთი ფორმით ბრძოლა არასამართლიანია. მე ვიყავი შეხვედრებზე, სადაც ვიკითხე თუ როგორ მოხდა გზების დაგება და აღმოჩნდა რომ ამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან თანხა ვალადაა აღებული. გარდა ამისა დარიგდა ჰუმანიტარული დახმარებები ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად. თუ აქამდე არჩევნებში ასიათასამდე ამომრჩეველი იყო, ახლა მონაწილეობა მხოლოდ 80 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო, ეს საკმაოდ დიდი სიგნალია მოსახლეობის უკმაყოფილების,” – აღნიშნა ტაბაღუამ.
ოპონენტის მიმართ ბრალდებებს არც მეორე მხარე იშურებს. რაულ ხაჯიმბას ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ლევან გოგოხია აცხადებს, რომ მასთან კვიცინიას შტაბის წევრები იყვნენ მისული და სოციალურ ქსელში მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერა აუკრძალეს.
„სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ჩემთან მოვიდნენ გალის შტაბიდან, დედას მიაკითხეს, საზღვარზე მუშაობს. დედა ეგრევე სახლში მოვიდა და მკითხა, რა ხდებოდა. ერთ-ერთი კვიცინიას შტაბიდან იყო და მეკითხებოდა, რატომ არ ვჩერდები, რატომ ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. მითხრეს, რომ არა დედა, ახლა რეანიმაციაში ვიქნებოდი. მითხრეს, რომ შემეწყვიტა, თორემ თავს წამაცლიდნენ“, – აცხადებს გოგოხია.
საგანგებო მიმართვა გაავრცელა გერმანიაში სამკურნალოდ მყოფმა ყოფილმა კანდიდტმა ასლან ბჟანიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კვიცინია “ქვეყანას რწმენას და სამართლიანობას დაუბრუნებს”.
„მადლობა ღმერთს, რომ შიმიძლია ისევ მოგმართოთ მკურნალობის შემდეგ. მე მაინტერესებდა მხოლოდ კარდინალური ცვლილებები, რომელმაც ჩვენი უბრალოდ მოსახლეობის ცხოვრება უნდა შეცვალოს. ეს ცვლილებები ახლა ალხაზ კვიცინიას სახელს უკავშირდება. ჩემი მხრიდან მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მას და უზრუნველყო მისი მეორე ტურში გასვლა. ახლა ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ პრეზიდენტს, ახლა ჩვენ გვაქვს შანსი შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა და დავაყენოთ ის პროგრესის გზაზე. ყველა შემდეგმა პრეზიდენტმ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანა უნდა განავითაროს, სხვა შემთხვევაში ის არჩეული არ იქნება. ეს უნდა გახდეს აქსიომა. ახლაზ კვიცინიას კარგად ვინობ, ის სამართლიანი ადამიანია და შეუძლია ქვეყნის განვითარება. ჩემი მხრიდან კი პირობას ვდებ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ დავდგები მის გვერდით ჩემს გუნდთან ერთად. ყველას მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუწიროთ მას“, – ნათქვამია ბჟანიას ვიდეომიმრთვაში.
ორმხრივი დაპირისპირების ფონზე, მოსახლეობას და ოპონენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა რაულ ხაჯიმბამ.
„არჩევები, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, იყო ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მადლობა თითიეულ მოქალაქეს, რომელმაც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა და მონაწილეობა მიიღო პროცესში. ჩვენისთანა პატარა, განვითარებადი ქვეყნისთვის არჩევნების ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩატარება, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვალდებული ვართ დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია სრულყოფილი, ცივილური სახელმწიფო. წინ მეორე ტურია. საზოგადოებამ უნდა აირჩიოს პირი, რომელიც სათავეში იქნება 5 წლის მანძილზე. აუცილებელია დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინაიდან ჩვენი საერთო ინტერესი ეკონომიურად ძლიერი, უსაფრთხო ქვეყნის მშენებლობაა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავაგრძელოთ მშვიდი, ცივიკური ბრძოლა. დარწმუნებული არჩევანი იქნება პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო არჩევნები მონაწილეობას ვერ ღებულობს გალის მოსახლეობა, რომელსაც აფხაზური პასპორტი არ აქვს. შესაბამისად, ისინი მეორე ტურშიც, პირველი ტურის ანალოგიურად ეთიშებიან პროცესებს.
მოსახლეობის ინფორმაციით, გალის სოფლებში არ ჩატარებული არცერთი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრა, არ გახსნილა არცერთი საარჩევნო შტაბი.
ქალაქ გალში, მხოლოდ ორი შტაბი იყო გახსნილი, სადაც 800-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.