ცხინვალის რეჟიმი საქართველოსთან “საზღვარს” პარასკევიდან, 15 მარტიდან გახსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება “რესპუბლიკის” “უშიშროების საბჭომ” ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონში და სხვა ქართულ სოფლებში გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელსაც ცხინვალის რეჟიმის “უშიშროების საბჭო” გასცემს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარი 11 იანვარს ჩაიკეტა. ცხინვალში ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებული H1N1 (ღორის გრიპის) ვირუსი დაასახელეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.