ცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ ხუთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოდან სამხრეთ ოსეთის “საზღვარი” ერთდროულად გადაკვეთა. ამის შესახებ პარასკევს ჟურნალისტებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრისას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განუცხადა.
“ერთი დრონი 20 წუთის განმავლობაში ქალაქ კვაისას თავზე დაფრინავდა, შემდეგ კი საქართველოს მხარეს გაფრინდა,” თქვა კოჩიევმა.
სულ, მისი მტკიცებით, დრონებმა “სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში” დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.