აფხაზეთში, ძირითადად გალში, მცხოვრები ბავშვები ვენაში, პროექტში „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ იღებდნენ მონაწილეობას. როგორც DFWatch-ს ღონისძიების ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ განუცხადა, პროექტის ინიციატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია.
„მასპინძელი მხარე ავსტრიის ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლაა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და მოსწავლეები ჭიათურიდან, ზესტაფონიდან და გალიდან. ემიგრანტ ბავსვებთან ერთად აქვე იქმნება საგამოფენო ექსპოზიცია ოკუპაციასა და აფხაზეთის თემაზე. 24 აგვისტოს მოეწყობა გამიფენა, რომლის ფარგკებშიც, გიირგი ეკკელიძე სათვისტომოს წიგნებს გადასცემს. გალიდან ბავშვების ჩამოყვანა, ყველაზე მნიშვნელივანია ამ პროექტში, რაშიც ფონდი „კრისტალი“ დაგვეხმარა. მათი მოძიებულია ბავშვები და უზრუნველყო გამომგზავრებაც“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ანალოგიური პროექტი, გასულ წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, წელს კი ვენაში მუდმივად მცხოვრებ ქართველებს შესთავაზეს.
„ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ყოველ წელს აქვს გასვლა ევროპის სხვადსხვა ქალაქში და მსგავსი ტიპის პროექტი აუცილებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ნატალი პატარიძემ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.