Biletebi.ge-ის ადინისტრაციაში, რომელსაც სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უნდა უზრუველყო და ეს ვერ მოახერხა, აცხადებენ, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა.
უეფას სუპერთასის მატჩზე ორ ესპანურ გრანდს, “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის, ბილეთების გაყიდვა ორშაბათს დილიდან უნდა დაწყებულიყო, ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი და მუდმივად კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნებოდა.
თუმცა საიტი საღამოს 7 საათისთვისაც გათიშული იყო, მიუხედავა იმისა, რომ Biletebi.ge-ის ადმინისტრაცია დილიდანვე ამტკიცებდა, რომ პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობდა და ეცდებოდა საიტი რაც შეიძლება მალე ამუშავებულიყო.
ამასთან, მათი თქმით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა, UEFA-დან გაფრთხილებული იყვნენ.
„წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას „ამაზონის“ სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ,” – განაცხადა ერთერთმა დამფუძნებელმა.
კითხვაზე მომზადებული იყო, თუ არა ვებ-გვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, აცხადებენ, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის.
სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის თქმით, biletebi.ge მატჩის ბილეთების გასაყიდად, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, UEFA-მ შეარჩია და ფეხბურთის ფედერაცია ამ საქმესთან კავშირში არ არის.
UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.