საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ უფასურდება და იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ამ საკითხს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს, მაინც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტს ადანაშაულებს არასწორი პოლიტიკის გატარებაში.
საქართევლოში მყოფმა EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ კი განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, რაც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, ისევ გრძელდება. იანვრისთვის კურსის ვარდნის შეჩერება ცოტა ხნით მოხერხდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნა გრძელდება და ბოლო წლების განმავლობაში ყევლაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 1 აშშ დოლარი უკვე 2,37 ლარზე მეტია მაშინ, როდესაც ჯერ კდიევ 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, 1 სშ დოლარი 1,75 ლარი იყო. მანამდე კი წლების განამვლობაში 1 აშშ დოლარი 1,65 ლარის ნიშნულზე მერყეობდა.
ხელისუფლება ლარის კურსის ვარდნას პრობლემას არ მიიჩნევს და კეთდება განცხადებები, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია, რის გამოც ხელისუფლებას ეკონომიკური ექსპერტების დიდი ნაწილი და ხელისუფლების ოპონენტები მწავვედ აკრიტიკებენ.
სავალუტო კრიზისის ფონზე ფინანსთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, არსებობს თუ არა ანტიკრიზისული სამთავრობო გეგმა. ნოდარ ხადურს გაუფასურების შესაჩერებლად EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის იმედი აქვს. ეს შეხვედრა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში თბილისში იმართება, უკვე დაწყებულია და EBRD-ის პრეზიდენტი შეხვედრებსაც მართავს.
თუმცა, ხელისუფლების მხრიდან EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გადამეტებულ მოლოდინზე საუბრობს ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი. მათი შეფასებით, რეალური შედეგის დანახვა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება შესაძლებელი და ღონისძიების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ლარის კურსს ვერ დაასტაბილურებს. ექსპერტთა აზრით, ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილური ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს.
როგორც ფინანსურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, „ეს არის ძალიან ზედაპირული ნათქვამი, რადგან კრიზისი გაცილებით ღრმაა და მხოლოდ იმის თქმა, რომ ასეთი ღონისძიებები, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, პრობლემას მოაგვარებს, ძალიან არასერიოზულია“.
ამასთან, როდესაც ლარის კურსზე კეთდება ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, ყოველთვის ხდება აპელირება იმაზე, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი „ეროვნული ბანკია“ და მის პრეზიდენტს არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
ხელისუფლების ამ პოზიციას ფინანსურის საკიხების ექსპერტთა დიდი ნაწილი და ასევე ხელისუფლების ოპონენტები იმით ხსნიან, რომ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი ჯერ კიდევ მაშინ დაინიშნა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და ქართული კანონმდებლობით, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნა რთულია, რადგან ის კონკრეტული ვადით, 7 წლით ინიშნება და მოხსნა შეუძლებელია, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დანაშაულს არ ჩაიდენს. „ეროვნული ბანკის“ დღეს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წელს ეწურება.
„ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი EBRD-ის ვიზიტის გამო მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. გიორგი ქადაგიძე ხმაურიან გამოსვლას პარლამენტში გეგმავს.
გიორგი ქადაგიძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ კი EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ სრულად უჭერს მხარს საქართველოს „ეროვნული ბანკის“ მონიტარულ პოლიტიკას.
ჩაკრაბარტის შეფასებით, სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს „ეროვნული ბანკი“ ახორციელებს.
მისივე თქმით, გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსის და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა.
ამასთან, მან გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალურ ბანკირად აღიარება მიულოცა. (ქადაგიზე 2014 წლის ეროვნულ ბანკირად გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Bankir-მა იანვარში დაასახელა. ის 149 ქვეყნის წარმომადგენელს შორის შეარჩია. გადაწყვეტილების მიღებისას კი მთავარი კრიტერიუმი ქვეყნის საბანკო სექტორის სტაბილურობა და მდგრადობა გახდა).
“ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მისთვის და საქართველოს „ეროვნული ბანკისთვის“, არამედ ქვეყნისთვის. ეს არის აღიარება, რომ ქვეყანაში ძლიერი და გამართული საბანკო სისტემა არსებობს. რაც მიანიშნებს, რომ „ეროვნული ბანკი“ კომერციულ საბანკო სისტემას კარგად არეგულირებს,” – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა გამართულია და კაპიტალიზაციის დონე მაღალია.
თავის მხრივ კი, EBRD საკუთარ ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებს. EBRD-ს საქართველოში განსახორციელებლ პროექტებში 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.