სოხუმში მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია გალის დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას დაუპირისპირდა. კადრებში ისმის ხმა, თუ როგორ მოუწოდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი სხვებს – „ნადარაია უნდა იცემოს“.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებთან აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს „ტერორიზმში“ ბრალდებული გიორგი ლუკავა გადმოსცა.

შეკრებილებს მოუწოდეს, რომ დაიშალონ, რადგან ასეთი საკითხები ასე სწრაფად არ წყდება, თუმცა მოწოდებას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.

აფხაზური წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ და მათი ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

https://www.youtube.com/watch?v=Amrbm_FsX5U&feature=youtu.be