საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელები დააკმაყოფილა – ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და ის ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დანიშნა. სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს, 30 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეაჩერა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.
გადაწყვეტილება პირველი კოლეგიის 4-მა მოსამართლემ მიიღო. საგულისხმოა ის, რომ პირველი კოლეგიის ორი მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ბოლო დღე იყო და მათ ბოლო საათებში შეძლეს გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა, „რუსთავი 2“-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას ოთხივე მოსამართლემ დაუჭირა მხარი, მათ შორის მერაბ ტურავამაც, რომელიც ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.