berdzen

ფოტო: „ამდენი უცოდინარი და არაკომპეტენტური პარლამენტარის ერთად ჯდომა და გადაწყვეტილებების მიღება არის საფრთხე“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი

მათ შორის არიან ჩვენი სახელგანთქმული და ნაკლებად სახელგანთქმული ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მოჭადრაკეები, მომღერლები ყველაფერი, პოლიტიკოსების გარდა და სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ, ჭკვიანურს არაფერს გააკეთებენ,“- აცხადებს DFWatch-თან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.

DFWatch: მაჟორიტარული არჩევნები მეორე ტური დასრულდა და პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები  ჩატარდა. „ნაციონალურ მოძრაობაშიკი აცხადებენ, რომ ასეთი ტოტალური გაყალბებ შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ არჩევნებს?

ლევან ბერძენიშვილი: არც ერთი შეფასება არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ფორმალურად რაიმე განსაკუთრებული დარღვევები, რომ ვინმემ ამ არჩევნებში ეჭვი შეიტანოს, არ ყოფილა, მაგრამ ის, რომ ეს არ იყო გულწრფელი და ხალხის ნების გამომხატველი არჩევნები, გამოჩნდება ძალიან მალე. ამ შემთხვევაში ეს არის საარჩევნო სისტემის დანაშაული, როდესაც მოსახლეობის 25% ქვეყნის სრულ მმართველობას აბარებს ერთ პოლიტიკურ ძალას.

ჩემი აზრით, საზოგადება ძირითადად შეცდომაში იყო შეყვანილი ზუსტად ამ ორი პარტიის მიერ, რომლებმაც ერთმანეთის დაშინებით მოსახლეობა აიძულეს შავ-თეთრი არჩევანი გაეკეთებინა, რამაც ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია.

DFWatch: როგორი 4 წელი გველოდება წინ?

.: ასეთ პირობებში ძალიან ძნელია იმის წინასწარმეტყველება, ეს მდგომარეობა რამდენ  წელს შენარჩუნდება. შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ წელიწადში დაიშალოს, შეიძლება ორში, შეიძლება არ დაიშალოს საერთოდ. ამიტომ 4 წელზე საუბარი ძნელია, სამაგიეროდ მე გეტყვით როგორი იქნება პირველივე წელი. იქნება სერიოზული ანტიდემოკრატიული შეცდომებისა და უკან დახევის წელი.

მალე ვნახავთ იმას, რომ ხელისუფლება უამრავ შეცდომას დაუშვებს სწორედ იმის გამო, რომ კონტროლი არ ჰყავს და არავის არ მოუსმენს. ეს იქნება, ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, როდესაც არის ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სხვების დაუკითხავად ყველა საკითხი გადაწყვიტოს,  საკონსტიტუციო ცვლილებების განახორციელოს ისე, რომ არავის არაფერი არ ჰკითხოს და ეს არის საფრთხე.

DFWatch: განაცხადეთ, რომ პარლამენტი იქნება, დაახლოებით, ისეთი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში და როგორიც აქვს ახლა ჩრდილოეთ კორეას. ავტორიტარიზმის საფრთხეც იგულისხმეთ?

.: ავტორიტარიზმის საფრთხის თქმა რომ მდომოდა, ვიტყოდი პირდაპირ. პარლამენტი იქნება უმოქმედო და ყველაფერს აუწევს ხელს. ავტორიტარული რეჟიმის შექმნას კი ცოტა მეტი რესურსი და სიტყვის თავისუფლების მოსპობა სჭირდება, რასაც ეს ხელისუფლება ვერ  გააკეთებს და არ მგონია, საქართველში მართლაც ჩრდილოეთ კორეა აშენდეს. უბრალოდ, პარლამენტის გარეშე ვიმუშავებთ, პარლამენტი იქნება გამორთული საზოგადოების ცხოვრებიდან, რადგან იქ მარტო ერთი ძალაა და არაფერი საინტერესო არ მოხდება, გარდა შეცდომებისა.

DFWatch: ჩრდილოეთ კორეასთან შედარების გამო გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს არის არაკომპეტენტური, ბრაზიანი და სასაცილო განცხადება პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიისგან და ის, რომ ლევან ბერძენიშვილის სურვილი ვერ ახდა, არ ნიშნავს იმას, რომ მმართველობის სტილში დემოკრატიული პრინციპი დაირღვევაო. რას უპასუხებდით?

.: არაფერს არ ვუპასუხებ. არაკომპეტენტურია ყველა ის, ვისაც უხარია ასეთი ტიპის უმრავლესობა. რა შუაშია აქ განაწყენება. მე  ეს ვთქვი, როგორც მოქალაქემ და არა პარტიულმა წარმომადგენელმა, რომელმაც ადგილი ვერ მოიპოვა და რაზეც ჩვენ არ ვდავობთ. არაკომპეტენტური რა, არ არიან უმრავლესობაში, რამე ტყუილი ვთქვი? მისი ნათქვამი არაფერს არ ნიშნავს. არაკომპეტენტურები შეუძლია თავის გუნდში მოიკითხოს, ბლომად ეყოლება. ლევან ბერძენიშვილი კომპეტენტურია თუ არა, ეს არ არის პრობლემა. პრობლემაა ის, რომ ისინი უმრავლესობაში არიან და პარლამენტში ჰყავთ ხალხი, რომლებიც უცოდინრები არიან. ამდენი უცოდინარი და არაკომპეტენტური პარლამენტარის ერთად ჯდომა და გადაწყვეტილებების მიღება არის საფრთხე.

DFWatch: როგორ ფიქრობთ, „ქართულ ოცნებაშიამ საფრთხეს ხედავენ თუ მხოლოდ უხარიათ?

.: ჭკუაზე არ არიან სიხარულით, მაგაშია საქმე, თორემ გონიერი ხალხი რომ იყოს და საფრთხეებზე ფიქრობდნენ, მეორე ტურში ამას არ ჩაიდენდნენ, რომ არიქა, ერთი ოლქშიც არ დავთმოთო და აშკარად წაგებულ ადგილს არ მოიგებდნენ მარნეულში. ყველა არჩევნები წააგეს იქ და უცებ გაირკვა, რომ 90-ით ნული უნდა მოიგონ.  მათი ეს ქმედებები არასწორი იყო. ეს ადამიანები კომპეტენტურები იქნებიან  თუ არა, ამას ჩვენ ყველა მალე ვნახავთ. პარლამენტი რამდენიმე სპეციფიკურ თვისებას ითხოვს. მათ შორის, კრიტიკის ატანა უნდა შეგეძლოს.  როდესაც კრიტიკაზე პასუხია, რომ არაკომპეტენტურია, ცუდია და ა.შ. ეს სწორედ  კომპეტენციაზე მიუთითებს. დღესვე გამოავლინა ვოლსკიმ, რომ თურმე კრიტიკის გაგონება არ შეუძლიათ. იმედია, ლაპარაკს ვერ დაგვიშლიან. თუ ინტერესი გექნებათ, გეტყვით, ვოლსკი თავის თანაპარტიელებთან შედარებით გენიოსი და დიდი ადამიანია, ისეთი ხალხი ჰყავს  პარლამენტში. მალე ნახავთ, რას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი.

DFWatch: ახალი სახეებიც?

.: ახალი სახეებიც ისეთივე აღმოჩნდებიან, როგორიც ძველები. გარწმუნებთ, დიდი განსხვავება არ იქნება. უმრავლესობაში 5-10 მოაზროვნე ადამიანი და 100 აბსოლუტურად უმაქნისი „მეჩაიე  დეპუტატი“ იქნება, სამწუხაროდ. მათ შორის არიან ჩვენი სახელგანთქმული და ნაკლებად სახელგანთქმული ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მოჭადრაკეები, მომღერლები, ყველაფერი, პოლიტიკოსების გარდა და სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ, ჭკვიანურს არაფერს გააკეთებენ. ამდენ ხანს ექნება ეს, არ ვიცით.

DFWatch: რა ხდებარესპუბლიკურ პარტიაში“, რატომ წავიდა დავით უსუფაშვილი?

.: ამას ნუ მკითხავთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს  პროცესი მიმდინარეობს, არ დამთავრებულა. რატომ წავიდა, ეს მან თავად უნდა ახსნას. ჩვენ გვექნება ეროვნული კომიტეტი, სადაც ყველაფერს გავაანალიზებთ და არ  დავუმალავთ საზოგადოებას, ყველა ყველაფერს გაიგებს. ეროვნული კომიტეტი უახლოეს დღეებში დაინიშნება.

DFWatch: უსუფაშვილმა თქვა, რომ პარტიის სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მისთვის მიუღებელი იყო და კონკრეტულად რაში ვერ შეთანხმდით?

.: ეს მას უნდა ჰკითხოთ.

DFWatch: კიდევ ვინმე ხომ არ აპირებს პარტიიდან წასვლას? მაგალითად თქვენ?

.: მე ამ პარტიის დამფუძნებელი ვარ და არ ვაპირებ წასვლას. მე, დავით ბერძენიშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, დავით ზურაბიშვილი არსად არ მივდივართ. თუ ვინმე სხვა აპირებს, ყველაფერი დაღვინდება და ვიღაცეები წავლენ.

DFWatch: შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უსუფაშვილი ახალ პარტიას ქმნის?

.:  ესეც მას უნდა ჰკითხოთ. მან ასეთ რამეზე მიანიშნა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდება ვინ იცის. რაც თქვენ იცით, იმის მეტი ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენ არ შეგვხვდა, წერილი მოგვწერა.

DFWatch: თქვენთვისაც მოულოდნელი იყო მისი წასვლა?

.: ჩვენ ცოტა ადრე გავიგეთ, ვიდრე თქვენ, მაგრამ წერილი მოულოდნელი იყო.