სოხუმის ცენტრში, წითელი ხიდის მახლობლად, ორშაბათს აფხაზეთის შემნახველი ბანკის ფილიალი გაძარცვეს, წაღებულია 200 000 რუბლი (7 350 ლარი). დაუზუსტებელი მონაცემებით, ბანკს ავტომატებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი დაესხა თავს.
შემნახველი ბანკის დამფუძნებელი და ერთადერთი აქციონერი აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკია. მედიის ცნობით, შემნახველი ბანკი აფხაზეთის მთელი საბანკო სისტემის აქტივების 45%-ს ფლობს. შემნახველ ბანკს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სულ 7 ფილიალი და 15 დამატებითი ოფის აქვს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.