ს
ოხუმის დრამატულ თეატრში ადგილობრივი მილიცია და კინოლოგები წუხელ ბომბს ეძებდნენ, სამ საათზე მეტი ხნით გადაკეტილი იყო ცენტრალური ქუჩები, თუმცა დიდი ძებნისა და ხმაურის შემდეგ ვერაფერი აღმოაჩინეს.10 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია შევიდა, რომ სოხუმის ცენტრში არსებული დრამატული თეატრის შენობა დანაღმული იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე სასწრაფოდ შენობის შემოწმება დაიწყო. ინფორმაცია ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ყველა ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
როგორც აფხაზური მედია წერს, უსაფრთხოების ზომებისთვის გადაიკეტა არა მარტო თეატრის შენობის შესასვლელი, არამედ ახლომდებარე პუშკინისა და ლაკობას ქუჩებიც, სადაც მილიციელების დიდი მობილიზება იყო.
კინოლოგები ძაღლებით რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ თეატრის შენობას, თუმცა ნაღმი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.
„ჩვენ სამნახევარი საათის განმავლობაში ვამოწმებდით ყველაფერს, სარდაფებიდან დაწყებული სახურავამდე და არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება შენობაშ არ აღმოჩნდა,“ – აცხადებს კომენტარისას კონოლოგი.
ახლა უკვე დე ფაქტო მილიცია იკვლევს, საიდან შემოვიდა ზარი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.