kikalishvili

(ipn)

„რუსთავი 2ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება.

პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენრუსთავი 2-ის არხზე, კვირას, საღამოს 9 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს იმედებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ ოცწლიან მეგობრობაში, აღნიშნა კიკალიშვილმა.

პოსტსკრიპტუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მას გიორგი გაბუნია გაუძღვება.

კოლეგები დავით კიკალიშვილს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.