გალის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ამჟამად, გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ათი ჯერ კიდევ ნახევრად ქართულია – კერძოდ, ამ სკოლებში მე-7 კლასის ჩათვლით ქართული სწავლება რუსულით ჩაანაცვლეს. დანარჩენი კლასები სკოლას ქართულად დაამთავრებენ, რის შედეგადაც გალში ყველა სკოლა მხოლოდ რუსულენოვანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსახლეობის სისტემატიური გადინებისა, მოსამზადებელ კლასში ახალი ნაკადი ისევ მივიდა, რაც პედაგოგებს ახარებს. მათი თქმით, სასწავლო პროგრამაში ჯერჯერობით ცვლილება არ არის.
“სხვადასხვა პრობლემებიდან გამომდინარე, აქ ხალხი საცხოვრებელს ტოვებს, მიუხედავად ამისა, კონფლიქტის რეგიონის კვალობაზე, მოსწავლეთა რაოდენობა მაინც დამაკმაყოფილებელია. მივიღეთ ახალი ნაკადი მოსამზადებელ კლასშიც, რაც თავისთავად მისასალმებელია. სასწავლო პროცესში ჯერ არანაირი ცვლილება არ არის შეტანილი. მოგეხსენებათ, რუსეთის გრაფიკით ვიწყებთ სწავლას, შესაბამისად, დღეს დავიწყეთ”, – უთხრა პარასკევს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებელმა გ.კ.-მ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.