გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე ნაირა ამალია, გალის რაიონის ქართულ სკოლებს სტუმრობდა. როგორც DFWatch-ისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრების ფარგლებში, ის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და დირექტორებს მოუწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე ბავშვები არ გაგზავნონ.
საქმე ეხება ვენაში გამართულ ღონისძიებას „მე ვხატავ აფხაზეთს“, რომელშიც, სხვა ბავშვებათან ერთად, გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
ნაირა ამალიას უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებში აფხაზეთი ოკუპირებულად აღიქმება, მთლიანობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობა კი დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი პირველ სექტემბერს განახლდა. ამჟამად იქ 30 ქართული სკოლა ფუნქციონირებს.
რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში უკმაყოფილება მოჰყვა, ის ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მონაწილეობას იღებდნენ, როგორც აფხაზეთში მცოვრები ბავშვები, ასევეე ქუთაისის, ზესტაფონის და ჭიათურის სკოლების მოსწავლეები. გამოფენა, სახელწოდებით, „მე ვხატავ აფხაზეთს“, 24 აგვისტოს მოეწყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.