განათლების სამინისტროს განცხადებით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება
„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდი 28 ივნისს ჩაიკეტა. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი პირველ ივლისს იწყება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.