ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დე ფაქტო რესპუბლიკის მონახულება “კარის გავლით” შესთავაზა და არა “ბაღების”. ამის შესახებ ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბიბილოვმა კომენტარი საოკუპაციო ხაზთან ანგელა მერკელის მისვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ძალიან კარგია, რომ სამხრეთ ოსეთი მათ ასე აინტერესებთ, მაგრამ ალბათ ქალბატონმა მერკელმა არ იცის, რომ ჩვენთან მიღებული არ არის სტუმრების უკანა კარიდან მიღება. ამიტომ ჩვენ ვეპატიჟებით ქალბატონ მერკელს, მხოლოდ შემოვიდეს კარში და არა ბაღებით. ვფიქრობ, რომ ბინოკლის მეშვეობით მან დაინახა, რა ლამაზი სახლები და ბაღები გვაქვს და ზუსტად შეეძლო დაეთვალიერებინა რუსეთის გასაოცარი სასაზღვრო განყოფილების შენობა,“ – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ბიბილოვი დასძენს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის დაახლოება აძლიერებს საქართველოს სტატუსს, როგორც „მეზობელი მტრული სახელმწიფოსი“ და რომ მხოლოდ „პარტნიორი რუსეთის“ შეიარაღებული ძალები არიან ოსების მტრების შემაკავებერლი ფაქტორი.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში 24 აგვისტოს იმყოფებოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო ბაზა ბინოკლით დაათვალიერა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.