ცნობილი კომპოზიტორი და “აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთ სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა.
დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპოზიტორი სოხუმში 14 თებერვალს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.
აფხაზური მედიაგამოცემა „აფსნი ლაიფის“ ინფორმაციით, ვალერი ჭკადუა არის „აფხაზეთის ჰიმნის“ და ასევე პირველი აფხაზური ბალეტ „რიწას“ მუსიკის ავტორი. მან დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1977 წელს, 1980 წელს კი ასპირანტურა. დაკავებულს უმუშავია აფხაზეთის სახალხო შემოქმედთა სახლში უფროს მეთოდისტად. იყო აფხაზეთში კომპოზიტორთა კავშირის წევრი, აფხაზეთის მწერალთა ასოციაციის წარმომადგენელი. არის დიმიტრი გულიას სახელობის „სახელმწიფო პრემიის“ ლაურეატი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.