აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, – აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ.
სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ – 19 032.
მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე მისულებს, საგანგებოდ მოწყობილ კონცერტზე შეეძლოთ დასწრება.
დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოდა.
ცნობისთვის, „არჩევნებში“ მონაწილეობა არ მიუღიათ გალში მცხოვრებ ქართველებს, რადგან მათზე საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, აფხაზური პასპორტები არ გაიცემა.
შესაბამისად, გალში სულ ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც ოფიცილაურად 872 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, დამატებითი სიით კი დაახლოებით 50-მდე პირი დაემატა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.