naec.ge

2005 წლიდან დღემდე, აფხაზეთში სკოლა 4 237 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 458 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან სტუდენტი 1 137 გახდა, სოციალური გრანტი კი 1 049-მა მიიღო. მათი უდიდესი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. ეთნიკურად აფხაზი სტუდენტების ოფიციალური რიცხვი არ არსებობს, თუმცა DFWatch-ის ხელთ არსებული არაოფიციალური ცნობებით, მათი რაოდენობა ამ წლების მანძილზე ჯამში არის 5 ან 6.

აღნიშნული სტატისტიკა წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

2005 წელი – კურსდამთავრებული – 280; დარეგისტრირებული – 76; ჩარიცხული – 42; დაფინანსებული – 42;

2006 წელი – 269/142/44/44;

2007 წელი – 270/139/25/22;

2008 წელი – 334/266/211/191;

2009 წელი – 309/147/92/92;

2010 წელი – 315/192/90/83;

2011 წელი – 309/198/126/77;

2012 წელი – 223/156/71/71;

2013 წელი – 239/146/60/58;

2014 წელი – 272/147/86/82;

2015 წელი – 339/190/90/87;

2016 წელი – 348/205/84/84;

2017 წელი – 362/211/120/116;

2018 წელი – კურსდამთავრებული – 372; დარეგისტრირებული – 244.

გამომდინარე იქედან, რომ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ჯერ არ არის გამოცხადებული, ამ წლის ჩარიცხვისა და დაფინანსების მაჩვენებელიც ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება სტატისტიკას, აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა რიცხვი წლების განმავლობაში საგრძნობლად არ შეცვლილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთში ფუნქციონირებად სკოლებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა მაჩვენებლებიდან კი ჩანს, რომ მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სასწავლებლად სოხუმშიც მიდის.