Yearly Archives: 2018

სოხუმის რეჟიმის ცნობით, ახალი “აფხაზური პასპორტი” 95 ათასამდე ადამიანმა აიღო

By | December 31st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

წინასაახალწლოდ სოხუმის რეჟიმმა შემოიღო ცვლილება, რის მიხედვითაც 2020 წლის 31 დეკემბრამდე „აფხაზური პასპორტების“, ბინადრობის ნებართვებისა თუ აფხაზეთში ცხოვრებაზე უფლების გაცემას ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს. […]

დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია: ბიბილოვი

By | December 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალის რეჟიმის მეთაური ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ  რომ „სამხრეთ ოსეთს საქართველოს მილიტარიზაცია აშფოთებს“. მისი თქმით, „საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია, სანამ ისინი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს არ მოიხდიან”.  […]

გალელები სამინისტროსგან ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვენ

By | December 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

გალის ქართველ მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურს, თუმცა თავშესაფრის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამის მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვა და სკოლებში ქართული სწავლების აკრძალვაა. მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს აქ მომავალი არა აქვთ. […]

105 000 ადამიანს ახალი „აფხაზური პასპორტი“ გადაეცა: ხაჯიმბა

By | December 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

სოხუმის რეჟმის განცხადებით, „აფხაზური პასპორტები“ უკვე მიიღო „რესპუბლიკის“ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, დაახლოებით 105 000-მა ადამიანმა. ამის შესახებ “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ 25 დეკემბერს, 2018 წლის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე ისაუბრა. […]

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის პროცედურას ამკაცრებს

By | December 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო. […]

გალის მაცხოვრებლები სამინისტროსგან ბინებს ვერ მიიღებენ

By | December 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(droa.ge) ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს, პირველ რიგში, გალელებს შეეხება. „თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება," აცხადებს დეპარტამენტის უფროსი. „არის [...]

წინასაახალწლო კრიმინალი აფხაზეთში

By | December 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში სამი ათეული წელია უკვე ერთგვარ „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ წინასაახალწლოდ კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება და ამ მხრივ არც მიმდინარე წელი გახდა გამონაკლისი. […]

სოხუმის მთავარი ნაძვის ხე წელსაც გაქურდეს

By | December 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

[…]

გადადგა ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით ავიწროებდა

By | December 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ანატოლი ბიბილოვი (მარცხნივ) და ფილიპ ხაჩიროვი. (presidentruo.com) ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელი ფილიპ ხაჩიროვი გადადგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს განსაკუთრებით ავიწროებდნენ ახალგორის ქართულ მოსახლეობას. […]

ცხინვალის რეჟიმი ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის გასვლას მოითხოვს

By | December 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის, „ძალა ერთობაშიას“ გასვლა მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განუცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობას.  […]

გალის ქართულ სკოლებში რუსული სახელმძღვანელოები შეიტანეს

By | December 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, წიგნები თავად გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნაირა ამალიამ დაარიგა. […]

გალელ მასწავლებლებს სახელფასო ბარათები დაუმზადეს

By | December 11th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ბარათები რუსულმა Сбербанк-მა დაამზადა. „დღემდე ხელფასს ხელზე ვიღებდით, დირექტორებს იბარებდნენ თვეში ერთხელ და მათ ატანდნენ მთელი შემადგენლობის ანაზღაურებას. ახლა ბარათები დაგვიმზადეს და ხელფასი იქ დაირიცხებაო“, - განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა. პედაგოგები ამბობენ, რომ საბანკო ბარათები მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაუმზადეს, ვისაც ე.წ. მწვანე (აფხაზური) პასპორტი აქვთ. „ბარათები არ დაუმზადეს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ე.წ. [...]

„ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ კამერების წინაშე“ – მიმართვა ოკუპანტებს (ვიდეო)

By | December 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

თითქმის ერთთვიანი “შესვენების” შემდეგ სოფელ ატოცში შეიარაღებული რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. დღეს სამხედროები სოფელში საინჟინრო მანქანით მივიდნენ. […]

„ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფინანსური დახმარებით“ – აბრებმა ცხინვალში აღშფოთება გამოიწვია

By | December 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

რამდენიმე დღის წინ ცხინვალის მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა. კონკრეტულად კი რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი სახლების კედლებზე მიმაგრებული აბრები აღმოაჩინა, რომლებზეც ეწერა: „ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით“ […]

გალის მოსახლეობა პარტიებს არც მეორე ტურში გახსენებიათ

By | November 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ისევე როგორც პირველ ტურში, საარჩევნო აგიტაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს გალში არც მეორე ტურში უწარმოებიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს პლაზმური ტელევიზორები დაურიგეს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]

რუს სამხედროებს აფხაზეთში ქართულსა და მეგრულს ასწავლიან

By | November 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა განუცხადეს. მათი თქმით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ სპეციალური კურსები გუდაუთაში ტარდება. […]

“სოფლები იცლება, ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ქალები დარჩნენ” – გალიდან იმიგრაცია სახიფათო მასშტაბს იძენს

By | November 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„მამაჩემიც წაიყვანეთ, მოიწყენს უსაქმურად აქ“, “დარჩა სოფელში ვინმე?“ „ვინც დავრჩით, ისინიც არ ვიქნებით მალე“, „ახლა სახლში კაციც მე ვარ და ქალიც“, „პოლონეთში პატარა გალია“, – ამ სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს პოლონეთში გამგზავრებული გალელების ფოტოებზე. […]

კრემლის ფინანსური მაქინაციები ცხინვალის გავლით – Washington Post სტატიას აქვეყნებს

By | November 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებული ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზე სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. […]

ქართულად სწავლების სრულად ამოსაძირკვად გალის სკოლებზე წნეხი ძლიერდება

By | November 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ქართული სკოლა სოფელ სიდაში. სოხუმის რეჟიმი გალის ქართულ სკოლებზე კონტროლს ამკაცრებს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა უთხრეს. კერძოდ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ეჭვობენ, მიუხედავად იმის, რომ მე-7 კლასამდე მხოლოდ რუსულად სწავლების სწავლება სავალდებულო გახდა, გალის ქართული სკოლები ამ რეგულაციას არ ემორჩილებიან და სწავლების პროცესი კვლავ ძირითადად ქართულად მიმდინარეობს. „რამდენიმე დღის წინ ღია კარის დღე [...]

გალელები ამბობენ, რომ საარჩევნოდ კონტრაბანდაზე არაფორმალურად მწვანე შუქი აუნთეს

By | November 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს. […]

რუსმა სამხედროებმა ატოცის შემდეგ ხურვალეთშიც დაიწყეს ახალი მავთულხლართების გაბმა

By | November 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

რუსი სამხედროები სოფელ ატოცის შემდეგ სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ რამდენიმე ადგილას დამატებითი მავთულხლართების გასაბმელად. […]

ამერიკულ ნუმიზმატურ კატალოგზე სოხუმში დიდი ზარ-ზეიმია, თბილისში კი უარყოფენ

By | November 13th, 2018|Categories: ამბები|

აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამომცემლობის Krause-ს ნუმიზმატურ კატალოგში მოხვდა. […]

გალში არჩევნების პირველმა ტურმა პასიური აგიტაციის ფონზე ჩაიარა

By | November 9th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს. […]

ცხინვალის რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა

By | November 6th, 2018|Categories: ამბები|

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ბარიერი გაკეთდება.  […]

გალში ბინადრობის მოწმობის გაცემა შეაჩერეს

By | November 6th, 2018|Categories: ამბები|

აფხაზურმა მხარემ ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვას” (ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა) გაცემა დროებით შეაჩერა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ამის მიზეზად დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას ასახელებენ. […]

“გთხოვთ, გააზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება” – ახალგორელ აქტივისტზე მე-4 საქმე აღძრეს

By | November 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. "ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნიდან წელიწადისა და სამი თვის თავზე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ. წინა 3-ზე პირველი ინსტანცია მოვიგე - სასამართლომ თქვა, რომ არაა საკმარისი მტკიცებულებები, ბრალეულობები არ ჩანს და 3 ტომისგან შემდგარი საქმე უკან დაუბრუნა [...]

ცხინვალში კომკავშირის 100 წლისთავი აღნიშნეს

By | November 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(presidentruo.org) ღონისძიებაში მოსწავლეები საბჭოთა დროინდელი წითელი დროშებით და პიონერის ფორმებით - წითელი ქუდებითა და წითელი ყელსახვევებით გამოვიდნენ. ზეიმში მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმაც ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო და დიდი სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე თავადაც იყო კომკავშირელი. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირი აუცილებელია ყველასთვის და ყოველთვის და შეუფასებელია ოსი კომკავშირლების როლი სამხრეთ [...]

„ლენინისა და სტალინის პოსტერებთან ბავშვებს საბჭოთა სიმღერებს ამღერებენ“ – ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

By | October 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ციხელაშვილი: "აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის ქართულ მოსახლეობაზე ეს წნეხი არ არის მისაღები და ბევრს უქმნის დისკომფორტს." „გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ... ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას [...]

სოხუმის რეჟიმი გალელების დიდი უმრავლესობისთვის პენსიას პრაქტიკულად აუქმებს

By | October 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

პირველი ნოემბრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა (ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“) აქვს აღებული. მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ. „ე.წ. წითელი პასპორტები [...]

ოკუპირებული აფხაზეთიდან დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

By | October 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთიდან დნესტრისპირეთში გაგზავნილი დელეგატები ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა. […]

ცხინვალის რეჟიმმა “საზღვრის გადაკვეთაზე” ჯარიმა 2,5-ჯერ გაზარდა

By | October 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 000 რუსული რუბლიდან (82 ლარი) 5 000 რუბლამდე ( 205 ლარი) გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ახდევინებს ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით დაკავებულ ადამიანებს. […]

აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა აფხაზეთის მახლობლად პირველად გადაიფრინა

By | October 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მარშრუტი. (Twitter, flightradar24.com) აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, მერე აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვესაც გადაიფრინა. […]

„რამდენიმე მოჭიდავე და ერთი რაგბისტი”- ვინ მონაწილეობდა ცხინვალის ტყვეობიდან სამი შვილის დედის გამოხსნაში

By | October 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

მაია ოთინაშვილი (ფოტოს ავტორი: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება). 37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც ცხინვალის რეჟიმს 11 დღე ჰყავდა გატაცებული, ორი კვირაა უკვე ხურვალეთში საკუთარ შვილებთან ერთად იმყოფება და ცხინვალის საკანში გატარებული დღეების გახსენება უმძიმს. […]

“ჩემი შვილები აფხაზი ბიჭის როლს ასრულებდნენ, რომელიც ქართველებს ხოცავს” – გალელ ბავშვებს “გამარჯვების” ზეიმს აიძულებენ

By | October 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

სექტემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც, როგორც წინა წლებში, გალის ქართულ სკოლებსაც აიძულეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მიაღებინეს მონაწილეობა, სკოლებს ასევე დაავალეს ადგილზეც გაემართათ საზეიმო საღამოები, რომელსაც დე ფაქტო ჩინოვნიკებიც დაესწრენ. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, დავალება იყო სკოლის მოსწავლეებს ზეიმზე ყველას აფხაზური სამხედრო ფორმები ცმოდათ, [...]

გალის მოსახლეობა იძულებულია სიგარეტის კონტრაბანდას დაუბრუნდეს

By | October 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

შემოსავლის წყაროს დაკარგვამ გალის მოსახლეობა ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ პრაქტიკულად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა. […]

ცხინვალის რეჟიმმა ახალგორში თევზეულისა და ხორცპოდუქტების შეტანა აკრძალა

By | October 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან. უკვე ერთ კვირაზე მეტია ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში აიკრძალა ქართული პროდუქციის ზოგიერთი სახეობით ვაჭრობა, რის გამოც მოვაჭრეები დიდ ზარალს განიცდიან. […]

დიდი ხმაური სოხუმში – მილიცია დრამატულ თეატრში ბომბს ეძებდა

By | October 11th, 2018|Categories: ამბები|

სოხუმის დრამატულ თეატრში ადგილობრივი მილიცია და კინოლოგები წუხელ ბომბს ეძებდნენ, სამ საათზე მეტი ხნით გადაკეტილი იყო ცენტრალური ქუჩები, თუმცა დიდი ძებნისა და ხმაურის შემდეგ ვერაფერი აღმოაჩინეს. 10 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია შევიდა, რომ სოხუმის ცენტრში არსებული დრამატული თეატრის შენობა დანაღმული იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე სასწრაფოდ შენობის შემოწმება დაიწყო. [...]

მაია ოთინაშვილი ამბობს, რომ გატაცებისას სცემეს, მერე თითი არ დაუკარებიათ

By | October 9th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

მაია ითინაშვილს ერგნეთთან ახლობლები ხვდებიან. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო.) საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული სამი შვილის დედა, მაია ოთინაშვილი 10-დღიანი ტყვეობის შემდეგ უკვე თავისუფალია და ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება. […]

ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ მათ მიერ გატაცებული 37 წლის ქალს კარგად ექცევიან

By | October 4th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში. (cominf.org) ცხინვალის მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც იზოლატორში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ მას კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის. […]

ცხინვალმა გატაცებულ სამი შვილის დედას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

By | October 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ცხინვალის რეჟიმის უშიშროების მიერ საკუთარი ნაკვეთიდან გატაცებულ 37 წლის ქალს, მაია ოთანაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა აქვს წაყენებული. […]

გალის სკოლებს “გამარჯვების დღის” ღონისძიებებში ჩართვას ავალებენ

By | September 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

გამარჯვების დღის მსვლელობა. 2017 წ. (გალ-ინფო) 30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ერთ-ერთი მათგანია საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსვლელობა „ჩვენი გმირების გზა“, […]

სოხუმის რეჟიმმა დიდი ამნისტია გამოაცხადა, რომელიც ყოველ მე-5 პატიმარს შეეხება

By | September 25th, 2018|Categories: ამბები|

დრანდის ციხე სოხუმის მახლობლად. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების თაობაზე, რომელიც, „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმია“ მიძღვნილი. […]

გალელ მოსწავლეებს არასამთავრობოების ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალეს

By | September 21st, 2018|Categories: ამბები|

გალის აფხაზური ადმინისტრაციის შენობა. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილე ნაირა ამალია, გალის რაიონის ქართულ სკოლებს სტუმრობდა. როგორც DFWatch-ისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრების ფარგლებში, […]

ქართულ უმაღლესებში 256 გალელი აბარებდა, ჩაირიცხა 130

By | September 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

(1tv.ge) გალის რაიონიდან, ახალ საწავლო წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 130 სტუდენტი გააგრძელებს. […]

გალის სკოლებში 400-მდე პირველკლასელი მივიდა

By | September 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

გალის რაიონის სკოლებში წელს 400-მდე პირველკლასელი მივიდა. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიაწოდეს. […]

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით „საიუბილეო“ კუპიურა გამოუშვეს

By | September 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული დაბეჭდეს, რომელსაც “500 აპსარი” აწერია და მასზე პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. […]

გალის მარტო ერთი სოფლიდან უკვე 50-მდე კაცი წავიდა სამუშაოდ პოლონეთში

By | September 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

გალის რაიონიდან ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ მასობრივად მიდიან. DFWatch-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სოფლიდან 50-მდე ახალგაზრდა წავიდა პოლონეთში. […]

კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს მეწარმეობაში პრაქტიკული კურსის გავლას სთავაზობენ

By | September 12th, 2018|Categories: ამბები|

ლაშა დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, […]

ვიდეო: როგორ ძარცვავენ სოხუმში ბანკს

By | September 11th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

სოხუმის ცენტრში, წითელი ხიდის მახლობლად, ორშაბათს აფხაზეთის შემნახველი ბანკის ფილიალი გაძარცვეს, წაღებულია 200 000 რუბლი (7 350 ლარი). […]

სოხუმის რეჟიმი სირიის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე გასვლს გეგმავს

By | September 7th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(Presidentofabkhazia.org) სირიის დედაქალაქ დამასკოში სოხუმის რეჟიმის დელეგაცია 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. როგორც ხაჯიმბა აცხადებს, სოხუმი დამასკოს მეშვეობით საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებს შეიძენს […]

ახალგორში სწავლა 5 სექტემბერს ქართული ბაღის გაუქმებით და სკოლების სანახევროდ გარუსულებით იწყება

By | September 4th, 2018|Categories: ამბები|

საბავშვო ბაღი ახალგორში (cominf.org). ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და ბაღებში სწავლა წინა წლებისგან განსხვავებით 1-ლი სექტემბრის ნაცვლად 5 სექტემბერს იწყება და ქართველი ბავშვებისთვის ამ დღეს კიდევ უფრო დამძიმებული ყოფა და ახალი პრობლემები მოაქვს.  […]

გალის სკოლებში სწავლა რუსული გრაფიკით 1-ელ სექტემბერს დაიწყო

By | September 3rd, 2018|Categories: ამბები|

თაგილონის სკოლა. გალის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ამჟამად, გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან ათი ჯერ კიდევ ნახევრად ქართულია […]

საბჭოთა პარპორტების გაუქმებამ გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი იზოლაციაში მოაქცია

By | August 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ე.წ. წითელი (საბჭოთა) პასპორტების გაუქმებამ, გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. როგორც DFWatch -ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ ამის გამო ენგურის ხიდზე ქალი გარდაიცვალა. […]

ენგურის ხიდზე მიკროავტობუსებს აფხაზურ საგუშაგოსთან მიახლოება აუკრძალეს

By | August 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდზე მოძრავ მიკროავტობუსებს, აფხაზურ საგუშაგომდე მისვლა აეკრძალათ. კერძოდ, თუ აქამდე მიკროავტობუსებს ხალხი „საზღვრამდე“ მიჰყავდა, ახლა მათ მხოლოდ ხიდის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა. […]

„ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ – ავსტრიელმა ქართველებმა ვენაში აფხაზეთიდან ბავშვები მიიწვიეს

By | August 27th, 2018|Categories: ამბები|

აფხაზეთში, ძირითადად გალში, მცხოვრები ბავშვები ვენაში, პროექტში „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“ იღებდნენ მონაწილეობას. […]

ბიბილოვი მერკელს ცხინვალში ეპატიჟება, ოღონდ „კარის გავლით“

By | August 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დე ფაქტო რესპუბლიკის მონახულება “კარის გავლით” შესთავაზა და არა “ბაღების”. […]

აფხაზებმა პირველი მულტსერიალი გამოუშვეს

By | August 24th, 2018|Categories: ამბები|

მულტფილმი სათაურით „ლეონი და ნაალი“ (Леон и Наалеи) ხუთი სერიისგან შედგება და აფხაზური ეტიკეტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. […]

აფხაზ ვიცე-პრეზიდენტს თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც გადადგა, რათა „აფხაზურად იმოქმედოს”

By | August 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს, ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს და ამ ინციდენტის გამო ის თანამდებობიდან გადადგა და აპირებს, რომ „ღისება აფხაზურად დაიცვას”.​ […]

სოხუმი ახლა აღიარებას ჩრდილოეთ კორეიდან ელოდება

By | August 22nd, 2018|Categories: ამბები|

სოხუმის რეჟიმის დელეგაცია ფხენიანში (aiaaira.com) ოკუპირებული აფხაზეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს იწყებს. რამდენიმე დღის წინ ფხენიანში დელეგაციაც იყო ჩასული. „ისტორულ ვიზიტზე“ სასაუბროდ სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამილა მირცხულავამ პრესკონფერენცია გამართა […]

ენგურის ხიდზე რუსმა მესაზღვრებმა მიცვალებული 6 საათი გააჩერეს

By | August 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

პარასკევს, 17 აგვისტოს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რუს მესაზღვრეებს, მიცვალებული 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა DFWatch-ს უთხრეს, დაკავების მიზეზად საბუთის არქონა დასახელდა, […]

ახალგორში „უხარისხო ქართული პროდუქციის“ ამოსაღებად რეიდი მოეწყო

By | August 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში დიდი რეიდი მოეწყო და „არალეგალურად“ შეტანილი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს. საუბარია იმ პროდუქციაზე, ასევე საქონელზე, რომელსაც ქართული აქციზური მარკები აქვს […]

შამბა: „დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ“

By | August 16th, 2018|Categories: ამბები|

„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში… დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ,“ – ცნობილი სოხუმელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. […]

აფხაზებმა საბჭოთა პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადეს

By | August 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ე.წ. საბჭოთა წითელი პასპორტები, რომლითაც გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდა, სოხუმის რეჟიმმა ძალადაკარგულად გამოაცხადა, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]

თბილისი რუსული არმიის წვრთნებს მუქარად აფასებს

By | August 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას წარმოადგენს“, – […]

ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აღდგება, მოსწონს თუ არა ეს საქართველოს

By | August 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

„მატარებლები აუცილებლად ივლიან. მოსწონს ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზამ ფუნქციონირება უნდა აღადგინოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. […]

კოდასთან რუსებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს

By | August 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოფელ კოდასთან, საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობას და იქ მყოფ აქტივისტებს უთვალთვალებენ.  […]

რუსული სამხედრო დასახლებები აფხაზეთში

By | August 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„კარი შეღებული დამხვდა და დავინახე პატარა ქალაქი სოფელში, პირველში ცხოვრობენ, მეორეში კი ცოცხლობენ“, – ასე ეხმაურება გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 19 წლის მკვიდრი მ.ა. რუსული სამხედრო ბაზების არსებობას მის სოფელში. […]

ძლიერმა წვიმამ გალიც დააზარალა, დაიტბორა 35-მდე სახლი

By | August 10th, 2018|Categories: ამბები|

სამსაათიანმა შეუჩერებელმა წვიმამ გალის ცენტრალური ქუჩები და სახლები დატბორა, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მოსახლეობას. […]

ხანძარი ცხინვალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში

By | August 8th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სულ დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულიიყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. […]

აგვისტოს ომის დღეებში ორივე ოკუპირებულ რეგიონში დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო

By | August 8th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად […]

„კლინტონმა ერთი ქვეყნის პრეზიდენტს დაურეკა, გალანძღა“ – როგორ ბლოკავდნენ ამერიკა და საფრანგეთი აფხაზეთის აღიარებას

By | August 7th, 2018|Categories: ამბები|

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში პირდაპირ ერეოდა და მუქარით ბლოკავდა, […]

ბიბილოვი: არ გავჩერდები, სანამ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში არ შევა

By | August 7th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ანატოლი ბიბილოვი „ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს,” – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.  […]

აფხაზეთიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული აბიტურიენტების სტატისტიკა

By | August 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

  naec.ge 2005 წლიდან დღემდე, აფხაზეთში სკოლა 4 237 მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 458 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. […]

დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციის სინონიმი არ არის

By | July 31st, 2018|Categories: მოსაზრება|Tags: , , , |

მიხეილ კაზაჩკინი არის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი, შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით საქართველოს პარლამენტი ამჟამად იმედისმომცემ დებატებშია ჩართული, რასაც შესაძლოა ნარკოტიკების გამოყენების და ფლობის დეკრიმინალიზაცია და ქვედა დონის ნარკოდილერებისთვის ალტერნატივების გამოძებნა მოჰყვეს.    […]

აფხაზეთში ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის სიკვდილით დასჯა შემოაქვთ

By | July 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ნარკოტიკების დიდი პარტიის განადგურება დე ფაქტო შს სამინისტროს მიერ. 2017 წლის 5 ივლისი. (apsnylife.ru) სოხუმის რეჟიმი ნარკოტიკების გამსაღებლებისა და მომხარებლებისთვის კანონს ამკაცრებს.  დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ […]

აფხაზეთში თვითმკვლელობის ბუმია, ბოლო 6 თვეში 28 ადამიანმა მოისწრაფა სიცოცხლე

By | July 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

აფხაზეთში დიდი შეშფოთებაა მოხშირებული სუიციდის შემთხვევების გამო. დე ფაქტო გენპროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სუიციდის 836 მცდელობა იყო […]

ცხინვალის რეჟიმის „პრეზიდენტი“ სირიაში ჩავიდა და ასადს „ტერორიზმთან ბრძოლაში“ დახმარებას დაპირდა

By | July 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(Facebook.) ცხინვალის რეჟიმის ე.წ. ოფიციალური დელეგაცია დამასკოს სტუმრობს და 23 ივლისს ამ ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და სირიის რეჟიმის მეთაური ბაშარ ასადი ერთმანეთს შეხვდნენ. […]

სოხუმის რეჟიმი გალელებზე გააფხაზების კუთხით წნეხს აძლიერებს

By | July 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

„მირზაყანის აფხაზთა“ ყრილობა. გალი, 2018 წლის 19 ივლისი. აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია „მირზაყანის (იგივე სამურზაყანოს) აფხაზთა საბჭო“ გალის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს, კარგად გაარკვიონ საკუთარი წარმომავლობა და დაიბრუნონ “ძირძველი, პირველადი აფხაზური გვარები და აფხაზური ეროვნება”. […]

აფხაზეთში “ვიზების” გაცემა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე განახლდა

By | July 18th, 2018|Categories: ამბები|

(Newscaucasus.com) აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა, რაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო, დაახლოებით, ორი თვეა შეწყვეტილი იყო, ოთხშაბათს განახლდა. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს. […]

“სამართალი აღდგა” – საქართველოს მუსლიმები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან

By | July 17th, 2018|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , |

  საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს […]

ვინ მოხვდა აფხაზების 26-კაციან „შავ სიაში”

By | July 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „ხიშბა-სიგუას სია“ სია შეადგინეს, რომელშიც 26 ადამიანია შეყვანილი, მათ შორს არიან მებრძოლები, რომლებიც „ტერორისტებად“ არიან მოხსენიებულები და ყოფილი მაღალჩინოსნები. […]

გალში ყაჩაღობების რიცხვმა საგრძნობლად იკლო – რას იხსენებენ ადგილობრივები

By | July 12th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის ცენტრი. DFWatch-ს გალის ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე ყაჩაღობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაესაუბრა. როგორც ისინი ჩვენთან აცხადებენ, ამ მხრივ იქ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, […]

“სოხუმში არ სურთ, ქართველებსაც იგივე უფლებები ჰქონდეთ, რითაც თავად აქვთ”- გალელებს მორიგ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნიან

By | July 9th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(Newscaucasus.com) ე.წ. აფხაზური პასპორტები, რომლითან გალის ქართველი მოსახლეობა სარგებლობს, მიმდინარე წლის ბოლოდან უქმდება. როგორც DFWatch-სთან საუბარში გალის ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აფხაზები ანალოგიური დიზაინის პასპორტებს გასცემენ […]

ცხინვალის რეჟიმი “საზღვრის” გადაკვეთაზე უფრო მეტ ოსს აკავებს, ვიდრე ქართველს

By | July 8th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(DFWatch.) 2018 წლის ექვს თვეში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 57 მოქალაქე დააკავეს. ყველაზე მეტი შემთხვევა – 22 – ივნისში მოხდა. […]

“ეთნიკური აზერბაიჯანელები ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ”

By | July 6th, 2018|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , , |

  „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ყოველთვის ხმას აძლევენ სახელისუფლებო პარტიას, რაც კარგი არ არის. ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. პასიურები არიან თავიანთი უფლებების დაცვის დროსაც,“ […]

ბიბილოვი აცხადებს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რუსებთან ერთად „შესაბამის ზომებს მიიღებენ“

By | July 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ანატოლი ბიბილოვი. ცხინვალის რეჟიმის მეთაური აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება სამხრეთ ოსეთს აშფოთებს და თუ ალიანსი მის საზღვრებთან გამოჩნდება, […]

სოხუმის რეჟიმი აცხადებს, რომ კანჯი-ოღლის დანაშაული ვერ აღმოაჩინეს

By | June 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნელებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღების გამო გალის შეხვედრა დემონსტრაციულად ჩაშალეს და განაცხადეს, რომ სანამ თბილისი ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავს […]

ცხინვალის რეჟიმი თბილისის საპასუხოდ საკუთარ „შავ სიას“ ადგენს

By | June 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(DFWatch.) „ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ ცხინვალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა პეტრე გასიევმა განცხადა, თბილისის გადაწყვეტილების საპასუხოდ ოსური მხარე სასანქციო სიას უკვე ამზადებს. […]

ოთხოზორია-ტატუნაშვილის  33-კაციანი სიის ზოგიერთ ფიგურანტს გენოციდის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული

By | June 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(RFE/RL.) „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. „შავ სიაში“ 33 ადამიანია შეყვანილი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1991 წლიდან დღემდე ადამიანების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, […]

საქართველოს ეკლესიაში იმედი აქვთ, რომ რუსეთის პატრიარქი ცხინვალში არ ჩავა

By | June 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

26 აგვისტოს ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლის აღსანიშნავად რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პატრიარქს ელოდებიან. […]

ცხინვალის რეჟიმი თბილისისგან 11-ე საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს

By | June 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოქონის ხატი ამჟამად თბილისიs ეროვნულ მუზეუმში ინახება. (cominf.org) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში 19-20 ივნისს გამართულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ დააყენეს უნიკალური ოქონის ხატის დაბრუნების საკითხი. ხატი ამჟამად თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება.  […]

ცხინვალის რეჟიმი ქარელთან ე.წ. საზღვრის გადმოწევას გეგმავს

By | June 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან უკვე გავლებული მავთულხლართებისა და ბანერების გადმოწევას კვლავ აპირებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში იქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც “საზღვრის” დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს […]

რა პრობლემა შეუქმნა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა გალელებს

By | June 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა შეწყდა. როგორც DFWatch-თან საუბარისას ადგილობრივები აღნიშნავენ, საბუთების გაცემა დაახლოებით ორი კვირის წინ შეჩერდა […]

ტატუნაშვილის წამება-მკვლელობაზე ახალგორის კაგებეს უფროსს და „პროკურორს“ ბრალი წაუყენეს

By | June 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

პროკურატურამ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და კიდევ მისი ორი მეგობრის, ლევან ქიტოშვილისა და იოსებ პავლიაშვილის უკანონოდ დაკავებისა და შემდეგ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს […]

გალსა და გაგრაში წინა აზიიდან აფხაზი რეპატრიანტების ჩასახლებას აპბრებენ

By | June 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , , , |

რაულ ხაჯიმბა და ბესლან დბარი. (presidentofabkhazia.org) ოკუპირებულ გალისა და გაგრის რაიონებში იორდანიიდან, სირიიდან და თურქეთიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, რადგან „საზღვრისპირა“ ტერიტორიებზე არა „სხვა ეროვნების წარმომადგენლები“, არამედ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ. […]

სოხუმში მშენებარე სასტუმრო დაიწვა

By | June 11th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმში ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. „კელასურის რაიონში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაუჩნდა მრავალსართულიან დაუმთავრებელ სასტუმროს. […]

ვინ არის ასლან ჯიოევი, რომელიც “წითელმა ჯვარმა” სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანა

By | June 10th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

თბილისში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ინფორმაციას, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე დაზიანებით მკურნალობს. […]

საქალაქო სასამართლოში DFWatch-ის წინააღმდეგ იგორ გიორგაძის სარჩელის განხილვა დაიწყო

By | June 7th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

DFWatch -ის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში არ აპირებს მორიგებაზე წავიდეს უშიშროების ყოფილი მინისტრ იგორ გიორგაძესთან, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული და რუსეთში აფარებს თავს. […]

„ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო წამების გარეშე“ – 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა ტატუნაშვილის სხეულზე

By | June 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(RFE/RL.) თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, […]

დაპირისპირება ლონდონში ქართველებსა და აფხაზებს შორის

By | June 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

  (Facebook.) ლონდონში, სტადიონთან, სადაც CONIFA 2018-ის ფარგლებში ტიბეტისა და აფხაზეთის საფეხბურთო შეხვედრა იმართებოდა, იქ  მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს […]

უმიწოდ დარჩენილი ეთნიკური აზერბაიჯანელები – “გავყიდი ფარას და სამუშაოდ თურქეთში წავალ”

By | May 31st, 2018|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , |

საგარეჯოს მინიციპალიტეტის სოფლებში  – დუზაგრამაში, ქეშალოში, ლამბალოში, თულარში, პალდოსა და კაზლარში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, საქართველოში ჩატარებული მიწის რეფორმის შემდეგ მიწის გარეშე დარჩა. […]

რა ღირს აფხაზური “ვიზა” გალელებისათვის

By | May 30th, 2018|Categories: ამბები|

აფხაზური “შტამპი” პასპორტში. (DFWatch) გალში ე.წ. ვიზის ასაღებად, მოსახლეობას თითქმის ორმაგი თანხის გადახდა უწევს. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, ზაფხულში “ვიზებზე” მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს, […]

სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, თბილისი დამასკოსთან დიპურთიერთობებს წყვეტს

By | May 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სირიის მთავრობამ “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის, დე ფაქტო აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებული. […]

აფხაზეთის ბიუჯეტიდან მილიარდი დაიკარგა

By | May 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდი რუბლია გამქრალი (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი) […]

გალელები ახალი გადასვლელის გახსნას ელოდებიან… ჯერჯერობით უშედეგოდ

By | May 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გალის რაიონის მოსახლეობა, დამატებითი გადასასვლელების გახსნას თითქმის წელიწადნახევარია უშედეგოდ ელოდება. ამ საკითხმა აქტუალურობა შემდეგ შეიძინა, რაც ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეფერხდა […]

დევნილი ჟურნალისტი: აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყო

By | May 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ხაიალ აზიზოვი (Facebook.) აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი, ხაიალ აზიზოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასზე თვალთვალს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოშიც განაგრძობს. 33 წლის ხაიალ აზიზოვი საქართველოში 2017 წლის 19 ივნისს ჩაამოვიდა. […]

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარიელი მონიტორების დაშვებას რუსეთმაც მწვანე შუქი აუნთო

By | May 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

7-წლიანი დაგვიანებით რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რაც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს.  […]

ქართველ სასულიერო პირებს იმ ტაძრებთანაც არ უშვებენ, სადაც მანამდე პრობლემა არ ექმნებოდათ

By | May 7th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(IPN.ge) ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, რომელიც ბოლო 4 წელია, გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ აძვის წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად გიორგობის დღესასწაულზე წირვას ატარებდა, წელს ოსმა სეპარატისტებმა სოფელში არ შეუშვეს. […]

ენგურის ცენტრალურ გადასასვლელზე მიმოსვლა შეფერხებულია

By | May 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ცენტრალურ გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს, რაც უზარმაზარ რიგებს ქმნის.„საათობით გვიწევს რიგში დგომა. ორი კვირაა ასეა, მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს. თუ საქმე გადაუდებელი არ არის, არც ღირს რიგში დგომა […]

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხინვალის „პოლიციას“ ჩაბარდა

By | May 4th, 2018|Categories: ამბები|

მარეკ დუდაევი სასამართლო დარბაზში. 2004 წ. (Imedinews.) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ არცევში 16 იანვარს მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი “ოსურ პოლიციას“ ჩაბარდა. […]

ცხინვალის რეჟიმი ახალგორელებს “სანდოებად” და “არასანდოებად” ახარისხებს

By | May 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(presidentruo.org) ოსურ მედიაში გამოქვეყნდა ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება, სადაც საუბარია იმაზე, რომ სპეცსამსახურებმა ახალგორის მოსახლეობა, „რესპუბლიკის“ მიმართ სანდოობის მიხედვით ხუთ ჯგუფად დაჰყვეს. […]

ახალგორში ახალ ემბარგოს აწესებენ – ადგილობრივებს გამოსაზამთრებლად საქონლის გადმორეკვა ეკრძალებათ

By | April 28th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ცხინვალის რეჟიმი ახალგორელი ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვებს აწესებს და ადამიანების შემდეგ უკვე შინაურ ცხოველებისთვის, ცხვრებისა და ძროხებისთვის კეტავს ე.წ. საზღვარს. […]

ორად გახლეჩილი ოჯახები – “ოჯახთან ერთად ყოფნის უფლებას აღარ მაძლევენ”

By | April 28th, 2018|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

ლათიფ კოფჩიევი, რომლიც ელოდება თავის შვილს და ოჯახს. “იმის გამო, რომ მუსლიმი ვარ, საქართველოს ხელისუფლება ჩემს მეუღლეს და შვილს ქვეყანაში არ უშვებს, მე კი ქვეყნის დატოვების უფლებას არ მაძლევს. ფაქტობრივად, მძევლად მაქციეს,” – ამბობს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ლატიფი კოფჩიევი […]

აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ქართველი მებრძოლის ნეშტი დაკრძალეს

By | April 27th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დაკრძალეს, რომლებიც 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიღუპნენ და ამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. […]

ახალგაზრდა მწერალი აფხაზეთში მოგზაურობაზე ფოტოილუსტრირებულ წიგნს ამზადებს

By | April 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(Facebook.) მწერალი ვაჩე რაინდელი თანამედროვე აფხაზეთის ცხოვრებაზე ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემას გეგმავს. როგორც მან DFWatch-ს უთხრა, აფხაზეთში ორჯერ იმოგზაურა და თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი გადაიღო. […]

ცხინვალის განდგომილი ეკლესიის მეთაურს “ოსური პასპორტი“ ჩამოართვეს

By | April 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ალანიის ეპარქიის მეთაური, ეპისკოპოსი ამბროსი (osinform.org) ცხინვალში მოქმედი არაკანონიკური ე.წ. ალანიის ეპარქიის მმართველს ეპისკოპოს ამბროსის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი“ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა.  […]

აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ჩამოვიდნენ, რამაც სოხუმში დიდი სკანდალი გამოიწვია

By | April 18th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(Mkurnali.ge) აფხაზი მედიკოსების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ტრენინგზე იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს სწავლობდნენ და ამ ფაქტის გახმაურებამ სოხუმში დიდი სკანდალი და აღშფოთებული განცხადებები გამოიწვია. […]

გალში შიშობენ, რომ სოხუმის რეჟიმი კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვას გეგმავს

By | April 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ყოფილი სკოლა თაგილონში, რომელიც გასულ წელს დახურეს (DFWatch.) “ოპტიმიზაციის” ფარგლებში სოხუმის რეჟიმი გალში კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვაზე ალაპარაკდა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, […]

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გალში ფაროსანასთან ბრძოლა გააქტიურდა

By | April 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

(Newscaucasus.com) დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება. […]

ახალი შეთავაზება სოხუმს და ცხინვალს – თბილისი მათ გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის გამარტივებას სთავაზობს

By | April 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“ სთავაზობს, რომელიც ძირითადად აფხაზებისა და ოსებისათვის ბიზნეს პროექტების წახალისებასა და გამყოფ ხაზებთან ვაჭრობას ეხება. […]

რუსეთმა სოხუმს ემბარგო დაუწესა, საპასუხოდ სოხუმი  ქართველებს სჯის

By | April 1st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

“ვიცე-პრემიერი” ასლან კობახია აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები ბლოკადის ტოლფასია. (aiaaira.com.) 2 აპრილიდან  აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. ამის გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა აკრძალა, პირადი მოხმარებისთვისაც კი. […]

რუხის სავაჭრო ცენტრი “საკმაოდ პრაქტიკულია”, ამბობენ გალელები

By | March 31st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ავტონაწილების მაღაზია რუხში, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. (DFWatch.) რუხის სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს, აცხადებს DFWatch-თან საუბრისას მისი დირექტორი დავით მაჭავარიანი. “რა თქმა უნდა, იდეამ გაამართლა. ადამიანებს უფრო მეტად აქვთ საშუალება, საცხოვრებელიდან ახლოს მიიღონ ეს მომსახურება. […]

ახალგორელი აქტივისტი: ქართული პასპორტით ძალიან ბევრი ოსიც სარგებლობს

By | March 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

(Facebook.) ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ცხინვალის რეჟიმმა რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ. ოსური მოქალაქეობის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას ედავება. […]

რუსული მედია აფხაზეთის „მინისტრებს“ და არასამთავრობოებს „ბრიტანეთის აგენტობაში“ ადანაშაულებს

By | March 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ჯორჯ ჰიუიტი. (abkhazworld.com) ოკუპირებულ სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აგორებული სკანდალის გამო, სადაც საუბარია, თითქოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.    […]

ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით უკვე 10 ათასზე მეტმა აფხაზმა და ოსმა ისარგებლა

By | March 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. […]

ახალგორელებს შეიძლება “ოსეთის მოქალაქეობა” ჩამოართვან

By | March 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ცხინვალის რეჟიმის სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის” მინიჭებასთან ერთად, „სხვა ქვეყნის” მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხები უნდა განიხილოს და ეს უპირველესად სწორედ ახალგორში მცხოვრებ ქართველებს შეეხებათ, […]

პუტინს ყველაზე მეტი მხარდამჭერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰყავს

By | March 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უბანზე (“ეხო კავკაზა”). რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 90%-ზე მეტი მიიღო, აფხაზეთში – 94%, ცხინვალის რეგიონში – 93%. ამ პროცესში ირონიულია ის, რომ „დამოუკიდებელი აფხაზეთისა“ და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტებმა“ მისცეს ხმა და აირჩიეს სხვა ქვეყნის – რუსეთის პრეზიდენტი. […]

ვაკე – სოფელი უწყლოდ და უგაზოდ

By | March 16th, 2018|Categories: ამბები|Tags: , |

გზა წვიმის დროს გაუვალი ხდება. “ჩვენს სოფელში სასმელი წყლის მხოლოდ ერთი ხაზია გამოყვანილი, ისიც დაბინძურებული არხიდან მოდის. არხი სავსეა-ხოლმე მკვდარი ძაღლებითა და კატებით. სხვა გზა არა გვაქვს, იძულებულები ვართ ეს წყალი დავლიოთ. არის შემთხვევები, როცა ეს დაბინძურებული წყალიც სანატრელი გვაქვს,” […]

თბილისი: ცნობები თითქოს საქართველომ ცხინვალის რეჟიმს ემბარგო დაუწესა, დეზინფორმაციაა

By | March 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

„ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ქართული მხარე ზღუდავს ვაჭრობას და ვაჭრობაში ჩართულ პირთა გადაადგილებას ახალგორის მიმართუ […]

საქართველომ ცხინვალის რეჟიმს არაოფიციალური ემბარგო დაუწესა?!

By | March 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

(cominf.org) უკვე სამი კვირაა, რაც ოკუპირებულ ახალგორში თბილისიდან და გორიდან გასაყიდი ტვირთების შეტანა არ ხდება, რის გამოც ცხინვალის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და ფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ახალგორში ამბობენ, რომ ეს სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა.   […]

სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკა კადრების არარსებობის გამო ვერ გახსნეს

By | March 13th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის სანაპირო. (DFWatch.) სოხუმში, კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ DFWatch-ს ქართველმა კარდიოლოგმა განუცხადა, რომელიც თანახმა იყო სოხუმში სამუშაოდ გადასულიყო. […]

ცხინვალში გაიმართა  მიტინგი მოთხოვნით, რომ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისს არ გადაეცეს

By | March 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

(sputnik-ossetia.ru) ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, სადაც 400-მდე ადამიანი შეიკრიბა, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცეს ოჯახს, ვიდრე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  და დაღუპულ ოსებს არ მოძებნიან […]

გალელებისთვის ხარისხიანი მკურნალობის ერთადერთი საშუალება ენგურსგადმოღმა გადმოსვლაა

By | March 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

  გალის საავადმყოფო. 2010 წლიდან საქართველოს მთავრობა აფხაზური პასპორტის მქონე ნებისმიერ პირს სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ უწევს. აღნიშნულით ძირითადად აფხაზები სარგებლობენ და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. […]

ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს, სპეცრაზმი ქუჩაში მამაკაცებს ჩხრეკს

By | March 4th, 2018|Categories: ამბები|

ცხინვალის ომონი. 2016 წ. (ოსინფორმი). ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. დაბაში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ცხინვალის ომონი. […]

ცხინვალის რეჟიმმა “გენოციდის” ბრალდებით სააკაშვილზე, მერაბიშვილზე და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა

By | March 3rd, 2018|Categories: ამბები|

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა საქართველოს 45 მოქალაქეებზე ძებნას აცხადებს. ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა პრესკონფერენცია გამართა და იმ საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა. […]

სოხუმის რეჟიმი გალელებს პენსიის ჩამორთმევით აშანტაჟებს

By | February 25th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმი გალში მცხოვრებ პენსიონერებს ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ არაღების შემთხვევაში პენსიის ჩამორთმევით ემუქრება. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ დოკუმენტის შემოღება მხოლოდ „ფულის კეთებას“ ემსახურებოდა. […]

ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის ვეტერანი ცემის შედეგად გარდაიცვალა

By | February 23rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილს სცემეს, როს გამოც ის გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.  […]

ენგურზე „ტაჩკებს“ კონკურენტი გამოუჩნდა

By | February 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

  ცხენშებმულ ოთხთვალებს, რომლებიც წლების განმავლობაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, ნელ-ნელა მიკროავტობუსები ანაცვლებს, რაც „ტაჩკების“ მეპატრონეების დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. […]

უმუშევრობა – ეთნიკური აზერბაიჯანელების მთავარი პრობლემა

By | February 21st, 2018|Categories: ამბები|Tags: |

ისმიხან საფაროვი. „ერთი პერიოდი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი. ორი წლის წინ სხვა 12 ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამშრომელთან ერთად  სამსახურიდან გამათავისუფლეს. მას შემდეგ უმუშევარი ვარ,“ – ამბობს ფონიჭალაში მცხოვრები ისმიხან საფაროვი. […]

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა 30 წელში თითქმის განახევრდა

By | February 19th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

2017 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაიბადა 513 ბავშვი, გარდაიცვალა – 507 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო წლებში შობადობა განუხრელად მცირდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაბადებულთა რაოდენობა 20%-ითაა შემცირებული […]

“აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

By | February 15th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ვალერი ჭკადუა (http://apsnyteka.org/). ცნობილი კომპოზიტორი და “აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთ სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა. […]

სოხუმში შობადობის შემცირებაზე შფოთავენ, თუმცა „ოფიციალური“ სტატისტიკით აფხაზების რაოდენობა მაინც იზრდება

By | February 14th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხად ბოლო წლებია დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის შემცირება სახელდება და მუდმივად ამას განიხილავს ყველა – დე ფაქტო ხელისუფლება, აფხაზი ექიმები და ადგილობრივი მედია.  გასულ წელს სოხუმის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმაც განაცხადა, რომ შობადობა 25%-ითაა შემცირებული და ზომებია მისაღები. […]

„ლანცეტის” დირექტორი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის დაკვეთით გაასამართლეს

By | February 10th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

ფარმან ჯეირანლი. 2014 წ. (Facebook). კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორი უკანონო ოპერაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. […]

ხაჯიმბა ფეისბუქის რეგულაციაზე ფიქრობს –  „შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არავის გააღიზიანებს“

By | February 7th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მას ბევრი მიმართავს სოციალური ქსელების აკრძალვის თხოვნით, მოსახლეობაც და დეპუტატების ნაწილიც, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა და “შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება”. […]

სოხუმთან ახლოს, სომხური სკოლის ეზოში მემორიალზე ქართული წარწერაა შემორჩენილი

By | February 2nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოფელ მერხეულში, რომელიც სოხუმიდან 22 კილომეტრში მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალზე ქართული წარწერა დღემდეა შემორჩენილი. “გმირნო მამულის მადიდნო უკვდავებაა სახელი თქვენი” – წერია აფხაზურად და ქართულად მემორიალის ერთ-ერთ ქვაზე […]

„1+4” – ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტთა ნაწილს სწავლის გაგრძელება უჭირს

By | January 31st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

საიდ ჰუსეინოვი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. პროგრამის დასრულების შემდეგ მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე უნდა გააგრძელოს. […]

ქართული მედია და ეთნიკური აზერბაიჯანელები – „საქართველოში მიმდინარე ამბებზე კარგად ის ვიცი, აზერბაიჯანში რა ხდება”

By | January 31st, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს და მიიჩნევს, რომ მათი პრობლემები ქართულ მედიაში არასაკმარისად შუქდება. […]

მუშები ჩრდილოეთ კორეიდან… სოხუმში

By | January 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

მშენებლობა სოხუმში (“რადიო თავისუფლება”) აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების სიაში მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში. როგორც ირკვევა „შავ სიაში“ აღმოჩენილი დიპლომატი სოხუმში ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული და ჩრდილოეთ კორეიდან აფხაზეთში მუშების ჩაყვანას და მშენებლობაზე დასაქმებას კურირებს, […]

როგორი ხელფასი აქვთ გალელ მასწავლებლებს

By | January 30th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოფელ სიდას სკოლა. როგორც DFWatch-ს რამდენიმე ადგილობრივმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლის პედაგოგების ანაზღაურება „შედარებით ნორმალურია“, განსაკუთრებით ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით. […]

სელექციური აბორტები: „მეუღლემ გამაფრთხილა, თუ ბიჭი არ იქნებოდა, მიმატოვებდა”

By | January 29th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ბავშვის სქესის წინასწარ დადგენაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია. მარნეულში მცხოვრებ 31 წლის საქინა ალიევას 5 წლის ბიჭი ჰყავს. ვაჟის გაჩენამდე მან აბორტით ორი გოგონა მოიშორა. საქინა ამბობს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეუღლის ზეწოლით მიიღო:   […]

ეთნიკური აზერბაიჯანელები და ახლონათესაური ქორწინება

By | January 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ჩემი უფროსი ქალიშვილი თალასემიითაა დაავადებული. როცა დიაგნოზი დაუსვეს, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა და ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვი ახლონათესაური ქორწინების შედეგად იბადება. მე ჩემს ბიძაშვილზე ვარ გათხოვილი. […]

ცხინვალის ჯარის რუსეთის არმიაში გაერთიანებას თბილისი მოსკოვის მორიგ პროვოკაციად აფასებს

By | January 26th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში. (osinform.ru) ცხინვალის რეჟიმის ე.წ. არმია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდა და ამ შეთანხმებას ხელი რუსეთის სათათბირომ 24 იანვარს უკვე მოაწერა. საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის არის მორიგი პროვოკაცია […]

გალელებს “აფხაზური პასპორტის” ასაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურ ცნობას თხოვენ

By | January 24th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

სოხუმის რეჟიმი აფხაზური პასპორტის გაცემისთვის გალელებისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის დასტურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გაცემულ ოფიციალურ საბუთს მოითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს. […]

ომის შემდეგ პირველად გალში ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი იმართება  

By | January 22nd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

გიორგი თოდუა (მარცხნივ) და ალექსანდრე ტიხომიროვი გალის კულტურის სახლის შესასვლელთან. 24 იანვარს, გალის კულტურის სახლში სანქტ-პეტერბურგის მარინის ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა აკადემიის ქართველი სოლისტი  (ბარიტონი) გიორგი თოდუა კონცერტს გამართავს.  […]

“სასწრაფო გამოძახებიდან 3 საათის შემდეგ მოვიდა” – რატომ იგვიანებს სასწრაფო მარნეულში

By | January 20th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , |

“სასწრაფო დახმარება დროულად რომ მოსულიყო, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, – ამბობს ფაიგა ალიევა. მისი შვილი, სეიმური ავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში 2 თვის წინ მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მყისიერად გამოიძახეს. ფაიგა ალიევას თქმით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა. […]

ცხინვალში ეჭვობენ, რომ მარეკ დუდაევის მკვლელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

By | January 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: |

მარეკ დუდაევი სასამართლო დარბაზში. 2004 წ. (Imedinews.) მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია, როგორც ცხინვალში აცხადებენ, ის მისი თანასოფლელი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია, […]

ცხინვალის ლიდერის ვოიაჟმა ბოსნიელი სერბები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

By | January 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

ანატოლი ბიბილოვი და სერბეთის პატრიარქი ირინეოსი. მოგვიანებით პატრიარქმა განაცხადა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტს როგორც კერძო პირს ისე შეხვდა და მისი ვინაობა არ იცოდა. (ბიბილოვის ადმინისტრაციის ფოტო) ცხინვალი რეჟიმის ხელმძღვანელი ბოსნა-ჰერცოგოვინას სერბთა ავტონომიაში 8-13 იანვარს იმყოფებოდა, შეხვდა მის მეთაურს მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს. […]

არცევში ცნობილი “კრიმინალური ავტორიტეტი” მარეკ დუდაევი მოკლეს

By | January 17th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , |

მარეკ დუდაევი სასამართლო დარბაზში. 2005 წ. (Imedinews.ge) ცხინვალის მახობლად, სოფელ არცევში მოკლეს მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობების გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს.  […]

სოხუმში აქციაზე გალის დე ფაქტო გამგებელს დაესხნენ თავს (ვიდეო)

By | January 6th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმში მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია გალის დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას დაუპირისპირდა. კადრებში ისმის ხმა, თუ როგორ მოუწოდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი სხვებს – „ნადარაია უნდა იცემოს“. […]

უკრაინელებმა დააკავეს გემი, რომელსაც აფხაზური კონტრაბანდა გადაჰქონდა

By | January 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

ახალი წლის ღამეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს გემი, რომელსაც ბულგარეთში კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. […]

სოხუმის რეჟიმი ლუკავას სანაცვლოდ რუსი დიპლომატის მკვლელის გადაცემას მოითხოვს

By | January 5th, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , , , |

იუსუპ ლაკაევი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თბილისს ორი კვირის წინ 20-წლით პატიმრობა მისჯილი ყოფილი სამხედრო გიორგი ლუკავა გადმოსცა, მოითხოვს, რომ სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს ტერიტორიაზე მიმალული დამნაშავეები გადაეცეს, მათ შორის 5 წლის წინ სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული იუსუპ ლაკაევი, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.   […]

ქართველი მებრძოლის გათავისუფლებამ აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია

By | January 3rd, 2018|Categories: ამბები|Tags: , , , |

გიორგი ლუკავა (1tv.ge). აფხაზური საზოგადოება აღშფოთებას არ მალავს თბილისისთვის ქართველი მებრძოლის გიორგი ლუკავას გადმოცემის გამო, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ ჩადენის მუხლით. […]