
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებებისა და არეულობის პროვოცირებას გეგმავს. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.
როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების … Read more

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებებისა და არეულობის პროვოცირებას გეგმავს. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 23-ე მეტროსადგურის – „უნივერსიტეტის“ – მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება. ახალ სადგურს სულ 4 ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.
აპარატი, რომლითაც წუთში 8-9 ხინკლის მოხვევაა შესაძლებელი, თბილისელმა, წარმოშობით მოხევე მამა-შვილმა ომარ და ლადო მარსაგიშვილებმა გამოიგონეს. ლადო მარსაგიშვილი DFWatch-თან ამბობს, რომ ამ აპარატის შექმნას დიდი დრო დაჭირდა, რამდენიმე წელი. პატარა, პორტატულ აპარატზე მუშაობა, დაახლოებით, 5-6 წლის წინ დაასრულეს და იმავე პერიოდში, ეს აპარატი ქართულ გამოგონებებს შორის გამარჯვებულიც გახდა.
აუდიტის სამსახურმა ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა და წინასაარჩევნოდ სხვა გადაცდომებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის საუბარია რიმა ბერაძის, ლევან ვარშალომიძის და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე .

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო და გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა. თუ ზოგიერთ სკოლაში რუსულად სწავლება აქამდე მე-4 კლასის ჩათვლით ხდებოდა, ახლა ეს წესი მე-5 კლასზეც ვრცელდება. ასევე კონტროლდება ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართულად სკოლის კლუბებსა და ეზოშიც კი არ ისაუბრონ, არც ქართული სიმღერა და ცეკვაა საჯაროდ ნებადართული. გალში ქართველებისთვის საუბარი მხოლოდ მეგრულად და რუსულადაა დაშვებული.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც დეპუტატებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისაგან.
18 ადამიანი დაშავდა ისანში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ე.წ. ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად. შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა. შეჯახებისას ავტობუსს, დაახლოებით, 20 მგზავრი გადაჰყავდა. როგორც DFWatch-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არ იმყოფებოდნენ. 18-ვე მათგანი, 11 კაცი და 7 ქალი, არმიანცის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს.
კახეთში „რთველი 2016“ უკვე დაიწყო. ამ დროისათვის მხოლოდ, დედოფლისწყაროსა და წნორში 1 850 ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 750 ტონა რქაწითელი და 1110 ტონა საფერავი.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ 90-ზე ნაკლები ადამიანი შევიდეს.