კვირა, დეკემბერი 7, 2025

„რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ – ისევ ბიძინას ფავორიტები

bidzina_ivanishviliყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიციიდან პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ მისი ფავორიტები არიან – რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“. ამის შესახებ ექსპრემიერმა ორშაბათს, ქუთაისში, GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ისაუბრა.

Read more

კვლევა: რა ხარვეზებია კანონმდებლობაში მტკიცებულებების მოპოვების პროცესში

osgf
(OSGF)

მტკიცებულებების მოპოვების პროცესსა და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს ორშაბათს,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

Read more

როგორია და როდიდან მიიღებს სტუდენტებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

14305455_330828373928860_6669012655698002719_o
(government.gov.ge)

ქუთაისში მშენებარე 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ცენტრის პრეზენტაცია მუხრანის ტყეში ორშაბათს გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს იქნება უდიდესი, ყველაზე თანამედროვე და უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი  მთელს რეგიონში.

Read more

უსუფაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, როცა პარტიები პენსიონერებს პენსიების გაზრდას ჰპირდებიან

Usupashviliპარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა საპენსიო პროგრამაზე უნდა გადავიდეს. მისი ცნობით, სწორედ ამას გულისხმობს პარტიის საპენსიო პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობენ და არა პენსიის 5-10 ან 15 ლარით მომატებას.

Read more

ივანიშვილი: „ნარმანია არის ძალიან… კარგი მენეჯერი, შეადარეთ წინანდელი და დღევანდელი თბილისი“

bidzina_ivanishvili„არც ნარმანია არაა უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შეეშალა, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს“, – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობა დადებითად შეაფასა, მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა, „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ მოიხსენია. 

Read more

ივანიშვილი: „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები საგარეო კურსზე კითხვებს აჩენს

bidzina_ivanishviliექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი  აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა გამოკვეთილი არ არის და ამ პარტიის წევრებს ურჩევს, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია და დააზუსტონ, რა უნდათ და საით უნდათ ქვეყნის წაყვანა. 

Read more

რა ფუნქციები ექნება „ჭკვიან ბეჭედს“ რომელსაც ქართველი სტუდენტები ამზადებენ

ringსაფულის შემცვლელი ჭკვიანი ბეჭედი – პროექტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 4 სტუდენტს ეკუთვნის (მათ გარდა პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი), სტარტაპ საქართველოს 20 გამარჯვებულს შორის მოხვდა და 100 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. 

Read more

ბათუმში მოჭიდავის დაკავებას მისი ახლობლების პროტესტი მოჰყვა

police_carიარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით სამშაბათს, 8 სექტემბერს ღამით ბათუმში 27 წლის მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილის დაკავებას მისი ახლობლების დიდი პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავებულს იარაღი ჩაუდო და ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ დაკავებული საავადმყოფოში მიეყვანათ.  

Read more

5-6-კაციანი „საჰაერო ტაქსი“ ნოემბრიდან ამუშავდება

air taxiსაქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა ნოემბრიდან უკვე ე.წ. საჰაერო ტაქსით იქნება შესაძლებელი. „საჰაერო ტაქსების“ პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა DFWatch-ს საუბრისას თქვა, რომ  კომპანიამ ამერიკული კომპანია Beechcraft-ისგან უკვე შეიძინა ერთი თვითმფრინავი, რომელიც 5-6 მგზავრზეა გათვლილი და ფრენებს სავარაუდოდ, სწორედ ნომბრიდან განახორციელებს.

Read more

უსუფაშვილი: ბატონი ბიძინაც ჭორების მანქანის მსხვერპლი აღმოჩნდა

davit_usupashvili
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლა, 2012 წლისგან განსხვავებით, ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“ ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები“

„ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები,“ – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  სამშაბათს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი და მისი პარტიის მიმართ გურიაში წინა დღით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

Read more