როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, წიგნები თავად გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნაირა ამალიამ დაარიგა.
„რუსული სახლმძღვანელოები მოიტანეს, ერთი კლასისთვის რამდენიმე წიგნია. დაწყებითი კლასებისთვის სასწავლო ვიდეორგოლებით უზრუნველყოფასაც დაგვპირდნენ,“ – უთხრა DFWatch-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
შეგახსენებთ, რომ გალში ამჟამად 30 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 10-ში ჯერ კიდევ ნახევრად ქართული სწავლება მიმდინარეობს. კერძოდ, 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით, ქართული სწავლება რუსულმა სრულად ჩაანაცვლა. მე-7-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი სწავლას ქართულად დაამთავრებენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.