Agit_Mirzoev

„საქართველოსიეზიდთასახლის” თავმჯდომარეაგიტმირზოევი (DFWatch.)

ერაყიდან გამოქცეული ქურთი იეზიდები საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.

როგორც „საქართველოსიეზიდთასახლის” თავმჯდომარემაგიტმირზოევმა DFWatch-თან საუბრისას თქვა,  ამ ეტაპზე  საქართველოში  ჩამოსულია  50-მდე იეზიდი, რომლებმაც თავშესაფრის  მიღების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართეს. ამასთან, მისი თქმით, თბილისში ლტოლვილების ახალ ნაკადსაც ელოდებიან.

ერაყში  იეზიდებს რელიგიური ნიშნით უკვე რამდნეიმე კვირაა, სასტიკად დევნიან.  ე.წ.  „ისლამური  სახალიფო“, რადიკალური ისლამისტების ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც თავისი სისასტიკით ავადსახსენებელ „ალ-ქაიდასაც“ გადააჭარბა, მათ ისლამის მიღებას აიძულებს. უარის შემთხვევაში სასტიკად უსწორდებიან და სიკვდილითაც კი სჯიან.

საქართველოში  ჩამოსული იეზიდებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან  თავშესაფრის მიცემის შემთხვევაში მათთვის საცხოვრებელი ფართი და დახმარების სხვა საშუალებებიც უნდა იქნას მოძებნილი.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურში DFWatch-ს უთხრეს, ეს პროცედურა 6-თვიანია და ამ დროის განმავლობაში ხდება თითოეული განაცხადის ინდივიდუალურად შესწავლა, თუ რამდენად ემუქრება აპლიკანტს საფრთხე თავის ქვეყანაში, რამდენად შეიძლება იყოს მისი ცხოვრება საქართველოში უსაფრთხი და უკავშირდება თუ არა სხვა რაიმე პოლიტიკურ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება.

მანამდე კი ლტოლვილი იეზიდები,  როგორც აგიტ მირზოევი ამბობს,  თბილისის ქალაქგარეთ  ცხოვრობენ, სადაც მათთვის  თავშესაფარი სწორედ აგიტ მირზოევის ორგანზაციის დახმარებით იქნა მოძებნილი.

მირზოევისთქმით, “საქართველოსიეზიდთასახლი”  ლტოლვილებსსაცხოვრებელიადგილით, საკვებიპროდუქტებითადაპირველადისაჭიროებისნივთებითუზრუნველყოფს, ასევესამინისტროსთანკომუნიკაციაშიეხმარება.

„თბილისში მცხვორებ იეზიდებს  გარკვეული კავშირები აქვთ სხვაგან მცხოვრებ თანამემამულეებთან და მათ შორის ერაყში მცხოვრებ ადამიანებთანაც.  რაც  ერაყში იეზიდების დევნა დაიწყო, ეს ადამიანები  დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს.  ჩვენ  ძალიან დაჩქარებული ტემპით მოგვიწია  სრული მობილიზაცია და რესურესების კონსოლიდაცია, რისი საშუალებითაც ჩამოვაყალიბეთ  დახმარების  ცენტრი, რომელმაც დაიწყო  ამ ადამიანების პრაქტიკული და იურიდიული დახმარება,“ – ამბობს აგიტ  მირზოევი.

მისი თქმით, იეზიდებს, რომლებიც ერაყში დევნას განიცდიან, საქართველოში კიდევ ელოდებიან, მაგრამ შიშობს, რომ 1 სექტემბრიდან,  რაც საქართველოში ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება, მათთვის  შემოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას.

საქმე ისაა, რომ მათ ხშირად არც პასპორტები აქვთ და არც ვიზები. საქართველოში კი უვიზო შემოსვლის საკითხი მკაცრდება.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ იურისტებთან და ხელისუფლებასთანაც, და იმედი გვაქვს, რომ ასეთი კონკრეტული შემთხვევებისთვის გამოსავალს მოვძებნით“, – ამბობს მირზოევი.