US_soldier_in_Tbilisi_Independence_Day_2015

US soldier. May 26, 2015, Tbilisi (DFWatch)

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე ნოქალაქევში, იყალთოსა და ვარძიაში   წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

როგორც DFWatch-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიცის დადება თბილისის გარდა სხვა ადგილებშიც მოხდება.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება, თუმცა მოეწყობასა მხედრო ტექნიკის გამოფენა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს მოქალაქეებს 11 მაისს საზეიმოდ გახსნილ  ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი 2016“  ჩართული სამხედრო ტექნიკის დათვალიერება შეეძლებათ.

გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები  რუსთაველის გამზირზე  თემატურ გამოფენებსა და სხვადასხვა სახის სანახაობებსაც წარმოადგენენ. მოეწყობა  სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, ინფორმაციული კუთხეები.

26 მაისის  ღონისძიებების დასასრულს, პარლამენტის შენობის წინ გალა კონცერტი და საზეიმო ფეიერვერკიც გაიმართება.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიის გამოყოფის გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. თუმცა, 3 წლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი უკვე ბოლშევიკური რუსეთის ჯარმა დაიკავა და საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა.

საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადა. თუმცა ეროვნულ დღესასწაულად 1918  წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.