სამსაათიანმა შეუჩერებელმა წვიმამ გალის ცენტრალური ქუჩები და სახლები დატბორა, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მოსახლეობას.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსის, თემურ ნადარაიას განცხადებით, ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა შარშანდელი სარემონტო სამუშაოები.

„ყველას გვახსოვს წინა წლებში როგორ იტბორებოდა ქალაქი. დღეს იმდენად ძლიერი იყო წვიმა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მე და ჩემი კოლეგები, ადმინისტრაციის შემობიდან ვერ გამოვედით“, – აღნიშნა მან.

იგივე ხდება დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზეც, ძლიერი წვიმის შედეგად განსაკუთრებით სამეგრელო და აჭარა დაზარალდა.