აზერ სულეიმანოვი.

აზერ სულეიმანოვი.

მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა.

ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია.

გუშინ მან თავისი პოზიცია ფეისბუქით დააფიქსირა და თქვა, რომ პარტიაში რჩება.

მოგეხსენებათ, პარტიის გაყოფის შედეგად საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას,” რომლის უმრავლესობაშიც ენმ-დან წამოსული დეპუტატები არიან, სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს – ნიკა მელიას ნაცვლად სერგო რატიანი.

სახელწოდება შეეცვალა  უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციასაც – „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.