ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს.

„სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მოტივით, ენგურის ხიდი ჩაკეტა, რამაც განსაკუთრებული პრობლემა აბიტურიენტებს შეუქმნა.

ამ ეტაპზე ხიდზე შეზღუდვა მხოლოდ 18-დან 60 წლამდე კაცებისთვის მოქმედებს.