ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა განუცხადეს. მათი თქმით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ სპეციალური კურსები გუდაუთაში ტარდება.

„გუშინ გადმოვედით „საზღვარზე“. რუსი მესაზღვრეები მეგრულად მოგვემსახურნენ. “მოზოჯით“(მობრძანდით), საბუთების შემოწმების შემდეგ „მეზოჯით“ (მიბრძანდით). როგორც გვითხრეს, გუდაუთაში სპეციალური კურსებია რუსი სამხედროებისთვის, რათა მეგრული და ქართული ისწავლონ. რეალურად მიზანი რა არის არ ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ არაფერი გამოეპაროთო. ახლა რუსი მესაზღვრეები უკვე მშობლიურ ენაზე „გვემსახურებია საზღვარზე“, – გვითხრა DFWatch-ს გალის რაიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა.