დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადასვლის შეზღუდვა, მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის დატოვა.

როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, გზა გახსნილია ქალებისთვის ასაკის შეზღუდვის გარეშე, პენსიონერებისთვის სქესის განურჩევლად და 18 წლამდე ბიჭებისთვის.

„ვერ გავიგეთ რას აკეთებენ, სავარაუდოდ არ უნდათ რომ აქციას შევუერთდეთ, სხვაგვარად მხოლოდ კაცებზე შეზღუდვას ვერაფრით ვხსნით. ჯერ ისევ შეზღუდვაა ე.წ. ვიზების გაცემაზე და ჯერ კიდევ ჩარჩენილია 15-მდე აბიტურიენტი. სავარაუდოდ, ისინი 18-დან 60 წლამდე კატეგორიაში არიან“, – გვითხრა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მოტივით ენგურის ხიდი 28 ივნისს ჩაკეტა.

ნაწილობრივ შეზღუდვა მოიხსნა ჯერ ბავშვებისთვის და პენსიონერებისთვის, დღეს კი გადასვლა უკვე ქალებმაც უპრობლემოდ მოახერხეს.