როგორც DFWatch-ს მასწავლებლებმა უთხრეს, ბარათები რუსულმა Сбербанк-მა დაამზადა.

„დღემდე ხელფასს ხელზე ვიღებდით, დირექტორებს იბარებდნენ თვეში ერთხელ და მათ ატანდნენ მთელი შემადგენლობის ანაზღაურებას. ახლა ბარათები დაგვიმზადეს და ხელფასი იქ დაირიცხებაო“, – განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

პედაგოგები ამბობენ, რომ საბანკო ბარათები მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაუმზადეს, ვისაც ე.წ. მწვანე (აფხაზური) პასპორტი აქვთ.

„ბარათები არ დაუმზადეს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ე.წ. ფორმა 9 და „ვიდ ნა ჟიტელსტვა“ აქვთ. ისინი ხელფასებს ძველი მეთოდით აიღებენ“, – აღნიშნავს პედაგოგი.