ამბები

NDI-ის კვლევით, „ოცნებას“ 15%, „ნაცმოძრაობას“ კი 13% აქვს

by | Apr 13, 2016

NDINDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15%  ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას,  13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”,  6% -თავისუფალ დემოკრატებს”, 4 % – ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 3% –  “პატრიოტთა ალიანსს”.

38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას,  12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% სავარაუდოდ არ მივა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 66% კი ფიქრობს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ მივა.

საზოგადოებრივი განწყობის კვლევა NDI-ის (ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) დაკვეთით “CRRC – საქართველომ” 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე მონაკვეთში ჩაატარა. გამოიკითხა 3,900 ადამიანი. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ ოთხშაბათს, 13 აპრილს გამართა. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6%-ია.

აღსანიშნავია ის, რომ NDI-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევებს წლების განმავლობაში ატარებს და ორგანიზაციის დაკვეთით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევაში მაშინ ოპოზიციაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნება“ (18%) ბევრად ჩამორჩებოდა  იმჟამინდელი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს (36%), თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნებზე  „ოცნებამ“ გაიმარჯვა – ხმების 54,9% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ -40,3%,  რის გამოც საზოგადოების ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსები, გამოკითხვას არ ენდობა.

არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ კვლევებში მმართველი კოალიციის რეიტინგი გაიზარდა. NDI-ის 2013 წლის მარტის კვლევით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი – 58% იყო, ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის – 8%, არ ვიცი -17%.

2014 წელს აპრილში, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაში, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა  48%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 12%,  სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.

2015 წელს კი „ქართული ოცნების“ რეიტინგი შესამჩნევად იკლებს.

აპრილის კვლევით: “ქართული ოცნება” – 24%, “ნაციონალური მოძრაობა” – 16%, ალასანია-„თავისუფალი დემოკრატები” – 5%.

აგვისტოს კვლევით:  “ქართული ოცნება” – 14%,  “ნაციონალური მოძრაობა” – 15%, “თავისუფალი დემოკრატები” – 5%.

ნოემბრის კვლევით: ” ქართული ოცნება” – 18%, ” ნაციონალური მოძრაობა” – 12%, თავისუფალი დემოკრატები – 7%.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031