May_17__2013_anti-gay_demonstrators_Crop

დემონსტრაცია ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ. თბილისი, 2013 წლის 17 მაისი. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.)

(თბილისი, DFWatch) ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხზე ქართველთა აზრი იყოფა.

გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 25% პროცენტი საკითხის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი, 27%-ს მიაჩნია, რომ ეს საკითხი საერთოდ არ არის რელევანტური, 21% კი სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას.

ამავე დროს, NDI-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მხოლოდ 17% მიიჩნევს, 56% ამ საკითხს რელევანტურად თვლის, 16% ნეიტრალურად არის განწყობილი, 7% ამ საკითხს ნაკლებად მნიშვვნელოვნად, 3% კი სრულიად უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

გამოკითხულთა 74% არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოსგან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს იღებს. ამის შესახებ იცოდა 20%-მა. 55% ეთანხმება ამ თანხის ეკლესიისთვის გამოყოფას, 21% არ ეთანხმება, ხოლო დანარჩენ ნაწილს ამის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იყო ერთადერთი კონფესია, რომელიც სახელმწიფოსგან ყოველწლიურად მზარდ დაფინანსებას იღებდა. წელს კი სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა კიდევ ოთხი – კათოლიკური, მუსლიმანური, იუდაისტური და სომხური სამოციქულო რელიგიური გაერთიანებების საერთო ჯამში 4,5 მილიონი ლარით დაფინანსების შესახებ.

გამოკითხულთა 75%-მ ამის შესახებ არ იცოდა, ამაზე ინფორმაციას კი ფლობდა მხოლოდ 18%. მათი 31%, ვინც იცოდა სახელმწიფოს გადაწყვეტილების შესახებ, ამ ინიციატივას მიესალმება, 39% უკმაყოფილოა, ხოლო დანარჩენს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

ზოგადად, ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვას 11% დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 51% თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია, 18% ნეიტრალურადაა განწყობილი, 9%-თვის საკითხი უმნიშვნელოა, დანარჩენს კი უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ჩამოყალიბებული აზრი არა აქვს.

 

Photo: დემონსტრაცია ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ. თბილისი, 2013 წლის 17 მაისი. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო)