ამბები

Maroon 5-ის კონცერტზე ბათუმის სასტუმროები გადავსებულია

by | Jun 2, 2016

maroonბათუმში 5-8 ივნისისთვის, როცა პროექტ checkingeorgia-ს ფარგლებში  პოპულარული ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტია დაგეგმილი, სასტუმროების ფაქტობრივად ყველა ნომერი უკვე დაჯავშნულია.  ამის შესახებ DFWatch -ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტში უთხრეს.

DFWatch-მა ეს ინფორმაცია Booking.com-ზე გადაამოწმა, სადაც 6-დან 8 ივნისამდე არც ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ადგილი არ მოიძებნა. შეგახსენებთ, რომ ამ საიტზე ბათუმის 7 სასტუმროს აქვს მითითებული 5 ვარსკვლავი. უფრო დაბალვარსკვლავიან სასტუმროებში ადგილები იყო, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. ამასთანავე, ამ ნომრების ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივს, ზოგჯერ კი გაორმაგებულიცაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც ბრენდულ სასტუმროებს – „შერატონს“, „ჰილტონსა“ და „რედისონს“, ასევე ქალაქში არსებულ სხვა მაღალი კლასისა და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს.

თუმცა, როგორც DFWatch-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, სასტუმროების გადავსების მიზეზი  მხოლოდ 7 ივნისს Maroon 5-ის კონცერტთან არ არის დაკავშირებული, რადგან 8 ივნისს  გარემოს დაცვის მინისტერიალი იმართება, სადაც დელეგაცია 50-ზე მეტი ქვეყნიდან უნდა ჩამოვიდეს.

როგორც DFWatch-ს კონცერტის ბილეთების საიტის TKT.GE-ს წარმომადგენელმა უთხრა, ხუთშაბათისთვის Maroon 5-ის კონცერტის 27 000-მდე ბილეთია გაყიდული და მხოლოდ ყველაზე იაფიანი, 40 ლარიანი 6000-მდე ბილეთია დარჩენილი. 100-, 200- და 300-ლარიანი ბილეთები მთლიანად გაყიდულია.

მათივე ცნობით,  ბილეთები საქართველოს გარდა  52 სხვა  ქვეყნიდან შეიძინეს, რომელთა ათეული, ტრანზაქციების მიხედვით, ასეთია: აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი და სომხეთი.

კონცერტზე დასასწრებად დიდი მოთხოვნაა საქართველოს მოსახლეობაშიც. რის გამოც ბათუმის მიმართულებით საქართველოს რკინიგზამ დამატებითი 6 რეისი დანიშნა. როგორც DFWatch-ს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩია ცაგურიამ უთხრა, დამატებით რეისებზე ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. ჯამში კი, კონცერტის პერიოდში, 30 ათასზე მეტი ბილეთია  გაყიდული.

მისივე თქმით, რკინიგზას მეტი რესურსი აღარ აქვს, რათა იმისათვის რომ თუ კი დამატებითი მოთხოვნა იქნება, ბათუმის მიმართულებით რეისები დაამატოს.

დამატებითი ელექტრომატარებლები მგზავრებს 6, 7 და 8 ივნისს მოემსახურება. მატარებელთა მოძრაობის განრიგი კი შემდეგია:

თბილისი (გასვლა) 10:25 სთ – ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ.

ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ – თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ.

თბილისი (გასვლა) 07:20 სთ – ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ.

ბათუმი (გასვლა) 14:00 სთ – თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.

შეგახსენებთ, რომ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა მსოფლიო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოსვლა. იტალიელი ეროს რამაზოტისა და ბრიტანელი რობი უილიამსის შემდეგ საქართველოს MAROON 5 ეწვევა, რომელიც კონცერტს ბათუმში 7 ივნისს გამართავს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031