Monthly Archives: March 2017

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ფინალი – 4 წლიანი პატიმრობა კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს

By | March 31st, 2017|Categories: ამბები|

რუსუდან კერვალიშვილი პატიმრობაში სასამართლო დარბაზშივე აიყვანეს. 4-4  წლიანი პატიმრობა რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს - ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებსა და დაზარალებულებს შორის. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატომრობაშია მაია რჩეულიშვილის ვაჟი გუკა რჩეულიშვილიც. მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, მითვისება, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შენიღბვა, რასაც [...]

საგზაო წესები მკაცრდება, 100-ქულიანი სისტემა შემოდის

By | March 31st, 2017|Categories: ამბები|Tags: |

ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტი ცვლილებას აპრილში მიიღებს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შსს-ის მიერ არის მომზადებული. ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო [...]

ღია საზოგადოების ფონდების განცხადება უნგრეთის მთავრობის ინიციატივაზე

By | March 30th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , , |

უნგრეთის მთავრობა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის არსებობას ქვეყანაში. ახალმა ინიციატივამ შესაძლოა, ასევე ხელი შეუშალოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას უნგრეთში. ამასთან დაკავშირებით ღია საზოგადოების ფონდებმა მიმართვა გაავრცელა, რომელიც DFWatch-ს ხუთშაბათს "ღია საზოგადოება - საქართველომ" მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, საქართველოში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია.  საქართველოდან პირველი ექვსი სტუდენტი ევროპის ცენტრალურ [...]

საქართველო პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლას იწყებს

By | March 30th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

სექტემბრიდან საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს უერთდება, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეზღუდული, ან საერთოდაც აკრძალულია.  […]

მარიხუანასთან დაკავშირებული სანქციები შემსუბუქდება

By | March 29th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველო მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე სანქციებს ამსუბუქებს, თუმცა მისი სრული დეკრიმინალიზაცია არ ხდება […]