Monthly Archives: February 2017

დეკანოზს ბრალი არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე წაუყენეს? (ვერსია)

By | February 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

შორენა თეთრუაშვილი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე: „ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა. მისი პრობლემაა.“ (პირველი არხი) „ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა – ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება. […]

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

By | February 15th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება - მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა. აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ [...]

წერილი, რომელმაც “ციანიდის საქმეში” მეტი კითხვა გააჩინა

By | February 14th, 2017|Categories: ამბები|Tags: , |

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა. წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა. მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის  საპატრიარქოს ქონების მართვის [...]

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლეს ნაღმოსანს აგზავნის

By | February 13th, 2017|Categories: ამბები|Tags: , , |

ესკადრის ნაღმოსანი HMS Diamond გამოშვებულია 2007 წელს, სამხედრო ფლოტის სამსახურში კი 2010-ში ჩადგა ("დეილი მეილი") მაიკლ ფალონი: „გაერთიანებული სამეფო აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის დაცვა მთელ მსოფლიოში და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“ პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი [...]