Monthly Archives: November 2016

„ნაცმოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა იგეგმება, სადაც შეიძლება პარტიის ბედი გადაწყდეს

By | November 29th, 2016|Categories: ამბები|

„ნაციონალური მოძრაობა“ დეკემბერში (ან იანვარში) ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა პოლიტსაბჭოს წევრებში დაპირისპირებაა იმაზე, რამდენი უნდა იყოს დელეგატთა რაოდენობა და დღის წესრიგში უნდა შევიდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. […]

2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 13 ქალია მოკლული

By | November 29th, 2016|Categories: ამბები|

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.    […]

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონს არბილებს

By | November 28th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის გამო სასჯელი შემსუბუქდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალ პარლამეტში საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ  კანონის გამარტივებით დაიწყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. […]

გვარამია ასაჯაროებს ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლეების შანტაჟში ადანაშაულებს

By | November 28th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

30 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მანამდე, ორი დღი ადრე კი,  ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე ხუთ ადამიანს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამ დღეებში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს წაართვან.   […]

დღეს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება

By | November 24th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის შემოსასვლელთან ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილი გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.  […]

„ოცნება“-„ნაციონალების“ პირველი დაპირისპირება პარლამენტში

By | November 21st, 2016|Categories: ამბები|

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახალ პარლამენტში პირველი დაპირისპირება უკვე შედგა. კონკრეტულად კი „ნაციონალების“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი შეარჩია. […]

იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი ეყოლება

By | November 21st, 2016|Categories: ამბები|

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბარათაშვილმა ოფიციალური განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელით კანცელარიაში უკვე შეიტანა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს.  […]

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა

By | November 17th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.   […]

საპატრიარქო ნატო-ევროკავშირზე: ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენა გვქონია

By | November 16th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც ბრიუსელში 7-11 ნოემბერს ნატო-სა და ევროსტრუქტურებს სტუმრობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღმოჩნდა, ნატო-სა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საპატრიარქოს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა. […]

რატომ ძლიერდება რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში? – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

By | November 15th, 2016|Categories: ამბები|

კორნელი კაკაჩია: „თუ დავუშვებთ რომ მოლდოვა დატოვებს ასოცირების სამეულს, ეს იქნება რუსეთის სერიოზული გამარჯვება და ამან შესაძლოა საქართველში მიძინებული პრორუსული ძალები, რომლებიც ქვეყანაშ ბევრი გვყავს, გამოაღვიძოს და აამოქმედოს.“ მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტების არჩევა ტრაგიკულია, რადგან ეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ინტერესების გაძლიერებას მოასწავებს, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია საუბრობს. […]

სააკაშვილი: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება

By | November 10th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც. […]

ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები ტრამპის გამარჯვებაზე

By | November 9th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრანპი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მედიასაშუალებები, სოციოლოგიური ცენტრები და პოლიტიკოსები  აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.   […]

მთავრობა 2018-იდან ტექდათვალიერებას აბრუნებს

By | November 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ. ამის შესახებ სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. […]

„ნაციონალები“ მერიას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებს

By | November 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს. […]

იზორიამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა, ხიდაშელი მას ტყუილში ადანაშაულებს

By | November 7th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის დროს გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება მედიასთან შეხვედრაზე ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გააკეთა. პასუხად ექსმინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა. […]

19 წლის გოგონა და მისი შეყვარებული დედის მოკვლა-დანაწევრებაშია ეჭვმიტანილი

By | November 6th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

19 წლის გოგონა, შეყვარებულთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მტკიცებით, 76 წლის ქალბატონი მათ ჯერ ელექტროშოკით  გაგუდეს, დანა ჩაარტყეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი დაანაწევრეს და  ორი ჩანთით გლდანის ნომერ მერვე ციხის ნაგავსაყრელზე დაწვეს. […]

იმერეთშ ი 15 წლის გოგონაზე ძალადობის გამო მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს

By | November 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

იმერეთში მცხოვრები 15 წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას 29 წლის მეუღლე სისტემატიურად სცემდა. დაზარალებულის მშობლების მტკიცებით, გოგონას „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნი და გატეხილი აქვს ცხვირი“. […]

ქონების წართმევაზე 400 საქმიდან მხოლოდ 47 ფაქტია გახსნილი

By | November 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა.  […]