Daily Archives: August 19, 2016

ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს მე-4 დღეა, ვერ პოულობენ

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|

შავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში  შაბათიდან შესაბამისი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი თურქეთის საზღვაო ძალების ერთი ხომალდიც ჩაერთვება. […]

კობა თურმანიძე: ბურჭულაძის გამოჩენამ დიდწილად „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|

„რაც შეეხება დასავლურ ორიენტაციას… საქართველოში ამგვარი პარტია კონა 10 შაურადაა და, ერთი-ორი პარტიის გარდა, ლაპარაკით ყველა პროდასავლურია. დღეს ამომრჩეველი ეკონომიკური პროგრამით უნდა მოხიბლო“ – ამბობს კობა თურმანიძე. 4-პარტიული ახალ გაერთიანებას „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მექანიკურ გაერთიანებად აფასებს კავკასიის კვლევითი რესურსების (CRRC) ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის თქმით, მკვლევარისთვისაც რთულია გაარკვიოს, რა საერთოა ამ ახალ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის, როგორ მონახავენ ისინი საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ. […]

„ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდს მაჟორიტარ კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. […]

ბურჭულაძეს ვაშაძე-ჯაფარიძე-„ახლები“ შეუერთდნენ

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

„ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს გუშინ „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ შეუერთდა და შეიქმნა ახალი პლატფორმა სახელწოდებით –  „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის ლიდერი და პირველი ნომერი მსოფლიო ბანი იქნება. ამავე დროს, საარჩევნო სიის დიდი ნაწილი სწორედ ბურჭულაძის პარტიის წევრებით დაკომპლექტდება. […]

საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება

By | August 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

გარემოს დაცვის სამინისტრო მძღოლებს,  სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება. […]