Daily Archives: July 25, 2016

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ხელისუფლება სკანდალური გამონათქვამებით პასუხობს

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

„მე გამიჩნდა განცდა, რომ ალკოჰოლის ცოტა მეტი დოზა ჰქონდა მიღებული… ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული…“ აცხადებს მანანა კობახიძე პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან და, მათ შორის, ზოგიერთი არანაკლები სკანდალური შეფასებითაც. […]

შსს ადასტურებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის სიძის სახლი გაჩხრიკა

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. შსს იქვე ამატებს, რომ გოგოჭურის სახლში [...]

ორსართულიანმა მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

საქართველოს რკინიგზა შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებელი, რომელიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს პირველად ორშაბათს, 25 ივლისს  მოემსახურა. […]

სააკაშვილისდროინდელ განათლების მინისტრს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

24tv.ua უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი  ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ. […]

თურქეთში ჟურნალისტების დაჭერაც დაიწყო

By | July 25th, 2016|Categories: ამბები|

დასაჭერი ჟურნალისტების სიას სათავეში უდგას ნაზლი ილიჩაკი, 72 წლის ცნობილი პოლიტიკური მომომხილველი (sabah.com.tr) თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი. […]