Daily Archives: July 7, 2016

ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, თუ 10 ივლისის რეფერენდუმში დამარცხდება

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

(Sputnik Abkhazia) ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა,  თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს,  „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით  მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. […]

მოესწრება თუ არა უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე?

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს. […]

სკანდალური განცხადების გამო თბილისმა შეიძლება, ამერიკიდან ელჩი გაიწვიოს

By | July 7th, 2016|Categories: ამბები|

აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შესაძლოა ან საყვედური გამოუცხადონ ან თანამდებობა დაატოვებინონ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ის „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაუშვან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ 2 ივლისს "ნეტგაზეთთან" ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების არსებობაზე გაკეთებული განცხადების გამო სასწრაფოდ გამოიძახა. ელჩი თბილისში 6 [...]