Daily Archives: April 14, 2016

DF Talk: რა გავლენა მოახდინა ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ აზერბაიჯანელ და სომხებს შორის ურთიერთობებზე საქართველოში

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზეც. ამ ომს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, რაც პროაზერბაიჯანული ან პროსომხური ნაციონალისტური ჯგუფების წარმოჩენაში გამოიხატა. საუბარია იმაზეც, რომ  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყარაბაღში საომრად წავიდა. აზერბაიჯანელთა და სომეხთა ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დიდ გამოწვევად რჩება. პოლიტიკური დეკლარაციების დონეზე საქართველოში ეს ურთიერთობები მეგობრულია. რეალურად, დიდწილად ასეცაა. თუმცა სხვადასხვა ძალები, მათ შორის რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები ორივე მხრიდან სიტუაციის დაძაბვისთვის ძალას არ იშურებენ. პარასკევს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლზე დისკუსია გაიმართება,   Frontline Georgia-ს კლუბში. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი “თბილისი რუმზში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას (ფეისბუქი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობასა და საჭიროებაზე საუბრობს. აპარატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც, ინსპექტორის, თამარ ქალდანის შეფასებით, არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ხუთშაბათს სასტუმრო „თბილისი რუმზსში“ გაიმართა. […]

პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის ვადას 5 თვემდე აგრძელებს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში, არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემს და, შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება. […]

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა 1 თვით გადმოიწია

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს (ipn) საპარლამენტო არჩევნების თარიღი  – 8 ოქტომბერი – ძალაში რჩება, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელის საფუძველზეც განისაზღვრა არჩევნებისა და, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, აღმოჩნდა იურიდიული ხარვეზი, რაც სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა. […]