Monthly Archives: March 2015

86 წლის შემდეგ ბათუმის სინაგოგა ებრაელებს დაუბრუნეს

By | March 27th, 2015|Categories: უმცირესობები|

(სააგენტო 'პირველი') საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხუთშაბათს მიღებული  გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სინაგოგა ებრაელთა თემს გადაეცა. ებრაული თემი ბათუმის სინაგოგის შენობაზე, რომელიც 1904 წელს ცნობილი არქიტექტორის, ლევ ვოლკოვიჩის ნახაზების მიხედვით აშენდა, მმართველობისა და მფლობელობის უფლებას დიდი ხანია, ითხოვდა. საბჭოთა მთავრობამ ეს სინაგოგა 1929 წელს დახურა. იმ წლიდან მოყოლებული შენობაში  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. [...]

ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში

By | March 25th, 2015|Categories: უმცირესობები|

სამირა ბაირამოვა. (DF Watch) მარნეული, DFWatch – „კაცები ფიქრობენ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, არაფერი არ იცის და ეს მისთვის კარგიცაა,“ ამბობს სამირა ბაირამოვა, რომელიც მარნეულში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით  მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი არასრულწლოვანი  გოგონების ნაადრევად გათხოვებისგან დაცვას ცდილობს. […]

აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს

By | March 25th, 2015|Categories: უმცირესობები|

ბათუმის მეჩეთი (DFWatch) ბათუმი, DFWatch – აჭარის მთავრობა ადგილობრივი მუსლიმებისთვის ორი შენობის შეძენას გეგმავს. ერთ-ერთში საბავშვო პანსიონი განთავსდება, მეორეში კი სამუფთო რეზიდენცია. გადაწყვეტილების მიზანია, ბათუმის ერთადერთ ორთა ჯამეს მეჩეთში ადგილი გამოთავისფულდეს, რადგანაც ათწლეულებია, მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. […]

პანკისის არაფორმალური ლიდერები არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ

By | March 17th, 2015|Categories: უმცირესობები|

DFWatch პანკისი, DFWatch – ერთი თვის წინ პანკისის ხეობაში 13 წლის გოგონა მშობლების თანხმობით 23 წლის მამაკაცზე დაქორწინდა. ხეობაში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი არაფორმალური ორგანო, უხუცესთა საბჭო და ახლადშექმნილი ქალთა საბჭო, ამ ფაქტით შეშფოთებულია და მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესაძლო გზებს  განიხილავენ. […]

რა იწვევს გენდერულ უთანასწორობას შრომით ბაზარზე

By | March 16th, 2015|Categories: ამბები|

ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო) თბილისი, DFWatch – საშუალოსტატისტიკური ქალის შემოსავალი საქართველოში მამაკაცის შემოსავლის 2/3-ს შეადგენს, რაც შრომის ბაზარზე არსებული სეგრეგაციითა და გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა გამოწვეული. […]

სექსუალურ იდენტობაზე კონფერენციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა

By | March 11th, 2015|Categories: უმცირესობები|

(DF Watch) თბილისი, DFWatch – თბილისში სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებულმა კონფერენციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედავად კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციისა. […]

მესხებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

By | March 11th, 2015|Categories: უმცირესობები|

იუსტიციის სახლი თბილისში (ინტერპრესნიუსი.) თბილისი, DFWatch – სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის  მიღებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სასამართლოში დაიცენ. […]

აქტივისტები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ

By | March 9th, 2015|Categories: უმცირესობები|

‘მეტი ქალი პარლამენტში’ (DF Watch) თბილისი, DFWatch – ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – 53 პროცენტს – შეადგენენ, თუმცა პოლიტიკაში ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილი, აცხადებენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები. […]