Posts by Rusiko Machaidze:

ამბები

რეფნანსირების განაკვეთის ზრდა შეიძლება ეკონომიკის შეფერხების ინდიკატორი იყოს

by | Jul 2

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის გაზრდის მოლოდინის გამო რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტების გარკვეულ კატეგორიას სესხი კიდევ უფრო გაუძვირდება, რაც ცალკეული ადამიანებზეც აისახება და ეკონომიკის განვითარებაზეც.

ამბები

შსს აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ემისარი დააკავა

by | Jun 16

ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და  სირიაში საბრძოლველად  საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ბრალდებით კახეთსა და თბილისში 4 ადამიანი დააკავეს.  ერთ-ერთი მათგანი - პანკისის მკვიდრი, 9 შვილის მამა აიუფ (გაიოზ) ბორჩაშვილი - ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია.

ამბები

სააკაშვილს მოქალაქეობას როცა გვინდა, მაშინ შევუწყვეტთ – საქართველოს მთავრობა

by | Jun 2

მართალია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ამ სტატუსს კარგავს, მაგრამ ამას ფორმალური პროცედურები ესაჭიროება, რის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.

ამბები

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის

by | May 30

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი კი გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო თვეების

ამბები

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღმასრულებელი მდივანი და სამი აქტიური წევრი ტოვებს

by | May 25

“ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და მასთან ერთად კიდევ სამმა აქტიურმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაკეთებულა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  პირად საუბრებში

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

დისკუსია: ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფო ენა

by | Mar 31

DFWatch-ის ორგანიზებით 28 მარტს ჩატარდა დისკუსია უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების

News-ka-old, ამბები, უმცირესობები

დისკუსია: უმცირესობები და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა

by | Mar 20

DFwatch-ის ორგანიზებით 14 მარტს ჩატარდა დისკუსია წინასაარჩევნო პროცესში ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და უმცირესობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები. კონსერვატული მიმართულების ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რაც ეროვნულ უმცირესობებებისთვის დაბრკოლების შემქმნელია და განიხილეს ის საკითხები, რაც უმცირესობებს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ლევან ვეფხვაძე, პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი (მარჯვნიდან პირველი) და ზაურ ხალილოვი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი (შუაში). „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა დისკუსიის განმავლობაში რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, რაც ეროვნულ უმცირესობებს ხელს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში უშლის ხელს და, ზოგადად, მათი სამოქალაქო აქტიურობის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უმცირესობებში სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების ძალისხმევა ამ მხრივ საკმარისი არ არის. ქდმ-ის ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ კი იმაზე ისაუბრა, რომ ამ პრობლემას ადგილობრვი თვითმმართველობის რეფორმაც ემატება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ, რეფორმის მიუხედავად, ქვეყანა რეალურ თვითმმართველიბაზე ვერ გადადის, რადგან ადგილობრივი ფინანსების საკითხი ისევ გაურკვეველი რჩება, და შიშობს, რომ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს საკითხი თვითმმართველობის ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველო ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებს

by | Dec 18

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე მუშაობა დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის − "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" − საბოლოო ვერსია სამშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ექსპერტებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. სამინისტროს ინიციატივით, პროექტი არაერთხელ იქნა განხილული საჯარო შეხვედრებზე. მის შემუშავებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციები და შენიშვნები დოკუმენტში აისახა. კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა მისი საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გააცნო. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირება და გამოვლენა. კანონპროექტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. მათ შორის ასაკის; ჯანმრთელობის მდგომარეობის; შეზღუდული შესაძლებლობის; ორსულობის ან დედობის; გენდერული იდენტობის გამო. დისკრიმინაცია იკრძალება აბსოლუტურად ყველა სფეროში − საჯარო და კერძო დაწესებულებებში; დისკრიმინაციაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრება არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი მექანიზმებით. მას შეეძლება: ა) ჯარიმის დაკისრება, და ბ) დისკრიმინაციული ქმედების/შედეგის აღმოსაფხვრელად ...

ამბები-ძველი

“ნაციონალური მოძრაობის” დროშა აღარ არის სახელმწიფო დროშა

by | Oct 6

ENGLISH დღევანდელი სახელმწიფო დროშა, რომელზეც თეთრ ფონზე გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი პატარა წითელი ჯვარი, პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. მანამდე სახელმწიფო დროშა იყო მუქ წითელ ფონზე გამოსახული მარცხენა მაღალ კუთხეში პატარა შავი და თეთრი ზოლები. მიუხედადვ იმისა, რომ ძველი დროშა ეროვნულ დროშად ითვლება, რადგან ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არსებული სახელმწიფო დროშა და 1990-იან წლებში ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენდა, მოსახლეობის ნაწილს ამ დროშის მიმართ მაინმც ნეგატირუი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ასოცირდება ტერიტორიების დაკარგვასთან და ასევე პუტჩთან, რომლის დროსაც თბილისის ცენტრი დაინგრა და მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. 2004 წელს დამტკიცებული დროშა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დროშას წარმოადგენდა და 2003 წლის რევოლუციამდე, ვიდრე თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში სააკაშვილი და მისი მაშინდელი გუნდის წევრები იყვნენ უმრავლესობაში, ამ დროშისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ცდილობდნენ ყველა გზებით, მათ შორის საკრებულოს შენობაზე აღმართვით და ა.შ. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე ოფიციალურად გდაწყდა, რომ ამ დროშას სახელმწიფო სტატუსი მინიჭებოდა და გამხდარიყო სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის მაშინდელ პარლამენტშიც. თუმცა, 2004 წლის იანვარში, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა და უმრავლესობაში სააკაშვილის გუნდი მოვიდოდა, პარლამენტმა ოფიციალურად შეცვალა სახელმწიფო დროშა, რომელიც, საქართველოს ისტორიული ...

ძიება თარიღის მიხედვით

September 2018
M T W T F S S
« Aug    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ads
ads
ads
ads