Posts by DFWatch staff:

ამბები

დეკანოზს ბრალი არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე წაუყენეს? (ვერსია)

by | Feb 15

„ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა - ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება.

ამბები

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

by | Feb 15

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება - მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა. აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის წრიდანაა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე  და ეს, მისი თქმით, მნიშვნელოვან ტენდენციას უსვამს ხაზს. ხოლო ის ფაქტი, რომ მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, სამნიძის აზრით, ლოგიკურად ხსნის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მოტივს, რომელმაც „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“ და დეკანოზი ფაქტობრივად დამნაშავედ წარმოაჩინა. „ხელისუფლება პირდაპირ ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მთავრობამ დაუყოვნებლივ გადახედოს  საპატრიარქოს დაფინანსების წესს.

ამბები

წერილი, რომელმაც “ციანიდის საქმეში” მეტი კითხვა გააჩინა

by | Feb 14

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა. წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა. მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის  საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, ამ ყველაფრის გახმაურებას ჯერ კიდევ  2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე გეგმავდა, მაგრამ „გარკვეულმა ჯგუფმა“ ამის საშუალება არ მისცა.  მოგვიანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. წერილში მამა გიორგი მამალაძე ეკლესიის ქონების გარშემო შექმნილ სიტუაციას სავალალოს უწოდებს და ამის დასადასტურებლად არაერთი მაგალითი მოჰყავს. მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა კერძო შპს-ები, რომლებიც წლებია სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოებას, სამშენებლო საქმიანობას; ასევე, არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც „კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას“. იგი ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის მფლობელობაში არსებულ მიწებზეც, რომელიც, მისივე თქმით, დატაცებულია. ასევე, საპატრიარქოს კლინიკაზე, სადაც ფინანსური შემოწმების შედეად 5 მილიონ ლარამდე დავალიანება იქნა აღმოჩენილი, რაც, დეკანოზის ინფორმაციით, კრიმინალის ნიშნებს შეიცავს.  აქვე იმასაც დასძენს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება მას საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს ...

ამბები

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლეს ნაღმოსანს აგზავნის

by | Feb 13

პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი მეილის“ ცნობით, ამ მისიის მიზანი რუსეთის შეკავება და კიევის მხარდაჭერაა, სადაც გაერთიანებული სამეფოს 650 სამხედრო მოსამსახურე „საიდუმლო წვრთნებს ატარებს.“ საუბარია 207 წელს გამოშვებულ უახლეს ესკადრის ნაღმოსან HMS Diamond-ზე, რომელიც ანტისაჰაერო და ანტისაზღვაო მძლავრი სარაკეტო კომპლექსებით არის აღჭურვილი. „ბრიტანეთი აძლიერებს თავის სამხედრო დასწრებას მსოფლიო არენაზე და მტკიცედ დგას თავისი უკრაინელი მეგობრების გვერდით,“ უთხრა გამოცემას ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, სერ მაიკლ ფალონმა. „გაერთიანებული სამეფო აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის დაცვა მთელ მსოფლიოში და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“ ამის პარალელურად ბრიტანეთი აძლიერებს სახმელეთო ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში. ზაფხულში ესტონეთში 800 სამხედრო განთავსდება, პოლონეთში კი დამატებით 200. შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარების გამწვავების პარალელურად უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ პირდაპირი რუსული აგრესია „ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.“

ამბები

გაურკვევლობა და პროტესტი ამერიკის აეროპორტებში ტრამპის ახალი ბრძანებულების გამო

by | Jan 30

ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ პარასკევს გამოცემულმა ბრძანებულებამ, რომელიც შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას დროებით, 90 დღის განმავლობაში, უკრძალავს, აეროპორტებში დაბნეულობა და გაურკვეულობა გამოიწვია, ისლამურ სამყაროში აღშფოთება, ამერიკაში კი მასობრივი გამოსვლები. მართალია, ამ ბრძანებულებას დონალდ ტრამპმა ხელი პარასკევს მოაწერა, მაგრამ მისი შედეგი თვალნათელი შაბათს და, განსაკუთრებით, კვირას გახდა, როცა ამერიკისა და სხვა ქვეყნების აეროპორტებში სირიის, ირანის, იემენის, სუდანის, ერაყის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეების შეჩერება, დაკავება ან უკან გაბრუნება დაიწყეს. „ჩვენ ქვეყანაში შემოვუშვებთ მხოლოდ მათ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას და ღრმად უყვარს ჩვენი ხალხი,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის დანიშნულება ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის აღკვეთაა. თუმცა მას ტრამპის ოპონენტებმა უმალ „ანტიმუსულმანური კანონი“ შეარქვეს (#MuslimBan). ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან მალევე ბრუკლინის (ნიუ იორკის რაიონი) მოსამართლემ ის ნაწილობრივ გააუქმა იმ ნაწილში, რომელიც ლტოლვილების უკან გაბრუნებას გულისხმობს, თუმცა არშეშვების ნორმა ძალაში რჩება. ავიაკომპანიებს დაეგზავნათ შეტყობინება რეისებზე ამ შვიდი ქვეყნის მოქალაქეების დაუშვებლობის შესახებ. განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ბრძანებულება ამერიკაში ჩასვლას მწვანე ბარათის მფლობელებსაც უკრძალავს.   Outside departures at Portland International Airport #NoBanNoWall #Pdxprotest pic.twitter.com/MnVuLpffic — Jenn Chavez (@portable_chavez) January 29, 2017 შეზღუდვები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც ამერიკაში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ამ შვიდ მუსულმანურ ქვეყანაში უმოგზაურიათ - ...

ამბები

კიევში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

by | Jan 23

„მკვლელების ნაწილში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“ - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის საქმეს. თუმცა, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით არაფერი იციან. ოკუპანტი ქვეყნისათვის საკუთარ ჯარისკაცზე რაიმე მასალების გადაცემას ძალოვან უწყებებშიც კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. რუსეთის მიერ უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ. საერთაშორისო ძებნა კი 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე „ნადირობის ახალი სეზონი“ გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან, რადგან სამხედროს  პერსონალური მონაცემები რუსეთში სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გაგზავნა. ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს იგი უკან, უკრაინაში დაბრუნდა და კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს. მათივე მტკიცებით,  საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა საპასპორტო მონაცემი, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ  საქართველოს პროკურატურაში და ...

ამბები

მანდატურს, რომელზეც 15 წლის ორსულ მოსწავლეს ათხოვებენ, პატიმრობა ემუქრება

by | Jan 21

მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან  უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის  ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.  როგორც აღმოჩნდა, მანდატური  ამ სკოლაში  2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე შეწყვიტა. სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილისთვის მომხდარის შესახებ 13 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც გოგონა გინეკოლოგს ესტუმრა და მისი ორსულობა დადასტურდა. დირექტორის თქმით, მან საქმის კურსში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური მომსაუხრების სააგენტო მაშინვე ჩააყენა. ინფორმაცია მიაწოდა მოზარდის დედასაც, რომელმაც განუცხადა, რომ მამაკაცთან პრეტენზია არ აქვთ, რადგან ის მისი შვილის ცოლად მოყვანას გეგმავს. გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგონას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. თუმცა, იურისტების განმარტებით, დაქორწინება პირს, რომელმაც სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან დაამყარა, პასუხისმგებლობისაგან არ ანთავისუფლებს. იგივე განაცხადა თემის კომენტირებისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც. „სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება“,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ   მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს. მინისტრის  თქმით,  ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება და მისი ხელშეწყობა, თუნდაც ოჯახის მხრიდან, მიუღებელია. „მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ...

ამბები

„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო აირჩია

by | Jan 21

ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსმა, ხატია დეკანოიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომან გოცირიძემ, ვაშინგტონიდან კი - ლევან ვარშალომიძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. პარტიის წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლებიც ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ წარადგინეს. ენმ-ში აღარ იქნება სამდივნოები, პარტია პროექტების დაფინანსების მთავარ პრინციპს დაეფუძნება. რეგიონულ ორგანიზაციებს პოლიტსაბჭოში 40 წარმომადგენელი ეყოლებათ. პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც ნაწილობრივ ცნობილი ყრილობაზევე გახდა,  პარტიის მმართველი გახდება. პარტიაში ქალთა როლის გაზრდაზეც ისაუბრეს. კერძოდ, „ნაცმოძრაობა“ იღებს ვალდებულებას, პარტიული სიის ყოველ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იყოს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს. რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო და მას მხარიც დაუჭირეს. „იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ,“ - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას ყოფილმა პირველმა ლედიმ. სანდრა რულოვსის თქმით,  საქართველოში სააკაშვილის  აშენებული შენობები და ხიდებიც კი აშინებთ. ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ...

ამბები

მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა

by | Jan 19

სკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ  ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს. მისივე თქმით, აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. მინისტრმა ყურადღება განსაკუთრებით იმაზე გაამახვილა, რომ ბევრ სკოლას, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, ბიუჯეტი აუთვისებელი რჩება. იმ სკოლებს კი, რომელთაც ამისათვის ფინანსური რესურსი არ ყოფნით, მან დახმარება აღუთქვა. ჯეჯელავას თქმით,  ძალიან კარგია, როცა სკოლას სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა აქვს, მაგრამ ნორმალური საპირფარეშო, უმთავრესია. თუ ბავშვი სკოლაში საპირფარეშოთი ვერ სარგებლობს, ეს, მისი აზრით, „ყველაზე ცუდი რამაა“ და ამიტომ, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, საკითხი უნდა მოაგვარონ. „ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. ტუალეტის საკითხი ისეთია, რაც  ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება... მე ამ დირექტორებს ვეტყვი - თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი  ტუალეტებს ...

ამბები

NDI: 42%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა, 10%-ისთვის გაუმჯობესდა

by | Jan 17

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის მიხედვით, დასაქმება, მზარდი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემატური  საკითხებია. აღსანიშნავია, რომ პრომლემების პირველი ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 17%-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 26%-ს თქმით - გაუარესდა, ხოლო  56% მიიჩნევს, რომ ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო. წინა კვლევის თანახმად კი, რომელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა, 42% მიიჩნევდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 47% ამბობდა, რომ არ შეცვლილა. მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნდა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66%) თავს უმუშევრად მიიჩნევს. მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ორიენტირს, გამოკითხულთა 72%-სათვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 18%-ისთვის კი ეს მიუღებელია. წინა კვლევის მიხედვით კი, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 77 %-ს შეადგენდა. აპრილთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უჭერს მხარს. აპრილში ამას 68% ემხრობოდა, ახლა კი - 61%; 25% წინააღმდეგია. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა ...

ამბები

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა 6%-ით შემცირდა

by | Jan 16

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ  150 პარლამენტარიდან 23 ქალი ძალიან ბევრია, 39%-ისათვის ეს რაოდენობა საკმარისია, ხოლო 52%-ისთვის - ცოტა. გამოკითხულთა 8%-ის აზრით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას უარყოფითი შედეგი ექნება. 27%-ის თქმით კი ამით არაფერი შეიცვლება. 20016 წლის აპრილთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც გენდერული კვოტის შემოღებას მხარს არ უჭერს. აპრილში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა, ახლა კი 19%-ს. იმ ადამიანებს შორის, ვინც კვოტირების წინააღმდეგია, უმეტესობა მამაკაცია. კითხვაზე - როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი - მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია - 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი - 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი - 2%-სთვის. 69%-ის თქმით, საქართველოში მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალებს. 60%-ის აზრით კი საქართველოში ქალებს ლიდერებად არ ზრდიან. დაახლოებით ამდენივე ფიქრობს, რომ ოჯახური ვალდებულებების გამო, საქართველოში ქალებს პოლიტიკისათვის დრო არ რჩებათ. რესპონდენტი მამაკაცების  42% და რესპონდენტი ქალების 55% აცხადებს, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკაში ჩართვაში ხელს კაცები უშლიან. კვლევის საველე სამუშაო 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტარდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). სულ 3 141 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი ...

ამბები

„ნაცმოძრაობა” კინაღამ საპარლამენტო ფრაქციის გარეშე დარჩა

by | Jan 15

მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა. ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გუშინ მან თავისი პოზიცია ფეისბუქით დააფიქსირა და თქვა, რომ პარტიაში რჩება. მოგეხსენებათ, პარტიის გაყოფის შედეგად საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას,” რომლის უმრავლესობაშიც ენმ-დან წამოსული დეპუტატები არიან, სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - ნიკა მელიას ნაცვლად სერგო რატიანი. სახელწოდება შეეცვალა  უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციასაც - „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.

ამბები

გაზპრომის გამო კალაძეს პარლამენტში იბარებენ

by | Jan 14

საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. თავად კომპანია კი ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. „მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მილიარდი კვ/სმ გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში. თემამ სკანდალი მაშინვე გამოიწვია, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის შემოთავაზებას დათანხმდა. სპეციალისტებიცა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ამგვარი ცვლილება საქართველოს ინტერესებში არ შედის. მითუმეტეს, რომ სამინისტრო საკმაოდ ბევრ დეტალს არ ახმაურებს. გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით,  ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა. „ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს. ეს არის პრობლემური როგორც ენერგოუსაფრთხოების მხრივ, ასევე ეკონომიკურად არის წამგებიანი”, - განაცხადა სერგო რატიანმა, რომელიც ხუთშაბათს თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო. მოგეხსენებათ, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო, ამ დრომდე, გაზპრომისგან გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა და ამიერიდან ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ...

ამბები

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

by | Jan 12

„ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო - პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, მიუხედავად უგულავას განცხადებისა, რომ პოლიტიკურ დევნილთან პოლემიკისა და „ჭიდაობის გამართვას“ არ აპირებს. უგულავამ ბრიფინგზე გაფუჭებული მანქანის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ „როცა ავტომანქანა დაძველდება, ჯართში უნდა მოისროლო“. „არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა ნული, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები... მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, - განაცხადა გიგი უგულავამ. ბრიფინგის  შემდეგ კი ჟურნალისტებთან დასძინა,  რომ ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს. რაც შეეხება სხვა დეტალებს, უგულავას თქმით, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. პრესკონფერენციაზე სიტყვით გიგა ბოკერიაც გამოვიდა: „პრობლემების  გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები“, - განაცხადა მან. პარტიის გაყოფას ფეისბუქის ...

ამბები

„გირჩის“ ოფისში პოლიციამ მხოლოდ ქოთნები „დააკავა“

by | Jan 12

„გირჩის“ ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მარიხუანას 80 ქოთნის დალუქვითა და ექსპერტიზაზე გადატანით დასრულდა. ოფისში პოლიციას არავინ დაუკავებია, რაც, პარტიის წევრთა აზრით, „მორალური დისკომფორტის" შედეგია. „მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 80-ზე მეტი ქოთანი სათითაოდ დაილუქა და ოქმიც შედგა.  ამის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. მოგვიანებით „გირჩმა“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისინი  ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ 226-ე მუხლით სს დევნის შეჩერებას ითხოვენ. „ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა”, - ნათქვამია „გირჩის” განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პარტიის ოფისში 31 დეკემბერს მარიხუანას დათესვას, რაც პარტიის წევრების მიერ წინასწარ იყო დაანონსებული.  პროცესი  ტელევიზიების პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. სამი დღის წინ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მათ მცენარეების ფოტოებიც განათავსეს.  შსს-მ გამოძება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ოფისში მხოლოდ 11-ში მივიდნენ.

ამბები

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება 12 იანვარს გაიყოს

by | Jan 11

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ. ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას  თქმით,  მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღეს, როდესაც გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდებოდა. „ვიცი, რომ მათ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ,“ - დასძენს მელია. ნინო კალანდაძე კი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შეუძლებელია პარტიიდან გასულ ნაწილს ოფისსა და სახელზე პრეტენზია ჰქონდეთ. „სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ,“ - აღნიშნავს კალანდაძე.

ამბები

მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს

by | Jan 10

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო. „ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,”  - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის "ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ წებელდის განაპირას ბულდოზერებით XIX საუკუნის ეკლესია დაანგრიეს. ოდესღაც წებელდაში პოლონელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. მათვე ააშენეს ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოს, რომელშიც გარდაცვლილებს წესს უგებდნენ. ეკლესია ბოლო დროს შეილახა, თუმცა შენარჩუნებული იყო ფუნდამენტი, კედლებისა და საეკლესიო ღობის ფრაგმენტები. 2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. მოგვიანებით კი ტერიტორია შეთანხმების საფუძველზე მესაზღვრეებს გადასცეს, რომელთაც აქ სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. 3 იანვარს მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა და ნიადაგის მოსწორება დაიწყო. ეკლესიაცა და სასაფლაოც, მათ შორის სამარხები, სამუდამოდ განადგურდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ პოლიგონის გვერდზე წებელდის ციხესიმაგრე მდებარეობს და სამხედრო წვრთნები მასაც საფრთხეს უქმნის.

ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება

by | Jan 9

„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო.  ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება. ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ  შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს. მოგეხსენებათ, ამ დრომდე ნიკა მეილია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს იკავებს, მისი გადაყენების თაობაზე ორშაბათს უნდა ემსჯელათ, თუმცა ეს საკითხი გიგი უგულავას თხოვნით  გადაიდო.  ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ფრაქციის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ამ გადაჯგუფებებს პარტიაში ბუნებრივს უწოდებენ. როგორც ენმ-ის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გაუკვირდება. „როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე - მეორეს... მიმდინარეობს სერიოზული პროცესი - პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა,” - უთხრა დარჩიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“. ინფორმაციას პარტიის დაშლის თაობაზე კიდევ ერთი წევრი, სერგო რატიანიც ადასტურებს: „გადაწყვეტილება მიღებულია... გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია.“ „ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას. „ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი,“ - უთხრა ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიამ სერგო რატიანს. ამას შელაპარაკება ...

ამბები

უგულავა ციხიდან გამოუშვეს

by | Jan 6

დედაქალაქის  ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პარასკევს საღამოს საპატიმრო დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა.  იქიდან გამომდინარე, რომ  პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ვადა 6 იანვარს ამოიწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას გამოსვლას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ელოდებოდნენ. პირველი განცხადება ყოფილმა მერმა ჟურნალისტებთან საპატიმროდან გამოსვლისთანავე გააკეთა. მან მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისაკენ მოუწოდა. „თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი მთავრობა იქნება,“ - აღნიშნა მან. ყოფილ მერს განთავისუფლება ფეიქბუქით მიულოცა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  „გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში,“ - წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ   ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა „ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი”. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უგულავას პროკურატურა ედავებოდა „თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის ...

ამბები

მელია თანაპარტიელ ოპონენტებს მანდატების დატოვებას ურჩევს

by | Jan 6

თბილისის მერობის ყოფილი კანდიატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელია მოითხოვს, რომ იმ წევრებმა, რომლებიც პარტიის დატოვებას აპირებენ, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ. განცხადების ადრესატები კი, როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაპირისპირება პარტიაში, რომელმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე შეიძლება პარტია ორად გახლიჩოს. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას მელიამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმებით პარლამენტში შესულმა წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა სხვა პარტიის სახელით გააგრძელონ. „მე რომ გადაწყვეტილება მივიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დავტოვო,  საპარლამენტო მანდატს აუცილებლად დავდებ,“ - აცხადებს მელია. მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ პარტიის გაყოფის შემთხვევაში, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია მაინც ეყოლება. „განცუციკებული“ მელია სულ სხვანაირად წარმოსადეგია. შემდეგ მოსახვევსაც ვხედავ და მელიას მოსრიალებასაც, თან ტანად დიდია და საკაიფოდ სრიალდება,“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი  თამარ ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებას. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი, რომელიც პარლამენტში ამა თუ იმ პარტიის სახელით მოხვდება და საკანონმდებლო საქმიანობისას აღნიშნული პარტიის დატოვებას გადაწყვეტს, ვალდებული არაა საპარლამენტო მანდატზეც უარი თქვას. მისი გაწვევის პროცედურა არ არსებობს. გარდა იმ შემთხვევისა,  თუკი სს დანაშაული არ ჩაიდინა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა. სხვა შემთხვევაში მანდატის ჩამორთმევა შეუძლებელია. „როგორც ჩანს, ეს განცხადება ნიკა მელიამ მორალური და პოლიტიკური საფუძლებიდან გამომდინარე გააკეთა და არა სამართლებრივიდან,“ - ...

ამბები, უმცირესობები

არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

by | Jan 6

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან საუბრისას. დუისის კულტურის ცენტრში, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, ასევე ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ეწყობა პეზიის საღამოები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ. ხანძარს წინ უძღოდა მუქრის შემცველი წერილები „ფეისბუქში“. როგორც ბექაური ამბობს, რამდენიმე დღით გვერდის დახურვაც კი მოუწია. პანკისში მცხოვრები, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მხრიდან აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც სხვა არასამთავრობოებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. მუქარამ იმატა,  როდესაც ფონდი საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა. ამბობს, რომ მუქარების ავტორებსაც შეხვდა, თუმცა ამაოდ. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი კი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ არსებობენ ძალები, რომელთაც ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ.“ 3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის ჩქარობა მალევე მოხერხდა, თუმცა შენობა მაინც დაზიანდა - დაიწვა რამდენიმე კარი და იატაკის ნაწილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.

ამბები

„ნაციონალების“ ერთი ნაწილი მეორეს საბოტაჟში ადანაშაულებს

by | Jan 5

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც  ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით ლეგიტიმური ყრილობის ჩატარება შეუძლებელია. აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს პარტია „თვითგამოცხადებულმა საორგანიზაციო კომიტეტის წყალობით“ ორად არის გაყოფილი და ჩიხშია შესული. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის,  რომ პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად ჩამორთვეს უფლებები და მას „არაუფლებამოსილი სტრუქტურა“, ყრილობის საორგანიზაციო კომისია მართავს. „პროცესები ძალიან ღრმად არის წასული“, - აღნიშნა რატიანმა. პოლიტსაბჭოს წევრების ამ ჯგუფმა, რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო არჩევნების ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯამში 38 პირმა, გაავცრელეს განცხადება, სადაც ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე,  ირაკლი აბესაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები. პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი  წევრი დავით დარჩიაშვილი კი ყრილობის ბოიკოტირების ინიციატივითაც კი გამოვიდა. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, პარტია წევრთა ნაწილმა დატოვოს. „პირადად მე ამ უთანხმოების სუბიექტების ერთ პარტიაში ყოფნა ვერ წარმომიდგენია”, - დასძინა მან. თემას ხუთშაბათსვე საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ და თანაგუნდელების პოზიციას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა. მისი თქმით, „პარტიის მმართველობაში არსებული მცირე ჯგუფი“, ...

ამბები

ასოცირების შეთანხმებით საქართველო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას იწყებს

by | Dec 31

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს საწვავის ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვას იწყებს, რაც წინა წლებში საერთოდ არ კონტროლდებოდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის კი ისეთი საწვავის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელშიც გოგირდის შემცველობა არსებულ ზღვრულ ნორმაზე მეტია. საქართველოში გაყიდული საწვავი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგებს. სხვებთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების VI თავი, რომელიც მიზნად ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობასა და მოძრაობის მოწესრიგებას ისახავს. კერძოდ, ასოცირებით საქართველო  ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც თხევად საწვავში გოგირგის შემცველობას შემცირდებოდა, ვინაიდან ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამაბინძურებელი სწორედ საწვავში არსებული გოგირდია. ევროგაერთიანების ქვეყნებში ასევე  დიდი ხანია დაუშვებელია ტყვიის შემცველობა საავტომობილო ბენზინში 0.005 გ/ლ-ს აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ტყვია ონკოლოგიური დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გარემოს დაცვის სმაინისტრომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გეგმა შეიმუშავა.  იმავე წელს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში  ცვლილება შევიდა და გოგირდის შემცველობის ოპტიმალური რაოდენობის  ზღვარი დადგინდა. ამავდროულად,  ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ...

ამბები

ფარულ ჩანაწერებზე დაჭერილი კუდ-ის ოფიცრები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

by | Dec 29

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

ამბები

ასოცირების შეთანხმებით საქართველომ 2017-20 წლებში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს

by | Dec 29

ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება. სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმდებები შედეგს ვერ მოგვცემს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ყოველდღიურად მსოფლიოში ჰაერის დაბუნძურებით 18 000 ადამიანი კვდება.იმ ქვეყნების სიაში კი, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზეა.   ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია  მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის  მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის  დიოქსიდი. საქართველოში ჰაერს ძირითადად ავტოტრანსპორტი, ასევე ენერგეტიკული, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ობიექტები აბინძურებს. მათგან დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ჰაერი განსაკუთრებულადაა დაბინძურებული. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდეც ყველაზე მეტად დაბუნძურებული ადგილები. თბილისში ეს არის ისნის მეტროსა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მელიქიშვილის გამზირი. ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე ზემოქმედება აქვს ისეთ მგრძნობიარე და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ორსულები, ბავშვები, მოხუცები, დაავადებული ადამიანები, ასევე დაბალშემოსავლიანი ჯგუფები. დაბინძურებული ჰაერი მრავალი ...

ამბები

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვს

by | Dec 29

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, დაანებონ ტელეკომპანიას თავი და არხის ქონებას მოეხსნას ყადაღა, რათა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება შეძლონ. 

ამბები

ევროკავშირის წევრობა ასოცირების წილ – პარლამენტის ახალი რეზოლუცია

by | Dec 29

პარლამენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც წინა, 2013 წელს მიღებული დოკუმენტისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ პრიორიტეტად ევროკავშირის წევრობას სახავს და არა ასოცირებას. თუმცა ოფიციალური თბილისი იმასაც აღიარებს, რომ მომავალ წელს "წევრობის დაგეგმვა" არარეალური იქნება.

ამბები

წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა

by | Dec 24

22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III  და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა.

ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

by | Dec 21

32 წლის კაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა, რის გამოც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამბები

ოპოზიცია კრიზისზე ალაპარაკდა

by | Dec 21

ლარის ყოველდღიური კატასტროფული გაუფასურების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მომავალ ოთხშაბთს პარლამენტში იბარებს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი აცხადებს, რომ ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის პასუხისმგებლბოს საკითხი უნდა დადგეს.

ამბები

დენის ტარიფის გაზრდას მარეგულირებელი „რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”

by | Dec 21

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტში სამშაბათს ისაუბრა.  

ამბები

დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ და საქართველო დატოვა

by | Dec 19

„რუსთავი 2“–ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. „პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, რუსთავი 2-ის არხზე, კვირას, საღამოს 9 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს იმედებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ ოცწლიან მეგობრობაში," - აღნიშნა კიკალიშვილმა. პოსტსკრიპტუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მას გიორგი გაბუნია გაუძღვება. კოლეგები დავით კიკალიშვილს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.  

ამბები

გაზის გაჟონვით დაღუპულთა შემთხვევები

by | Dec 15

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ამბები

ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია

by | Dec 14

„ქვეყნის ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამბები

დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ოცნებას“ შორის საკონსტიტუციო კომისიის გამო

by | Dec 12

კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია მომავალ კვირას დაკომპლექტდება. ის 30 აპრილამდე იმუშავებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ამბები

ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ეპოპეა დასასრულს უახლოვდება

by | Dec 10

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE)  უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირა. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ფინალში გავიდა და თბილისში ევროპაში კარის გახსნას ერთმანეთს ულოცავნ კიდეც. 

ამბები

„ნაცმოძრაობა“ მერიას ორთაჭალაში 2 ჰა სკვერის გასხვისებაში სდებს ბრალს, „ოცნებაში“ ამ ფაქტს უარყოფენ

by | Dec 9

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში, 300 არაგველის მონუმენტისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება, სადაც შეიძლება კაფეები და ბარები აშენდეს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს ხელშეკრულება უკეთ წაიკითხოს, რადგან საუბარია დაკიდებული ბაღების მოწყობასა და გამწვანებაზე, ხოლო 2 ჰექტარის გადაცემაზე ხელშეკრულებაში არსად არაფერი წერია.

ამბები

რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია

by | Dec 7

ძირითადი საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან  დედაენის ბაღში და განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე დაიწყება. 31 დეკემბრის გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედანზე და ქუჩები არ გადაიკეტება.

ამბები

„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული

by | Dec 6

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების - მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს. ფოტოგრაფები 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც ჟურნალისტების პერმანენტული აქციები მოჰყვა. რამდენიმე დღეში ფოტორეპორტიორები აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს და 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისინი საქმისათვის გრიფის „საიდუმლოს“ მოხსნას და ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ. პროკურატურაში სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ  ამ საქმეს გრიფი რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა და ფოტოგრაების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით - ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, რადგანაც  მათ მიერ 2011 წლის 26 მაისის მომიტიგეების დარბევაზე გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან  სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და რასაც მოჰყვა ხელისუფლების უკმაყოფილება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ...

ამბები

სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპრემიერის გაზით გაგუდვაზე დასკვნა გაყალბებული არ იყო

by | Dec 5

სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა დასკვნის ავტორი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით დაიღუპა. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუაზე,  რომელიც ორი წლის წინ ექსპერტიზის გაყალბების ბრალდებით დაკავებული იყო და 8 თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. 

ამბები

„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო“ – დარჩიაშვილმა შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ დატოვოს

by | Dec 5

„მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? მე, ალბათ, გავალ პარტიიდანაც“, - დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ლიდერად ისევ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარჩება. ის თანამოაზრეებსაც იგივეს ურჩევს.  

ამბები

მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს მხოლოდ მცირედით ამცირებს

by | Dec 3

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის სისტემატიურად გაუფასურების მიუხედავად, მთავრობა ამ ხარჯების მხოლოდ 10%-იან შემცირების პირობას დებს, რასაც ოპოზიციის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, მივლინებებს, ჯიპებისთვის გადაჭარბებულ ბენზინის ხარჯებს და საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის შექმნილ არაფრის მაქნის  სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს. ორშაბათს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და თქვა, რომ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებსაც ამცირებს. "აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. "ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტით ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება არ მომხდარა და ის მიუღებელია. „ბიუჯეტმა გვანახა, რომ მთავრობა ფუფუნებაზე და გაბერილი ბიუროკრატიის შემცირებაზე არ ფიქრობს. მილიარდნახევრიანი სახელფასო ფონდი 50 მილიონით შეამცირეს მხოლოდ. ვალის ხარჯზე მთავრობა აფინანსებს პირად კეთილდღეობას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ. თბილისის ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება საერთოდ არ იგეგმება. დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში  ადმინისტრაციული ხარჯები ნაწილობრივ ისედაც დაზოგილია. საკრებულოს ოპოზიცია კი  არა მარტო მომავალი წლის, არამედ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ითხოვს ცვლილებას. ამბობენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, ამიტომაც მთელი დარჩენილი ბიუჯეტის ...

ამბები

„ნაცმოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა იგეგმება, სადაც შეიძლება პარტიის ბედი გადაწყდეს

by | Nov 29

„ნაციონალური მოძრაობა“ დეკემბერში (ან იანვარში) ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა პოლიტსაბჭოს წევრებში დაპირისპირებაა იმაზე, რამდენი უნდა იყოს დელეგატთა რაოდენობა და დღის წესრიგში უნდა შევიდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

ამბები

2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 13 ქალია მოკლული

by | Nov 29

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.   

ამბები

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონს არბილებს

by | Nov 28

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის გამო სასჯელი შემსუბუქდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალ პარლამეტში საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ  კანონის გამარტივებით დაიწყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

ამბები

გვარამია ასაჯაროებს ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლეების შანტაჟში ადანაშაულებს

by | Nov 28

30 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მანამდე, ორი დღი ადრე კი,  ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე ხუთ ადამიანს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამ დღეებში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს წაართვან.  

ამბები

დღეს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება

by | Nov 24

თბილისის შემოსასვლელთან ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილი გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ. 

ამბები

„ოცნება“-„ნაციონალების“ პირველი დაპირისპირება პარლამენტში

by | Nov 21

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახალ პარლამენტში პირველი დაპირისპირება უკვე შედგა. კონკრეტულად კი „ნაციონალების“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი შეარჩია.

ამბები

იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი ეყოლება

by | Nov 21

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბარათაშვილმა ოფიციალური განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელით კანცელარიაში უკვე შეიტანა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს. 

ამბები

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა

by | Nov 17

პროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.  

ამბები

საპატრიარქო ნატო-ევროკავშირზე: ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენა გვქონია

by | Nov 16

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც ბრიუსელში 7-11 ნოემბერს ნატო-სა და ევროსტრუქტურებს სტუმრობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღმოჩნდა, ნატო-სა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საპატრიარქოს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.

ამბები

რატომ ძლიერდება რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში? – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

by | Nov 15

მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტების არჩევა ტრაგიკულია, რადგან ეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ინტერესების გაძლიერებას მოასწავებს, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია საუბრობს.

ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება

by | Nov 10

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც.

ამბები

ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები ტრამპის გამარჯვებაზე

by | Nov 9

აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრანპი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მედიასაშუალებები, სოციოლოგიური ცენტრები და პოლიტიკოსები  აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.  

ამბები

მთავრობა 2018-იდან ტექდათვალიერებას აბრუნებს

by | Nov 8

2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ. ამის შესახებ სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ამბები

„ნაციონალები“ მერიას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებს

by | Nov 8

დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.

ამბები

იზორიამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა, ხიდაშელი მას ტყუილში ადანაშაულებს

by | Nov 7

თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის დროს გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება მედიასთან შეხვედრაზე ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გააკეთა. პასუხად ექსმინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა.

ამბები

19 წლის გოგონა და მისი შეყვარებული დედის მოკვლა-დანაწევრებაშია ეჭვმიტანილი

by | Nov 6

19 წლის გოგონა, შეყვარებულთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მტკიცებით, 76 წლის ქალბატონი მათ ჯერ ელექტროშოკით  გაგუდეს, დანა ჩაარტყეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი დაანაწევრეს და  ორი ჩანთით გლდანის ნომერ მერვე ციხის ნაგავსაყრელზე დაწვეს.

ამბები

იმერეთშ ი 15 წლის გოგონაზე ძალადობის გამო მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს

by | Nov 5

იმერეთში მცხოვრები 15 წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას 29 წლის მეუღლე სისტემატიურად სცემდა. დაზარალებულის მშობლების მტკიცებით, გოგონას „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნი და გატეხილი აქვს ცხვირი“.

ამბები

ქონების წართმევაზე 400 საქმიდან მხოლოდ 47 ფაქტია გახსნილი

by | Nov 3

ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა. 

ამბები

ლევან ბერძენიშვილი: „უმრავლესობაში 5-10 მოაზროვნე ადამიანი და 100 აბსოლუტურად უმაქნისი „მეჩაიე დეპუტატი“ იქნება“

by | Oct 31

„მათ შორის არიან ჩვენი სახელგანთქმული და ნაკლებად სახელგანთქმული ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მოჭადრაკეები, მომღერლები - ყველაფერი, პოლიტიკოსების გარდა და სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ, ჭკვიანურს არაფერს გააკეთებენ,“- აცხადებს DFWatch-თან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.

ამბები

უზარმაზარი რიგები სარფის სასაზღვრო პუნქტზე

by | Oct 28

ორი დღეა სარფის სასაზღვრო პუნქტი თურქეთში გადამსვლელებისთვის სრულად ჩაკეტილია. საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქეები, ისიც შეფერხებით, ძალიან ნელი ტემპით, მხოლოდ თურქეთის მხრიდან ახერხებენ. საზღვართან უზარმაზარი რიგებია. თურქეთის მხარე მიზეზად ტექნიკური  ხარვეზს ასახელებს. კერძოდ, თურქეთის საბაჟოს კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას. გაურკვეველია, მიმოსვლა როდის აღდგება.

ამბები

სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციას ბლოკავდა

by | Oct 27

„ჩვენი შიდა ოპონენტები ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მათი ეს სურვილები არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე“,  - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

ამბები

სამხედრო ბაზასთან უცნაურ ვითარებაში 23 წლის კაცია მოკლული

by | Oct 25

კრწანისის სამხედრო საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე  24 ოქტომბერს, გამთენიის 3:30 საათზე უკანონოდ შეჭრის მცდელობის გამო მოკლულია 23 წლის გიგა შენგელია, კიდევ ორ პირს კი ეძებენ. მათი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გუშაგზე თავდასხმა საშიშ და აგრესიულ ხასიათს იღებდა, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება.

ამბები

ეკონომიკურ დაპირებებზე აგებული საარჩევნო პროგრამები

by | Oct 24

გადასახადების შემცირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იაფი კრედიტები, რეგულაციების გამარტივება  - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დაპირებებისა, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების ეკონომიკურ ნაწილში შეხვდებით.

ამბები

ჯარში სავალდებულო გაწვევის საკითხი ნოემბრის დასაწყისში გაირკვევა

by | Oct 22

ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ძალაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივით გაუქმებული სამხედრო სავალდებულო გაწვევა. მოქმედი მინისტრ აცხადებს, რომ ეს ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ამბები

200 ათასი სამუშაო ადგილი – პარტიების მსუყე წინასაარჩევნო დაპირებები

by | Oct 21

დასაქმების საკითხს, ისევ როგორც ყოველი არჩევნების წინ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც პარტიების პროგრამებსა თუ დაპირებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი ეკავა. პარტიები მოსახლეობისათვის ამ საკმაოდ მტკივნეული პრობლემის მოგვარების შესახებ პირობას თამამად დებენ, თუმცა მას არგუმენტებით ნაკლებად ამყარებენ.

ამბები

მოსკოვი თბილისთან 4-წლიანი ურთიერთობით კმაყოფილია

by | Oct 21

"საქართველოსთან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეული ორმხრივი ნორმალიზების შედეგი იმედისმომცემია,“ - რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინს შორს 19 ოქტომბერს პრაღაში შეხვედრის შედეგებს აჯამებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომ გეგმებზეც საუბრობს.

ამბები

საკონსტიტუციო ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა

by | Oct 21

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი პაპუაშვილი ზაზა თავაძემ შეცვალა. მას მხარი პლენუმის რვა მოსამართლიდან 5-მა წევრმა დაუჭირა.  

ამბები

მძიმედ დაჭრილი ტრანსგენდერის უფლებების დასაცავად სასამართლოსთან ორი აქცია გაიმართა

by | Oct 19

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამბები

800-მდე ქართული ფილმის ორიგინალი გადმოგვეცემა

by | Oct 18

რუსეთიდან საბჭოთა პერიოდში გადაღებული ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ამბები

ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნად განიხილება?

by | Oct 18

პოლიტიკიდან დროებით წასული ირაკლი ალასანია შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტური პოსტზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერს განიხილავს.

ამბები

საბურთალოზე დათვის ბელს ჯერ ისევ ეძებენ

by | Oct 18

დათვის ბელი, რომელსაც 17 ოქტომბრის ღამიდან თბილისში ეძებენ, ჯერ ნაპოვნი არ არის. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ,

ამბები

ნოემბერში თბილისიდან სამი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს

by | Oct 18

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი - თურქმენული, რუსული და უკრაინული - ავიაკომპანია შემოდის.  

ამბები

ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს განიხილავენ

by | Oct 13

სულ მალე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და „ქართული ოცნება“ კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელსაც აქტიურად განიხილავს. ჯერჯერობით კულუარებში სამ კანდიდატზე - ირაკლი კობახიძეზე, თამარ ჩუგოშვილსა და გია ვოლსკიზეა საუბარი. 

ამბები

ახალმა პარლამენტმა შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო შეასუსტოს

by | Oct 11

„ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან კონსტიტუციის მთლიანად შეცვლას აპირებს. სამი ცვლილება უკვე დაანონსეს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს და შედეგად არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველ პირი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდება და მთელი ძალაუფლება გადავა პრემიერზე.

ამბები

„ნაციონალები“ ბოიკოტის გამოცხადებაზე ბჭობენ

by | Oct 11

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი მსჯელობაა იმაზე, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებისა. კონკრეტულად ამ ეტაპზე ის განხილვაა, მაჟორიტარების მეორე ტურში  მონაწილეობა მიიღონ თუ არა.

ამბები

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ პირველ რიგში რას შეცვლის

by | Oct 10

არჩევნებში პირველი ტურიდან მიღებული 67 მანდატის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე დამეჯითებით აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 დეპუტატით შევლენ და ამის რეალური შანსი პირველმა ტურმა უკვე აჩვენა.

ამბები

თარგამაძე მკვლელობის მცდელობის მუხლის შეცვლას ითხოვს

by | Oct 7

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი  გივი თარგამაძე გამოძიებისგან მისი მანქანის აფეთქებაზე  „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის ტერორიზმის, სს კოდექსის 323-ე მუხლით გაგრძელებას ითხოვს.

ამბები

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას „ოცნების“ გარდა ყველა პარტია აპირებს

by | Oct 7

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საარჩევნო პროგრამებში თითქმის ყველა პარტია დებს და მეტ-ნაკლებადაც  მიმოიხილავს კიდეც - სახელისუფლებო პარტიის გარდა. მათ პროგრამაში ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირება ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც ამას აპირებენ. თუმცა, კონკრეტულ, ამომწურავ ფაქტებს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პარტია არ გვთავაზობს.

ამბები

არღვევს თუ არა კანონს საარჩევნოდ გააქტიურებული მთავრობა?

by | Oct 6

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობისათვის ახალი პროექტებისა თუ ახალი „სიკეთეების“  შეთავაზება ტრადიცია იყო ყველა წინა ხელისუფლებების დროს და ის  წარმატებით გრძელდება დღესაც.

ამბები

დასაქმება პარტიების საარჩევნო პროგრამებში

by | Oct 6

5 ათასიდან დაწყებული 200 ათასით დამთავრებული - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რაოდენობასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანი, თამამი და, ერთი შეხედვით, მიმზიდველია.

ამბები

მეტი ლოზუნგი და ნაკლები კონკრეტიკა – პარტიების სოცუალური პროგრამების მთავარი „სენი“

by | Oct 6

„ძალიან ცოტაა კონკრეტული დათვლა,  თუ საიდან აპირებენ პარტიები ამა თუ იმ მიმართულების დაფინანსებას,“ - ამგვარი შეფასება მისცა  DFWatch-ის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა  პარტიების წინასაარაჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც  4 ოქტომბერს გაიმართა. 

ამბები

ჯანდაცვა პარტიების პროგრამებში

by | Oct 4

ჯანდაცვა, ესაა თემა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ პროგრამებში ყოველთვის სოლიდურ ადგილს უთმობენ, რადგან იგი განსაკუთრებით საინტერსოა პენსიონერებისათვის, სოციალურად შეჭირვებულებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომლებიც ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით პარტიები მსუყე დაპირებებსაც არ იშურებენ.

ამბები

რუსთავი 2-ს კვლევის შედეგის გაყალბებაში ადანაშაულებენ

by | Oct 3

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „რუსთავი 2”-ს 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული  საზოგადოებრივი კვლევის ცენტრ GFK-ის კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. რამიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობასთან“

ამბები

საკონსტიტუციომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა

by | Oct 1

საკონსტიტუციო სასამართლომ  ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელები დააკმაყოფილა - ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ნორმა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე და ის ნორმა, რის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დანიშნა. სასამართლომ გადაწყვეტილება პარასკევს, 30 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გამოაცხადა.

ამბები

ტყემალაძისა და ხუნდაძის ახლობელ-ნათესავები კომუნიკაციების კომისიაში

by | Sep 29

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ერთ-ერთ სამსახურში, რომელიც მხოლოდ 2 წელია შეიქმნა და სადაც შრომის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, სულ 9 ადამიანი მუშაობს,  მათგან 5 თანამშრომელი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ზურაბ ტყემალაძისა და დიმიტრი ხუნდაძის ოჯახის წევრები და ოჯახის მეგობრები არიან. მათ ხელფასებისა და პრემიების სახით 2015 წელს ჯამში 406 073 ლარი აქვთ მიღებული, თითოეულს თვეში დაახლოებით - 3 700 ლარი.

ამბები

ივანიშვილი: სოციალიზმი, მარქსიზმი კრიმინალური იდეაა

by | Sep 29

„სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ ეს იყო მცდარი და  ამ მცდარ იდეას კიდევ ასეთი მეთოდებით ეწირებოდა ხალხი და რა თქმა უნდა,  ესაა შეფასება. თვითონ იდეა არ იყო ჰუმანური. თეორია დაწერილი იყო, მაგრამ მარქსიზმის თანასწორობა კრიმინალური იდეაა, რაც ყველა  ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც ის იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა,“ - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, რომელიც GDS-ის ეთერით გადმოიცა.

ამბები

„უნიჭო მონტაჟი“ – „ნაციონალების“ შეფასება ფარულ ჩანაწერზე

by | Sep 27

„სახელმწიფო გადატრიალების გეგმა!“ - ამ სახელწოდებით ინტერნეტსივრცეში სამშაბათს დილით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნებისას რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, თავად ჩანაწერში მონაწილე ყველა პირი მონტაჟს უწოდებს.

ამბები

„ოცნებამ“ წინასაარჩევნო აქცია გადაიფიქრა, „ნაციონალები“ – 2-ში თბილისში იკრიბებიან

by | Sep 27

„ჩვენი მხრიდან აქცია დაანონსებული არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება, როცა მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს „ქართულ ოცნებას” დაუჭერს,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.  შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს თბილისში დიდი შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციის გამართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაანონსა და იქვე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია, „ოცნებისგანაც“ მოითხოვა აქციის თარიღის დროულად დასახელება.

ამბები

საქართველოს გავლით ირანი-ბულგარეთის მარშრუტზე მუშაობა დაიწყო, აცხადებენ რკინიგზაში

by | Sep 26

ირანიდან ევროპისაკენ სარკინიგზო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული.

ამბები

პენსიები პარტიების საარჩევნო პროგრამებში

by | Sep 24

პენსიები ის თემაა, რაზეც დაპირებებსაც წინასაარჩევნოდ  პოლიტიკური პარტიები ყველაზე მსუყედ გასცემენ. მათი უმეტესობა  პენსიის მომატების პირობას დებს. ზოგიერთი, უფრო თამამი პარტია, ხალხს ამის გაკეთებას 2016-2017 წლებშივე ჰპირდება. ზოგიერთი პარტია კი პენსიის გაზრდაზე არ საუბრობს და მხოლოდ სისტემის რეფორმას მიიჩნევს საჭიროდ. მათი უმეტესობა დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გეგმავს, თუმცა ვადასთან და დეტალებთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს. „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პროგრამაში აღნიშნულ თემას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია. იგი ერთ-ერთი იმ მცირე პარტიათაგანია, რომელიც მოსახლეობას პენსიის გაზრდას არ პირდება. პარტია საპენსიო რეფორმის გატარებას აპირებს, რომლის მიზანიც კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაა. აღნიშნულია, რომ კერძო საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს  შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. გარდა ამისა, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ  კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას ნიშნავს, მათი აზრით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება. ეს ყველაფერი კი, მათი გათვლით, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის გამონთავისუფლებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, 10-15 ათასი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება. ამაზე პროგრამაში მეტი არაფერია ნათქვამი და მათ გეგმებთან დაკავშირებით მეტი ...

ამბები

ომბუდსმენის მიერ დასჯილი თანამშრომელი სასამართლომ გაამართლა

by | Sep 23

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ძვირადღირებული მანქანების შესწყიდვის გასაჯაროვების გამო გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ილია ჭანტურიამ ომბუდსმენის აპარატს დავა მოუგო და სასამართლომ ომბუდსმენს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ამბები

სასამართლომ გელაშვილის ცემაზე მერაბიშვილსა და კოდუას განაჩენი გამოუტანა

by | Sep 23

პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 2-წლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ხუთშაბათს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

ამბები

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია კვლავ გადაიდო

by | Sep 22

„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული.

ამბები

ბურჭულაძის პარტიას წევრები ისევ მასობრივად ტოვებენ

by | Sep 22

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წყალტუბოში ხუთშაბათს დილით 30- მდე ადამიანმა დატოვა, ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს კი პარტიის შტაბი ყველა, 60-ვე წევრმა დატოვა მესტიაშიც.   

ამბები

„ოცნების“ მეორანდუმს ხუთი პარტია უერთდება, ოთხი – არა

by | Sep 22

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი ოთხშაბათს დილით გაასაჯაროვა და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტი ხელმოსაწერად მალე პარტიებს გადაეგზავნებათ. ხოლო თუ ვინმე მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.

ამბები

ბათუმში 3 წლის უკრაინელი გოგონას გადარჩენისას ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა

by | Sep 22

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში,  საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში ოთხშაბათს დილით 11 საათზე  3 წლის გოგონა  ჩავარდა, მის დასახმარებლად კი აუზში მამა და 22 წლის მამაკაცი ჩავიდნენ,  რა დროსაც სამივე მათგანს დენმა დაარტყა.

ამბები

პროკურატურა: 26 მაისის დარბევაზე კუდ-ს თითქმის მილიონამდე პრემია მისცეს

by | Sep 20

პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, აქციის დარბევასა და მომიტინგეების მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

ამბები

ბურჭულაძე – ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს გვიჭერენ

by | Sep 20

„ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას,“- ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა სასტუმრო „რედისონში“ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარტიის წევრების მიმართ წნეხსა და თვალთვალზე საუბრის გარდა პაატა  ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. მან ექსპრეიერს მატყუარა უწოდა და უსაფუძვლო პირადი შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოითხოვა: „ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა“.

ამბები

„ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

by | Sep 20

„ქართული ოცნება“ მორიგ პროვოკაციაში კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. ამჯერად, ცეცხლასროლი იარაღით დაგეგმილ პროვოკაციაზეა საუბარი და როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ნაციონალების“ სამი აქტივისტი კვირას გამთენიისას იარაღით შევიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში, საბურთალოს რაიონში.

ამბები

პარტიების საარჩევნო პროგრამები

by | Sep 18

პოლიტიკურ პარტიებს ტრადიცია არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დაურღვევიათ - საარჩევნო პროგრამისათვის დიდი მნიშვნელობა  არც ამჯერად მიუნიჭებიათ. 

ამბები

ალასანიას პარტია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ქცევაზე მემორანდუმი მათი იდეაა და არა კვირიკაშვილის

by | Sep 16

„თავისუფალი დემოკრატები“  ამტკიცებენ, რომ არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური მემორანდუმის გაფორმების იდეა მათ ეკუთვნით და არა პრემიერ-მინისტრს.

ამბები

11 ადამიანი თბილისში გაზით მოწამვლას უჩივის

by | Sep 14

ოთხშაბათს, თბილისის ქუჩებში არსებული გაზის მკვეთრ სუნის გამო, რომელიც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  მტკიცებით, სრულიად უსაფრთხო იყო, 11 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

სპორტი

ორი ქართველი მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა

by | Sep 14

13 სექტემბერს თბილისში დაწყებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50 კგ წონით კატეგორიაში) და ლერი აბულაძე (54 კგ წონით კატეგორიაში). ლერი აბულაძე 2014 წლის ვერცხლის პრიზიორიცაა.

ამბები

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს 15 მილიარდ რუბლს გამოუყოფს

by | Sep 14

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს 2017-2019 წლებში 15 მილიარდ რუბლამდე (230 მლნ დოლარი) დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამბები

„რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ – ისევ ბიძინას ფავორიტები

by | Sep 12

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიციიდან პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ მისი ფავორიტები არიან - რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“. ამის შესახებ ექსპრემიერმა ორშაბათს, ქუთაისში, GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ისაუბრა.

ამბები

კვლევა: რა ხარვეზებია კანონმდებლობაში მტკიცებულებების მოპოვების პროცესში

by | Sep 12

მტკიცებულებების მოპოვების პროცესსა და ამ მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს ორშაბათს,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც  ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

ამბები

როგორია და როდიდან მიიღებს სტუდენტებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

by | Sep 12

ქუთაისში მშენებარე 60 ათას სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ცენტრის პრეზენტაცია მუხრანის ტყეში ორშაბათს გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს იქნება უდიდესი, ყველაზე თანამედროვე და უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი  მთელს რეგიონში.

ამბები

უსუფაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, როცა პარტიები პენსიონერებს პენსიების გაზრდას ჰპირდებიან

by | Sep 9

პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა საპენსიო პროგრამაზე უნდა გადავიდეს. მისი ცნობით, სწორედ ამას გულისხმობს პარტიის საპენსიო პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობენ და არა პენსიის 5-10 ან 15 ლარით მომატებას.

ამბები

ივანიშვილი: „ნარმანია არის ძალიან… კარგი მენეჯერი, შეადარეთ წინანდელი და დღევანდელი თბილისი“

by | Sep 8

„არც ნარმანია არაა უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შეეშალა, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს“, - ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობა დადებითად შეაფასა, მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა, „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ მოიხსენია. 

ამბები

ივანიშვილი: „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები საგარეო კურსზე კითხვებს აჩენს

by | Sep 8

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი  აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა გამოკვეთილი არ არის და ამ პარტიის წევრებს ურჩევს, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია და დააზუსტონ, რა უნდათ და საით უნდათ ქვეყნის წაყვანა. 

ამბები

რა ფუნქციები ექნება „ჭკვიან ბეჭედს“ რომელსაც ქართველი სტუდენტები ამზადებენ

by | Sep 8

საფულის შემცვლელი ჭკვიანი ბეჭედი - პროექტი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 4 სტუდენტს ეკუთვნის (მათ გარდა პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი), სტარტაპ საქართველოს 20 გამარჯვებულს შორის მოხვდა და 100 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. 

ამბები

ბათუმში მოჭიდავის დაკავებას მისი ახლობლების პროტესტი მოჰყვა

by | Sep 7

იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით სამშაბათს, 8 სექტემბერს ღამით ბათუმში 27 წლის მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილის დაკავებას მისი ახლობლების დიდი პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციამ დაკავებულს იარაღი ჩაუდო და ფიზიკურადაც გაუსწორდა, რის შედეგადაც სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ დაკავებული საავადმყოფოში მიეყვანათ.  

ამბები

5-6-კაციანი „საჰაერო ტაქსი“ ნოემბრიდან ამუშავდება

by | Sep 7

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა ნოემბრიდან უკვე ე.წ. საჰაერო ტაქსით იქნება შესაძლებელი. „საჰაერო ტაქსების“ პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა DFWatch-ს საუბრისას თქვა, რომ  კომპანიამ ამერიკული კომპანია Beechcraft-ისგან უკვე შეიძინა ერთი თვითმფრინავი, რომელიც 5-6 მგზავრზეა გათვლილი და ფრენებს სავარაუდოდ, სწორედ ნომბრიდან განახორციელებს.

ამბები

უსუფაშვილი: ბატონი ბიძინაც ჭორების მანქანის მსხვერპლი აღმოჩნდა

by | Sep 6

„ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები,“ - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  სამშაბათს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი და მისი პარტიის მიმართ გურიაში წინა დღით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

Uncategorized

20-მა არასამთავრობომ კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ დააფუძნა

by | Sep 5

როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია. პრეზენტაცია ორშაბათს, 12 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართა. კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამოქალაქო განვითარების სააგენტო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო საქართველოს ატლანტიკური საბჭო საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მწვანე ალტერნატივა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი მედიის განვითარების ფონდი საქართველოს გაეროს ასოციაცია საზოგადოება და ბანკები საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი ხმა საქართველოდან

ამბები

„ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მომზადებაში სდებს ბრალს

by | Sep 5

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებებისა და არეულობის  პროვოცირებას გეგმავს. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.

ამბები

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობა 2017-ის მაისში დასრულდება

by | Sep 4

უნივერსიტეტის  მაღლივ კორპუსთან 23-ე მეტროსადგურის - „უნივერსიტეტის“ - მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება. ახალ სადგურს სულ  4 ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

ამბები

ქართველი გამომგონებლის მიერ შექმნილი ხინკლის მოსახვევი აპარატი

by | Sep 4

აპარატი, რომლითაც წუთში 8-9 ხინკლის მოხვევაა შესაძლებელი, თბილისელმა, წარმოშობით მოხევე მამა-შვილმა ომარ და ლადო მარსაგიშვილებმა გამოიგონეს. ლადო მარსაგიშვილი DFWatch-თან  ამბობს, რომ ამ აპარატის შექმნას დიდი დრო დაჭირდა, რამდენიმე წელი. პატარა, პორტატულ აპარატზე მუშაობა, დაახლოებით, 5-6 წლის წინ დაასრულეს და იმავე პერიოდში, ეს აპარატი ქართულ გამოგონებებს შორის გამარჯვებულიც გახდა.

ამბები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 6 პარტიის დაჯარიმებას მოითხოვს

by | Sep 3

აუდიტის სამსახურმა ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა და წინასაარჩევნოდ სხვა გადაცდომებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის საუბარია რიმა ბერაძის, ლევან ვარშალომიძის და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე .

ამბები

გალში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა

by | Sep 3

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო და გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლა კიდევ უფრო შეიზღუდა. თუ ზოგიერთ სკოლაში რუსულად სწავლება აქამდე მე-4 კლასის ჩათვლით ხდებოდა, ახლა ეს წესი მე-5 კლასზეც ვრცელდება. ასევე კონტროლდება ის, რომ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ქართულად სკოლის კლუბებსა და ეზოშიც კი არ ისაუბრონ, არც ქართული სიმღერა და ცეკვაა საჯაროდ ნებადართული. გალში ქართველებისთვის საუბარი მხოლოდ მეგრულად და რუსულადაა დაშვებული.

ამბები

რა გახდა ქედას საკრებულოს სხდომიდან ქალი დეპუტატების დათხოვის მიზეზი?

by | Sep 2

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც დეპუტატებს მოუწოდებს თავი შეიკავონ   სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისაგან.

ამბები

ისანში სასტუმროს ეზოში ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

by | Sep 2

18 ადამიანი დაშავდა ისანში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ე.წ. ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად.  შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა.  შეჯახებისას ავტობუსს, დაახლოებით, 20  მგზავრი გადაჰყავდა. როგორც DFWatch-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არ იმყოფებოდნენ. 18-ვე მათგანი, 11 კაცი და 7 ქალი, არმიანცის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს.  

ამბები

რა ფასად შეძლებენ გლეხები ყურძნის ჩაბარებას წელს?

by | Sep 2

კახეთში „რთველი 2016“ უკვე დაიწყო. ამ დროისათვის მხოლოდ, დედოფლისწყაროსა და წნორში 1 850 ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 750 ტონა რქაწითელი და 1110 ტონა საფერავი.  

ამბები

ივანიშვილი: „ოცნებას“ პარლამენტში საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება

by | Sep 2

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ 90-ზე ნაკლები ადამიანი შევიდეს.

ამბები

ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ბურჭულაძის გაერთიანებაა

by | Sep 1

როგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, მისდა გასაოცრად, „ქართული ოცნების“ ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა, ერთი თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძე, „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ. 

ამბები

ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტის კომიტეტში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება

by | Sep 1

EU diplomats still expect a final decision in EP/Council on visa lib for #Georgia & #Ukraine in Oct with visa free travel on 1 Jan 2017 — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 23, 2016 საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ლონდონიდან, კლოდ მორაესმა დაუდასტურა.

ამბები

ქარის პირველი ელექტროსადგურის პირველი ტურბინა უკვე დამონტაჟდა

by | Sep 1

საქართველოში  ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ქარის ენერგიის გამომმუშავებელი პირველი ტურბინა გორში, ტელერადიო ანძის სიახლოვეს, 31 აგვისტოს, ოთხშაბათს უკვე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ა/ო ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

ამბები

ივანიშვილი: „ხელისუფლება კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ, მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება“

by | Sep 1

„პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ვაჩვენე. ის პროცესი ჩემგან მართული რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ასეთი ლამაზი შედეგი ვერ დადგებოდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს  ტელეკომპანია GDS-ის  ახალ პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, რომელიც 1 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

ამბები

ბურჯანაძე: „პუტინი არ არის საქართველოს მტერი“

by | Sep 1

„პუტინი არ არის საქართველოს მტერი, პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები არიან და არც არავის მეგობრები,“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეი ნინო ბურჯანაძე, რომლის საარჩევნო დაპირებაა, კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება აიკრძალება, რაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარის თქმას გულისხმობს.

ამბები

თურქულმა ხომალდმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა შეწყვიტა, ოჯახის წევრები აქციების გეგმავენ

by | Aug 31

„თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში ოთხშაბათს მას შემდეგ გააკეთა, რაც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, შავ ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მეზღვაურის ძებნის შეწყვეტაზე, დაკარგულებისოჯახის წევრების დიდი პრტესტი მოჰყვა.

ამბები

პენსია 250-300 ლარი, სოცდახმარების გაორმაგება – პარტიების გულუხვი სოციალური დაპირებები

by | Aug 31

„დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ კი  სოციალურ დახმარებას ერთ მილიონ ადამიანს მივცემთ,“ - ასეთია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. თანაც, მისი ტქმით, ეს არსებული ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება.

ამბები

მთავრობაში ამბობენ, რომ „იანდექს ტაქსიზე“ „ჩამოყალიბდებიან“

by | Aug 30

ტაქსის ონლაინ-გამოძახების უმსხვილესი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი” თბილისში უკვე ერთი კვირაა რაც შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოყვანისას „იანდექსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო დატანილი და ამის გამო თბილისში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება არ ცხრება, ოფიციალური თბილისის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებები კეთდება იმაზე, რომ „ამ მიმართულებას სწავლობენ“ და ჩამოყალიბდებიან, რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს.

ამბები

მთავრობა მცხეთიდან რუსეთის საზღვრისკენ ავტობანის მშენებლობას გეგმავს

by | Aug 30

„მომავალი 4 წლის განმავლობაში მცხეთიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით ავტობანის მშენებლობას ვგეგმავთ,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამბები

რატომ ვერ მოხერხდა სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის დაკავება ?

by | Aug 30

სოფელ დაფნარში  7 აგვისტოს გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ის მიმალვაში იმყოფება, მაგრამ საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ამბები

ირაკლი კობახიძე : ტელესივრცეში ბილწსიტყვაობა ძალიან მალე აღიკვეთება

by | Aug 30

„ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან,“ - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

ამბები

აჭარაში ერთი უცხოელი ტურისტი დღეში, საშუალოდ, 450 ლარს ხარჯავს

by | Aug 29

უამინდობა, პატრულთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა - ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც აჭარაში ჩასულ ტურისტებს ყველაზე ხშირად აწუხებს. ამის შესახებ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის  (2016 წლის იანვარ-მარტი) შედეგებშია საუბარი.

ამბები

რესპუბლიკური პარტიის „9 მუზა“ არჩევნებში

by | Aug 26

„თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა“, - ამ სიტყვებით წარადგინა რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის 9 ქალი კანდიდატი ოთხშაბათს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

ამბები

„მაიმუნ ვირიშვილზე“ ნარმანია ბოდიშს იხდის

by | Aug 25

თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტის ირაკლი კუპრაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო საზოგადოებასა და ამომრჩეველს ბოდიშს უხდის. კერძოდ, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო  მერიაში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ნარმანიამ კუპრაძეს შემდეგი სიტყვებით  „მაიმუნო ვირიშვილო“ მიმართა. მერის ეს სიტყვები სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკისა და ქილიკის საგანიც გახდა.

ამბები

10 მკვლელობა და ძალადობის 700-მდე ფაქტი: 2016 წლის 6 თვის ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

by | Aug 25

ინფორმაციის უქონლობა, სტიგმა, დისკრიმინაცია და სამართალდამცველთა არასათანადო დამოკიდებულება - ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ოჯახში ძალადობის წინაპირობად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მიუხედავად ამ კუთხით წამოწყებული მნიშვნელოვანი კამპანიებისა, პრობლემა ისევ მწვავეა და მის გადასაჭრელად ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.

ამბები

პარტიზანები მერიასთან შიმშილობას აგრძელებენ

by | Aug 25

მოძრაობის „პარტიზანი მებაღეობა თბილისში“ წარმომადგენლები თბილისის მერიასთან ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებისა და სამსახურის სტრუქტურის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ.

ამბები

ანექსირებულ ყირიმში და საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე რუსეთი სარაკეტო წვრთნებს ატარებს

by | Aug 24

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო-სარაკეტო წვრთნები „კავკაზ-2016“ დაიწყო. სწავლება მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმში და სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.

ამბები

იზორია: დაკარგული სამხედროების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება

by | Aug 24

შავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-8 დღეა უშედეგოდ ეძებენ. თავდაცვის სამინისტრო კი საქმეში შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს. მინიტრ ლევან იზორიას თქმით,  „საქმის გამოძიებაში გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც დანაშაულის ნიშნები ნათლად ჩანს“.

ამბები

7 დღეში 3 ავარია, 7 დაღუპული

by | Aug 23

ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი სამი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა.

ამბები

ISFED: 2012 წელთან შედარებით შემცირებულია შანტაჟი და ცემა, გახშირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები

by | Aug 23

2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ცემისა და მუქარის ფაქტები შემცირებულია, თუმცა წელს აქტუალური გამოწვევა გახდა ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები, -  DFWatch-თან საუბრისას  წინასაარჩევნო გარემოზე და დარღვევებზე საუბრობს  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. ორგანიზაცია სამშაბათს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე, 30-გვერდიან შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 40-მდე დარღვევის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი. მიხეილ ბენიძე: წლევანდელი საარჩევნო ციკლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია, რაზეც ჩვენ ორგანიზაციას არაერთხელ მოუწია განცხადებების გაკეთება. ეს ხდება, როგორც „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასევე ოპოზიციიდანაც. მაგალითად თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის მიერ ჩუღურეთის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება; ასევე ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა. ოპოზიციური პარტიებიდან გახმაურებული იყო „ცენტრისტების“ შემთხვევა, სადაც ბევრი სხვადასხვა დარღვევა იკვეთებოდა, მათ შორის ამომრჩევლებთან ხელშეკრულების დადებაც. ასევე იყო ლევან ვარშალომიძის მხრიდან „სოციალური სახლების პროგრამაზე“ გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებებიც, რომელიც უფასოდ საცხოვრებლების გადაცემას გულისხმობდა. ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდანაც ხდება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება. ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები და ხელშეკრულებების დადების დაპირებები, ეს მანკიერი ტენდენცია სამწუხაროდ შეინიშნება და ამით ამომრჩევლის ნებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ხდება. ასევე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო ...

ამბები

ბურჭულაძის პარტია ჟურნალისტმა მერაბ მტრეველმა დატოვა

by | Aug 23

ამის შესახებ,  მეტრეველმა ორშაბათს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  წასვლის მიზეზად კი პარტიასთან ყოფილი „ნაციონალების“ გაერთიანება დაასახელა.

სპორტი

„ზომიერად“ წარმატებული ოლიმპიადა

by | Aug 22

31-ე ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში  კვირას, 21 აგვისტოს დასრულდა. 7 მედალი - აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ოლიმპიადა და მედლების რაოდენობის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი, კერძოდ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის შედეგი, გაიმეორა. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველმა სპორსტმენებმა რიოში ორი ოქროს მოპოვება შეძლეს, ლონდონში კი მხოლოდ ერთს დასჯერდნენ. საერთოდ, ოქროს მედლებით ყველაზე ნაყოფიერი პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა იყოს, საიდანაც ქართველებმა სამი ოქრო ჩამოიტანეს.

ამბები

სუს-ი აცხადებს, რომ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქება აღკვეთა

by | Aug 22

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აცხადებს, რომ რამდენიმე პირი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა. დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 5 ტერაქტს გეგმავდა, ორი - კი ამ ფაქტს მალავდა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი  ფოთის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. ნფორმაცია ორშაბათს დილით სუს-ში გამართული სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. „სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ., ვლადიმერ რ., მინდია ვ., ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა,”- განაცხადა ბრიფინგზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა. ამ 5 ადამიანის გარდა დაკავებულია კიდევ ორი. ერთს -  ირაკლი.ბ-ს ადანაშაულებენ დანაშაულის დაფარვაში, ხოლო მეორეს - ლევან.მ-ს, პატრულის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაკავებული პოლიციელი ფოთელი ლევან მამფორიაა, რომელიც შესაძლოა იყოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავი, თუმცა ბრიფინგზე გამომძიებელმა მოთიაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მან გაკვრით ახსენა მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა უკრაინიდან7 ჯერჯერობით დაუდგენელია. დეტალები გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. საჯაროვდება მხოლოდ ...

ამბები

ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს მე-4 დღეა, ვერ პოულობენ

by | Aug 19

შავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში  შაბათიდან შესაბამისი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი თურქეთის საზღვაო ძალების ერთი ხომალდიც ჩაერთვება.

ამბები

კობა თურმანიძე: ბურჭულაძის გამოჩენამ დიდწილად „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა

by | Aug 19

4-პარტიული ახალ გაერთიანებას „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მექანიკურ გაერთიანებად აფასებს კავკასიის კვლევითი რესურსების (CRRC) ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის თქმით, მკვლევარისთვისაც რთულია გაარკვიოს, რა საერთოა ამ ახალ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის, როგორ მონახავენ ისინი საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ.

ამბები

„ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდს მაჟორიტარ კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

by | Aug 19

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ამბები

ბურჭულაძეს ვაშაძე-ჯაფარიძე-„ახლები“ შეუერთდნენ

by | Aug 19

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს გუშინ „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ შეუერთდა და შეიქმნა ახალი პლატფორმა სახელწოდებით -  „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის ლიდერი და პირველი ნომერი მსოფლიო ბანი იქნება. ამავე დროს, საარჩევნო სიის დიდი ნაწილი სწორედ ბურჭულაძის პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.

ამბები

საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება

by | Aug 19

მძღოლებს,  სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება.

ამბები

ბურჯანაძე „უბლოკო სტატუსის“ განსახილველად რუსეთის დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

by | Aug 18

ნინო ბურჯანაძე 18 აგვისტოს მოსკოვიდან დაბრუნდა და როგორც თავად განაცხადა, რუსეთის დედაქალაქში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიმღებ პირს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხი კი მის ინიციატივას - უბლოკო სტატუსს ეხებოდა.

ამბები

პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმრების წამებაზე 60 კაცია გასამართლებული, 16-ს პატიმრობა მიესაჯა

by | Aug 18

პროკურატურა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ციხეებში პატიმრების ცემა-წამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამბები

სამტრედიის პროკურატურაში დემურ სტურუას ოჯახის წევრები დაკითხეს

by | Aug 15

სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას მშობლები ორშაბათს, ახალგაზრდას თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაკითხეს. გამოძიება გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა, რომელშიც წერია, რომ თვითმკვლელობა გაუსაძლისმა შანტაჟმა აიძულა.

ამბები

რა ეტაპზეა და როდისთვის დასრულდება თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა

by | Aug 15

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ის წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება,  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, უთხრეს DFWatch-ს  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაო მიდის.

ამბები

სინოპტიკოსები ბათუმში შტორმის განმეორებას არ ელოდებიან

by | Aug 15

ბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის 4-ბალიანი შტორმის შემდეგ ზღვაზე ბანაობა ორშაბათსაც აკრძალულია.

ამბები

მკვლელობა საკუთარ კაბინეტში, ხიდების აფეთქება, სანაპიროს დანაღმვა – რა დანაშაულისთვის მისცეს აბაშიძეს 15 წელი

by | Aug 13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს (1991-2004 წლებში) ასლან აბაშიძეს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 6 მაისს  საპროტესტო გამოსვლების შედეგად რუსეთში გაიქცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 25 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის.

ამბები

ელექტრონულ რეცეპტებს რაიონებში დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან

by | Aug 12

11 აგვისტოდან ელექტრონული რეცეპტების პროგრამა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ექიმი პაციენტს დანიშნულების მიცემისას სარეცეპტო მედიკამენტებს ელექტრონულად გამოუწერს, რაზეც წვდომა ქსელში ჩართულ ყველა აფთიაქს ექნება, პაციენტებს კი ფურცლების ტარება არ დასჭირდებათ.

ამბები

ბათუმის სტრიპტიზ-კლუბის კონფლიქტით არც შსს ინტერესდება და არც ტურიზმის დეპარტამენტი

by | Aug 12

ერთ ფინჯან ჩაიში გადახდილი 500 ლარიანი ჩეკის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია ჯანჯღავამ გაავრცელა, კვლავ განხილვის თემაა. საუბარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო კლუბზე „დუბაი“, სადაც საქართველოში დასასვენებლად მყოფ არაბ ბიზნესმენს, როგორც თავად ამბობს, ფინჯან ჩაიში 500 ლარი იძულებით, მუქარით გადაახდევინეს.

ამბები

კონსერვატიული ჯგუფები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ერთიანდებიან

by | Aug 11

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასა და დიდ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პლუს, სასამართლოშიც აპირებენ სარჩელის შეტანას გიორგი მარგველაშვილის მიერ რეფერენდუმის არდანიშვნის უკანონობის დასამტკიცებლად.

ამბები

კუს ტბის საბაგირო სექტემბერში ამოქმედდება

by | Aug 11

კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც მას ვაკის პარკთან აკავშირებს და 7 წლის მანძილზე გაჩერებული იყო, სექტემბრიდან ხელახლა ამოქმედდება. ამის შესახებ DFWatch-თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გვანცა ფოცხვერიამ უთხრა და აღნიშნა, რომ საბაგირო თავიდან სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რაც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

ამბები

საქართველოს ციხეებში ტერორიზმით ბრალდებით 11 ადამიანი იხდის სასჯელს, ერთი განაჩენს ელოდება

by | Aug 11

ტერორიზმის ბრალდებით 2015 წლის ნოემბერში დააკავებული პანკისელი დავით ბორჩაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს დამნაშავედ ცნო სს კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამბები

მარგველაშვილი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარს აცხადებს

by | Aug 10

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქორწინების განსაზღვრების კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამაზე განცხადება 9 აგვისტოს, ღამის 20 საათზე გიორგი მარგველაშვილმა თავის რეზიდენციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზებიც ახსნა.  

ამბები

„ოდეერების“ საკითხი კვლავ გააქტიურდა

by | Aug 10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად  დანიშვნის შემდეგ, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის, ანუ სუს-ის მხრიდან სხვადასხვა უწყებაში საგანგებო დავალებით ჩანერგილი პირების, თემა.

ამბები

გენშტაბის უფროსი : სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, მინისტრი გაწვევის გაუქმების სისწორეში დაარწმუნოს

by | Aug 8

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.

ამბები

ხიდაშელი : იმედი მაქვს, სავალდებულო სამსახური ყველა უწყებაში გაუქმდება

by | Aug 8

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ მის მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ამბები

თავდაცვის სამინისტრო გაწვევის გაუქმებაზე ხიდაშელის გადაწყვეტილებას სწავლობს

by | Aug 8

თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა ძალაში მისი წინამორბედის მიერ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 

ამბები

ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე კონფერენცია გაიმართა

by | Aug 6

ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარება განიხილეს პარასკევს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი- მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელსაც სამინისტროების, საელჩოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტი

საქართველოს რიოში 8-9 მედლის იმედი აქვს

by | Aug 6

პარასკევს რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების  გახსნის ცერემონიალი გამართება. ამავე დროს, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა სამშაბათს, 2 აგვისტოს უკვე აღიმართა. რაც შეეხება გახსნის ცერემონიალს, ქართული დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი,  81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

ამბები

თელავში პრორუსული მოძრაობის ყრილობა ჩაიშალა

by | Aug 5

„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი  ყრილობა, რომელიც ხუთშაბათს, 4 აგვისტოს (გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი რომელმაც მოქალაქეს სილა გაარტყა, პოლიციამ დააკავა.   

ამბები

ფატალური დაპირისპირება წალკელი პოლიტიკოსების ოჯახებს შორის – მოკლულია ერთი ადამიანი

by | Aug 5

წალკაში ორ ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად  23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა,  54 წლის კაცი  კი დაიჭრა. შეტაკებაში მონაწილე ორი პირი -  ანდრიკ თამარიანი და ჰაიკ მელტონიანი - უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირება  პირადი კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა.

ამბები

სუს-ი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აღკვეთას მოითხოვს

by | Aug 5

მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ მიერ ხუთშაბათს თელავში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) შს სამინისტროს ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მიმართა, რომ  არ დაეშვა ორგანიზაციის მხრიდან კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით („თავისუფალი ქარტია“ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

ამბები

ბურჯანაძის პარტიაში უკრაინის მიერ მის ნონ-გრატად გამოცხადებას უარყოფენ

by | Aug 4

რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსი,  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე  ნინო ბურჯანაძე უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებსაიტი ავრცელებს.

ამბები

უფლებადამცველები 16 წლის გოგონას გაუპატიურების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობენ

by | Aug 4

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მარნეულში არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევის არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია  8 ივლისს მომხდარ 16 წლის გათხოვილი, ორსული გოგონას გაუპატიურებაზე. მისი ოჯახის წევრების ცნობით, გოგონაზე ოჯახის ნათესავმა და მეზობელმა, 47 წლის მამაკაცმა დანის მუქარით   იძალადა.

ამბები

„ოცნება” და „ნაცმოძრაობა” ერთმანეთს „საკონსტიტუციო რევოლუციის“ მოწყობას აბრალებენ

by | Aug 4

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, პოლიტიკური ძალების მხრიდან ურთიერთ-ბრალდებები გრძელდება. როგორც ოთხშაბათს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, გია ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ განაცხადეს,  "ქართული ოცნების“  შეფასებით, სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობას ცდილობდა. “საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომლებიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. მაგალითად,  “რუსთავი 2“-ისა და ე.წ. “კაბელების საქმეზე“. როგორც ჩანს, არსებობდა წინასწარი შეთანხმება სარჩელის შემომტანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლესა თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებით გასაჩივრებული მუხლების მითითებით იმ ნორმების გაუქმება მომხდარიყო, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად,“ - აღნიშნა ბესელიამ. თავის მხრივ ამ ბრალდებას "უტიფარს" უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, იურისტი ოთარ კახიძე და აღნიშნავს, რომ  „გაუმართლებელია "ნაციონალური მოძრაობის" დადანაშაულება იმაში, რასაც ”ქართული ოცნება” თავად აკეთებს“. ”ყველასთვის ნათელია, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოსამართლეებზე განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მოსამართლეებმა მოითხოვეს საქმეების განხილვის უფლება პროკურატურას გადასცემოდა, ამით პრაქტიკულად ქმედუუნაროდ გამოაცხადეს საკუთარი თავი. ეს შედეგი იყო იმ თავდასხმისა, რომელიც სასამართლოზე განხორციელდა და რომლითაც  კანონში ცვლილებები მიიღეს,“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ...

ამბები

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა, კიდევ ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

by | Aug 1

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანი ბუაძე კვირას  საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება, კიდევ ორ დაშავებულს - საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობას, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულნი. ამის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ.

ამბები

“ბილთმორ თბილისი” – როგორ აშენდა საქართველოს ყველაზე ძვირი სასტუმრო

by | Aug 1

სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ (The Biltmore Hotel Tbilisi), რომელიც თაბიკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იმელის შენობის უკან 31 ივლისს გაიხსნა, სტუმრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ამის შესახებ DFWatch-ს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ნინა ასათიანმა უთხრა.

ამბები

ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

by | Jul 30

პირველი ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება, ამის შესახებ DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა.

ამბები

რას გულისხმობს მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი ?

by | Jul 29

მიწის რეგისტრაციის კანონი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა და რომლითაც მოქალაქეებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ მიწის დარეგისტრირება, 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

ამბები

საქართველოში „დისქავერი ჯორჯია“ იწყებს მაუწყებლობას, რომელიც Discovery-სთან კავშირში არ არის

by | Jul 28

დეკემბრიდან საქართველოში ახალი შემეცნითი არხი „დისქავერი ჯორჯია“ დაიწყებს მაუწყებლობას. როგორც DFwatch-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს, ეს ახალი არხი ცნობილ ამერიკულ ქსელთან Discovery, რომელიც ძირითადად სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმებზეა ფოკუსირებული,  კავშირში არ არის. თუმცა,  შინაარსით და სამაუწყებლო კონცეფციით მისი მსგავსი იქნება.

ამბები

92% C ჰეპატიტისგან  სრულად განიკურნა: ჯანდაცვის მინისტრი

by | Jul 28

„5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან“, - ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრისგან მანაც და მთელმა გუნდმაც, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს, მადლობა დაიმსახურა.  ამავე დროს, როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 28 ივნისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ქართველებს საამაყო გვაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს და ჯანდაცვის მინისტრს წარმატებული პროგრამის სტატისტიკაზე საუბარი სთხოვა. პროგრამის სტატისტიკაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ 5 ათასზე მეტმა პაციენტმა მკურნალობა უკვე დაასრულა 92% განიკურნა, პროგრამა ბოლო სამი თვეა კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე გადავიდა და პაციენტების ნაკადიც გაიზარდა. მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა განხორციელებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, „ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო ამ პროექტში, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე, ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 92% სრულად ...

ამბები

ცვლილებები „იმედში“: ტრაპაიძე მიდის, სიჭინავა „პოლიტიკას“ წაიყვანს, ლეჟავა – „ქრონიკას“

by | Jul 28

ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებების გრძელდება. ამჯერად, არხი შაბათის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ წამყვანმა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ დატოვა.

ამბები

აფხაზეთის „პრემიერი“ და „გენპროკურორი“ სახლში გაუშვეს

by | Jul 27

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ და გენპროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობები დაკარგეს. ჯერ სამშაბათს, 26 ივლისს მიქვაბიამ მოიწვია ე.წ. მთავრობის საგანგებო სხდომა და წასვლაზე განცხადებაც გააკეთა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მალევე დააკმაყოფილა, შემდეგ კი  27 ივლისს ლომიამ დაწერა განცხადება წასვლაზე, რის შემდეგაც  ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს ლომიას გათავისუფლების წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.

ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეთა მეუღლეების და გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

by | Jul 27

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლისა და ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არიან, აცხადებენ საქართველოს რაგბის კავშირში.

ამბები

პროკურატურამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

by | Jul 26

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს.

ამბები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის მიმართ არაკორექტული განცხადება “ოფიციალური კომენტარი” არ იყო

by | Jul 26

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ორშაბათს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადების გასაჯაროვების გამო ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამბები

პროკურატურამ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

by | Jul 26

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ამბები

ესპანეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე მუშაობა მიდის, აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში

by | Jul 26

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ რათა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჰქონდეს. როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, მოლაპარაკებები მიდის არამარტო ესპანეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან პირდაპირი რეისების დასანიშნად, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ამბები

„ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო“ – სპორტსმენების “ტრადიციულ” ტანსაცმელს საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა

by | Jul 26

ქართველ სპორტსმენთა ოფიციალური ტანსაცმელი, რომლითაც  5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე უნდა მიიღონ მონაწილეობა, ორი დღეა სოციალურ ქსელში ქილიკის, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა.

ამბები

პრეზიდენტი ზეწოლის „საშიშ ტენდენციებზე“ საუბრობს

by | Jul 26

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში წნეხის „საშიში ტენდენციებია“ შექმნილი, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან. მისი თქმით, ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“ და „ადეკვატური და აზრიანი“ პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს. ამ თემაზე მარგველაშვილმა ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია და, სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ ის არ გააოცა, რადგან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო. „ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა.  რეალურად ეს იყო იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რაც მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. კარგა ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. ჩვენ ძალიან ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების ტენდენციები ჩნდება,“ - აცხადებს მარგველაშვილი. პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი ...

ამბები

„შეუძლებელია ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს „ადამიანი“ უწოდო…’ – პრორუსი საველე მეთაურის სკანდალური დასვენება აფხაზეთში

by | Jul 26

დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების ცნობილი საველე მეთაურის, „მოტოროლას“ ოჯახურ დასვენებას ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი მოჰყვა. აფხაზები აღშფოთებას ვერ მალავენ მისი მეუღლის მიერ  სოციალურ ქსელში ВКонтакте გაზიარებული პოსტის გამო, სადაც აფხაზეთში არსებული, ასე ვთქვათ, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა უწმაწური სიტყვით არის მოხსენიებული, მისი მაცხოვრებლები კი „წარმოუდგენლად ფუქსავატ“ ადამიანებად.

ამბები

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ხელისუფლება სკანდალური გამონათქვამებით პასუხობს

by | Jul 25

პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ეხმაურებიან და, მათ შორის, ზოგიერთი არანაკლები სკანდალური შეფასებითაც.

ამბები

შსს ადასტურებს, რომ პოლიციამ პრეზიდენტის სიძის სახლი გაჩხრიკა

by | Jul 25

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი“ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. შსს იქვე ამატებს, რომ გოგოჭურის სახლში ვერაფერი უკანონო ვერ იპოვეს. გიორგი მარგველაშვილმა ორშაბათს, 25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რამაც სამწუხაროდ არ გააოცა, რადგან მისი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. სწორედ ამ სკანდალური განცხადებას გამოეხმაურა შს სამინისტრო ოფიციალური განმარტებით. „რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს. „კერძოდ: შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ...

ამბები

ორსართულიანმა მატარებელმა პირველი რეისი შეასრულა

by | Jul 25

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებელი, რომელიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს პირველად ორშაბათს, 25 ივლისს  მოემსახურა.

ამბები

სააკაშვილისდროინდელ განათლების მინისტრს საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ

by | Jul 25

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი  ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ.

ამბები

თურქეთში ჟურნალისტების დაჭერაც დაიწყო

by | Jul 25

თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი.

ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ გაუქმდება: სერგეენკო

by | Jul 23

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარასკევს „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“.

ძიება თარიღის მიხედვით

March 2017
M T W T F S S
« Feb    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
ads
ads
ads
ads