ამბები

EBRD-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

by | May 15, 2015
(Interpressnews)

(Interpressnews)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება, 2016 წელს კი – 2,6 პროცენტამდე.

EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4,2% იყო.

“ევროზონაში მონეტარული შეზღუდვების შემსუბუქების წყალობით, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პერსპექტივები უფრო ოპტიმისტური ხდება, თუმცა რეგიონის აღმოსავლეთით განვითარება უარესდება რუსეთის გაზრდილი რეცესიის გამო”, – ნათქვამია ანგარიშში.

ეს კი იმ დროს, როდესაც საქართველოში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს და საქართველოს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება.

სწორედ ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს ხუთშაბათს EBRD-ის 24-ე შეხვედრის ოფიციალური გახსნისას.

ბოლო თვეების განმავლობაში, რაც  ეროვნულმა ვალუტამ დაცემა დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში კურსის ვარდნამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (1 აშშ დოლარი უკვე 2.41 ლარზე მეტია. 2014 წლის ნოემბერში კი, როდესაც ლარის კურსმა დაცემა დაიწყო, 1 აშშ დოლარი 1,75 ლარი ღირდა, მანამდე კი წლების განავლობაში 1 აშშ დოლარი 1,65 ლარის ფარგლებში მერყეობდა), ხელისუფლებას ოპონენტები და ეკონომიკური და ფინანსური საკითხების სპეციალისტები ხელისუფლებას მუდმივად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლება ამ კრიტიკას არ  იღებს და არც ფინანსურ და ეკონომიკურ პორბლემებს აღიარებს.

ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ ბოლო თვეების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის  შემცირება იყო.  წლის დასაწყისში,  როდესაც ლარის კურსი სწრაფი ტემპით ეცემოდა და „ეროვნულნა ბანკმა“ გააკეთა განცხადება, რომ საჭირო იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ბიუჯეტის, რომელიც 8 მილიარდი ლარია, დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარი დღევანდელი კურსით, კორექტირება მოხდებოდა. მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა და  ისიც ითქვა მთავრობის მხრიდან, რომ ამის საჭიროება არ იყო მიუხედავად იმისა, რომ  დამტკიცებული ბიუჯეტში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები შეიცვალა.

EBRD-ის მიერ  ანგარიშის გამოქვეყნბების შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს ჟურნალისტებთან თქვა, რომ „მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კორექტირება მოხდება“.

“მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა გამოაცხადებს საკუთარ მოლოდინებს. ეს არის, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. თუმცა აბსოლუტურად ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება რეგიონში და არა მარტო რეგიონში, ევრაზიის კონტინენტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კორექტირება ბიუჯეტის რომელ მუხლებს შეეხება და არც ის უთქვამს, ეს პროექტის სახით როდის იქნება მზად.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031