ამბები, უმცირესობები

არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

by | January 6, 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან საუბრისას. დუისის კულტურის ცენტრში, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, ასევე ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ეწყობა პეზიის საღამოები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ. ხანძარს წინ უძღოდა მუქრის შემცველი წერილები „ფეისბუქში“. როგორც ბექაური ამბობს, რამდენიმე დღით გვერდის დახურვაც კი მოუწია. პანკისში მცხოვრები, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მხრიდან აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც სხვა არასამთავრობოებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. მუქარამ იმატა,  როდესაც ფონდი საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა. ამბობს, რომ მუქარების ავტორებსაც შეხვდა, თუმცა ამაოდ. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი კი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ არსებობენ ძალები, რომელთაც ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ.“ 3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის ჩქარობა მალევე მოხერხდა, თუმცა შენობა მაინც დაზიანდა - დაიწვა რამდენიმე კარი და იატაკის ნაწილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.

უმცირესობები

ფონიჭალაში რელიგიურ მკლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

by | April 8, 2016

28 დეკემბერს ფონიჭალაში რელიგიურ ნიადაგზე 22 წლის ფიქრათ ახმედოვის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი რამინ ისაიევი მიმალვიდან 4 თვის შემდეგ, ხუთშაბათს საზღვარზე დააკავეს.

ამბები, უმცირესობები

„ოცნების“ სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატები თანამემამულეებს თავშეკავებას ურჩევენ

by | April 6, 2016

საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან.

ამბები, უმცირესობები

როგორ იმოქმედა ყარაბაღის კრიზისმა საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანელებზე

by | April 6, 2016

2 აპრილს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ადგილებში საომარი მოქმედებების განახლებამ  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობები დაძაბა. უფრო მეტიც, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი საომრადაც კი გეგმავს წასვლას, თანაც სხვადასხვა მხარეზე - ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალური ბაქოს მხარდასაჭერად,  ეთნიკური სომხები კი  ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის დასაცავად.

უმცირესობები

მკვლელობა ორად გახლეჩილ სოფელში. შიიტები და სალაფიტები დანაშაულის ორ ვერსიაზე საუბრობენ

by | February 10, 2016

სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა.

ამბები, უმცირესობები

იწყება დავა თემაზე, არის თუ არა ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი

by | February 2, 2016

საქართველოში მწიფდება კამათი თემაზე, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.  შემუშავებულია კანონპროექტიც, რომელსაც მომხრეები დეპუტატებშიც ჰყავს, თუმცა მისი ინიცირებისათვის საჭირო 76 ხმის მოგროვება პარლამენტში ჯერ მაინც ვერ მოხერხდა.

უმცირესობები

დეპუტატი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „სექსუალური ორიენტაციის“ ამოღებას ითხოვს

by | September 22, 2015

პარლამენტის კონსერვატორი წევრი „ქართული ოცნებიდან“ იმ კანონში მოითხოვს რადიკალური ცვლილების შეტანას, რომელსაც თავად დაუჭირა მხარი სამივე მოსმენაზე. საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა შარშან დაამტკიცა. მკლავჭიდელმა, მსახიობმა და კინორეჟისორმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა, საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა ინიციატივა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სექსუალური ორიენტაციისა და სქესობრივი იდენტობის ამოღებას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს კანონის იმ ნაწილის შეცვლას, სადაც საუბარია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის კანის ფერთან, ენასთან, სქესთან, მოქალაქეობასთან, წარმომავლობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და სქესობრივ იდენტობასთან. საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ჯაჭვლიანი აღნიშნავს, რომ კანონში ამ ტერმინების არსებობა აზიანებს ოჯახისა და საზოგადოებისზნეობრივ სტანდარტებს. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასთან არის კავშირში, პარლამენტმა მაისში დაამტკიცა. კანონში სექსუალური ორიენტაციის ასახვას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რადიკალური რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანები და სასულიერო პირები. გასულ წლებში საქართველოში სექსუალური უმცირესობების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების ბევრი შემთხვევა მოხდა. 2013 წლის 17 მაისს 30-მდე აქტივისმა თბილისის ცენტრში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მოწყობა სცადა. მაშინ პარალელურად რადიკალურმა ძალებმა, სასულიერო პირების წაქეზებითა და მონაწილეობით, კონტრაქცია მოაწყვეს და აქტივისტებს აგრესიულად დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელთ პირდაპირი ძალადობის საფრთხე დაემუქრათ, და სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ისინი ქალაქის ცენტრიდან ავტობუსებით გაეყვანათ. აგრესიული ბრბო რამდენიმე ავტობუსს თავს დაესხა. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ...

უმცირესობები

ტრანსფობიასთან ბრძოლა სამოქალაქო აქტივიზმის გზით

by | August 17, 2015

ტრანსფობია საქართველოში კვლავ რჩება სოციალურ და სამართლებრივ პრობლემად, უფლებადამცველები კი ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და ხელისუფლებაზე  ზემოქმედებას ცდილობენ.

უმცირესობები

ტრანსგენდერის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

by | August 15, 2015

საქართველოში ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

უმცირესობები

ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს, ცემისთვის 4 წელი მიუსაჯეს

by | August 8, 2015

23 წლის ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პარასკევს მოულოდნელად მსუბუქი განაჩენი გამოუტანა.

უმცირესობები

კონსპირაციულ ვითარებაში ჩატარებული ანტიჰომოფობიური დღე

by | May 17, 2015

ადამიანების ჯგუფს, რომელსაც 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდა,  მოუხდა აქციის კონსპირაციულად, საიდუმლო ადგილას დაგეგმვა, რომელიც პოლიციის მიერ იყო კონტროლირებული.

უმცირესობები

სომხები წალკაში უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ჯავახეთში

by | April 14, 2015

წალკა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს, დასახლებულია ეთნიკური სომხებით, ბერძნებით, აზერბაიჯანელებითა და ქართველებით, მეტწილად აჭარიდან გადმოსახლებული ეკო-მიგრანტებით.

უმცირესობები

ჰომოფობია საქართველოში: არის თუ არა ქართული ტოლერანტობა მითი?

by | April 3, 2015

საქართველოში უყვართ ტოლერანტობაზე, როგორც ეროვნული ცნობიერების ნაწილზე საუბარი, თუმცა უნარი იმისა, რომ მიიღონ და იცხოვრონ მათგან განსხავებულ ადამიანებთან ერთად მთავრდება იქ, სადაც გეი, ლესბოსელი და სხვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

უმცირესობები

წალკა – ბერძნებისგან დაცლილი ქალაქი

by | April 2, 2015

წალკა,  DFWatch - წალკაში ადრე 20,000 ბერძენი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ 1,500-მდე მათგანია შემორჩენილი.

უმცირესობები

86 წლის შემდეგ ბათუმის სინაგოგა ებრაელებს დაუბრუნეს

by | March 27, 2015

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხუთშაბათს მიღებული  გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სინაგოგა ებრაელთა თემს გადაეცა. ებრაული თემი ბათუმის სინაგოგის შენობაზე, რომელიც 1904 წელს ცნობილი არქიტექტორის, ლევ ვოლკოვიჩის ნახაზების მიხედვით აშენდა, მმართველობისა და მფლობელობის უფლებას დიდი ხანია, ითხოვდა. საბჭოთა მთავრობამ ეს სინაგოგა 1929 წელს დახურა. იმ წლიდან მოყოლებული შენობაში  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. 1998 წელს შენობამ თავისი ნამდვილი ფუნქცია აღიდგინა. იმავე წელს გარემონტდა. 2011 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. რელიგიის საკითხთა სააგენტომ ხუთშაბათს ასევე ხულოში  რვა მეჩეთის მფლობელობის შესახებ საქართველოს მუსლიმთა განცხადება განიხილა.

უმცირესობები

ნაადრევი ქორწინებების პრევენცია ქვემო ქართლში

by | March 25, 2015

მარნეული, DFWatch – „კაცები ფიქრობენ, რომ გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია, არაფერი არ იცის და ეს მისთვის კარგიცაა,“ ამბობს სამირა ბაირამოვა, რომელიც მარნეულში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით  მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი არასრულწლოვანი  გოგონების ნაადრევად გათხოვებისგან დაცვას ცდილობს.

უმცირესობები

აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს

by | March 25, 2015

ბათუმი, DFWatch - აჭარის მთავრობა ადგილობრივი მუსლიმებისთვის ორი შენობის შეძენას გეგმავს. ერთ-ერთში საბავშვო პანსიონი განთავსდება, მეორეში კი სამუფთო რეზიდენცია. გადაწყვეტილების მიზანია, ბათუმის ერთადერთ ორთა ჯამეს მეჩეთში ადგილი გამოთავისფულდეს, რადგანაც ათწლეულებია, მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს.

უმცირესობები

პანკისის არაფორმალური ლიდერები არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ

by | March 17, 2015

პანკისი, DFWatch - ერთი თვის წინ პანკისის ხეობაში 13 წლის გოგონა მშობლების თანხმობით 23 წლის მამაკაცზე დაქორწინდა. ხეობაში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი არაფორმალური ორგანო, უხუცესთა საბჭო და ახლადშექმნილი ქალთა საბჭო, ამ ფაქტით შეშფოთებულია და მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესაძლო გზებს  განიხილავენ.

უმცირესობები

სექსუალურ იდენტობაზე კონფერენციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა

by | March 11, 2015

თბილისი, DFWatch – თბილისში სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებულმა კონფერენციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედავად კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციისა.

უმცირესობები

მესხებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

by | March 11, 2015

თბილისი, DFWatch – სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის  მიღებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სასამართლოში დაიცენ.

უმცირესობები

აქტივისტები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ

by | March 9, 2015

თბილისი, DFWatch – ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - 53 პროცენტს - შეადგენენ, თუმცა პოლიტიკაში ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილი, აცხადებენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები.

უმცირესობები

საქართველო რელიგიური უმცირესობების დაფინანსებას აორმაგებს

by | February 24, 2015

თბილისი, DFWatch – საქართველოს მთავრობა ტრადიციული რელიგიური ჯგუფებისთვის 3.5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს და აპირებს, ტოლერანტობის იდეას თბილისის ცენტრში ახალი სკვერი მიუძღვნას. როგორც ადრე

უმცირესობები

ისლამის სპეციალისტი საქართველოში ისლამოფობიის ზრდას არ ადასტურებს

by | February 23, 2015

იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოს პრესა სავსეა სტატიებით ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებზე, როგორიცაა ისლამური ხალიფატი და ბოკო ჰარამი, ბევრ ქვეყანაში მაჰმადიანად ყოფნა საკმაოდ რთულია. საქართველოში ამ რელიგიას

უმცირესობები

პანკისში „შარლი ებდოს“ კარიკატურები გააპროტესტეს

by | January 20, 2015

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ორშაბათს ფრანგული სატირული გაზეთის, „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ, რომელმაც 14 იანვარს მოციქულ მუჰამედის ამსახველი კარიკატურა გამოაქვეყნა, საპროტესტო აქცია გამართეს.

უმცირესობები

დასუსტებული რუბლი და საიმიგრაციო კანონი ჯავახეთის სომხებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს

by | January 8, 2015

საქართველოს სამხრეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის მძიმე ზამთარი დადგა. რუბლის დაცემის გამო ნაკლებ თანხას აგზავნიან ნათესავები, რომლებმაც სამუშაო რუსეთში იპოვეს. საქართველოს ახალი

უმცირესობები

მთავრობის წევრები კათოლიკურ შუაღამის მესას დაესწრნენ

by | December 25, 2014

მთავრობის რამდენიმე წევრი დაესწრო შუაღამის მესას  გასულ ღამეს  თბილისის ქალწული მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში. ცერემონია დაიწყო 23:30 საათზე და ლოცვა აღასრულა ჯუზეპე პაზოტომ, კავკასიის სამოციქულო

უმცირესობები

საქართველო ოთხი რელიგიური ჯგუფის დაფინანსებას აორმაგებს

by | December 24, 2014

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსებას აორმაგებს, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთხშაბათს. ეს კონფესიებია კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო

უმცირესობები

ომბუდსმენი მოხეს კომისიის მუშაობას დააკვირდება

by | December 16, 2014

საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს, დააკვირდეს ახალი კომისიის მუშაობას, რომელიც სამხრეთ საქართველოს სოფელ მოხეში მეჩეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტს შეისწავლის. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

ამბები, უმცირესობები

მომღერალმა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავი საქველმოქმედო კონცერტი გადადო

by | November 22, 2014

ცნობილი საოპერო მომღერლის, თამარ ივერის თბილისელ გულშემატკივრებს მისი საქველმოქმედო კონცერტის სანახავად ორი თვე მოუხდებათ ლოდინი. ქართული მედია-საშუალებები წერენ, რომ მას ტყუპები ეყოლა, რის გამოც კონცერტი 10 დეკემბრისთვის გადაიდო. ამ ამბავს თავის ფეისბუქის გვერდზე

უმცირესობები

მოხეს სადავო შენობა ადრე ეკლესია იყო: მიტროპოლიტი

by | October 25, 2014

ადგილობრივი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მოხეს სადავო შენობა ადრე ეკლესია იყო და მისი მუსლიმებისთვის გადაცემა მიუღებელია. სოფელ მოხეში კონფლიქტი წინა კვირას დაიწყო, როცა მუშები მოვიდნენ სადავო შენობის დემონტაჟისთვის

უმცირესობები

სამხრეთ საქართველოში მეჩეთთან დაკავშირებული კონფლიქტი გრძელდება

by | October 23, 2014

მოხეს კონფლიქტი ოთხშაბათს გაგრძელდა, როცა მუშებმა დილიდან დაიწყეს სადავო შენობის დემონტაჟი. მუსლიმები დემონტაჟის გასაპროტესტებლად მოვიდნენ, თუმცა მათ ადგილობრივი მართლმადიდებლები შეეწინააღდეგენ.

უმცირესობები

სამხრეთ საქართველოს მუსლიმები მუფთის შესაცვლელად ხელმოწერებს აგროვებენ

by | October 21, 2014

სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები  სრულიად საქართველოს მუფთის შესაცვლელად პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათი აზრით, ის არალეგიტიმურია და თანაც მუსლიმებს ყალბ დაპირებებს აძლევს.

უმცირესობები

მოხეში მუსლიმებმა და ქრისტიანებმა ორი საპირისპირო აქცია გამართეს

by | October 20, 2014

სამხრეთ საქართველოში მდებარე სოფელ მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა შაბათს აქცია გამართეს. მათ არ სურთ, რომ ძველი მეჩეთის შენობა კულტურის სახლად გადაკეთდეს. აქცია ადგილობრივმა ქრისტიანებმაც ჩაატარეს,

უმცირესობები

ქობულეთი, სადაც მუსლიმებს არ სწყალობენ

by | October 4, 2014

ქობულეთი, DFWatch –  ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მუსლიმების მიმართ მტრული დამოკიდებულება მძაფრდება. 2012 წელს მათ სოფელ ნიგვზიანში მეჩეთის აშენებისას დაუპირისპირდნენ; 2013 წელს კი სამთაწყაროს

უმცირესობები

50 ერაყელი იეზიდი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

by | September 1, 2014

ერაყიდან გამოქცეული ქურთი იეზიდები საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. როგორც „საქართველოსიეზიდთასახლის” თავმჯდომარემაგიტმირზოევმა DFWatch-თან საუბრისას თქვა,  ამ ეტაპზე  საქართველოში

უმცირესობები

ბათუმის მეჩეთის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია

by | August 19, 2014

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი წლებია, გადაუჭრელი რჩება. მთავრობები მუსლიმებს ჰპირდებიან, რომ პრობლემა გადაიჭრება, თუმცა მუსლიმთა თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, საკითხის გადაჭრა

უმცირესობები

ახალი სკოლის მოლოდინში

by | July 30, 2014

შვიდი წელია, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ლამბალოს სკოლის მოსწავლეებს

ამბები, უმცირესობები

მთავრობა ბათუმის მეჩეთის პრობლემის გადაჭრის პირობას დებს

by | July 29, 2014

საქართველოს მთავრობა ბათუმის მუსლიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ მეჩეთის პრობლემას გადაჭრის და მათ სალოცავი ადგილი ექნებათ. ბათუმის ერთადერთი მეჩეთი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ყველა მლოცველი დაიტიოს.

ამბები, უმცირესობები

თბილისის სომხურ ეკლესიაში მღვდლებს თავს დაესხნენ

by | July 20, 2014

შაბათს თბილისში მდებარე სომხურ ეკლესიას თავს 50-მდე ადამიანი ორგანიზებულად დაესხა თავს და ეკლესიის წარმომადგენლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ამის შესახებ ინფორმაცია სომეხთა

ამბები, უმცირესობები

ოპერის მომღერალი სექსუალურ უმცირესობებს საქველმოქმედო კონცერტს უძღვნის

by | July 17, 2014

ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი გეგმავს, საქველმოქმედო კონცერტი სექსუალურ უმცირესობებს მიუძღვნას. თამარ ივერმა ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გააკეთა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც მისი გამოსვლა ‘ოპერა ავსტრალიასა’

ამბები, უმცირესობები

კვლევამ უმცირესობების პრობლემები გამოავლინა

by | July 1, 2014

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მთელი რიგ წინააღმდეგობებს აწყდებიან, რაც მათ ინტეგრაციას აფერხებს.

უმცირესობები

ტესტირება აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარება

by | June 23, 2014
dsc_0091_copy_marneuli_cropped

19 წლის ტურალი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს, უნივერსიტეტში ინტერნეტ ტექნოლოგიები ისწავლოს. პრობლემა კი ისაა, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ძირითადად ქართულ ენაზეა, მან კი ენა კარგად არ იცის. ბევრი მისი თანატოლის მსგავსად ტურალიმ გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში ქართული ისწავლოს, შემდეგ კი სწავლა ბაკალავრიატზე ოთხი წელი განაგრძოს. 150-ზე მეტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აბიტურიენტმა პარასკევს მოსამზადებელი ზოგადი უნარების ტესტი ჩააბარა მარნეულში, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქია. ამ გამოცდაზე მათ ჰქონდათ შანსი, გაეგოთ, რამდენად მზად არიან ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში ჩატარდება. ტესტი აზერბაიჯანულ ენაზე შეავსეს. ის ლოგიკური და მათემატიკური ნაწილებისგან შედგებოდა და წერისთვის სამი საათი ჰქონდათ. როცა წერას მორჩა, ტურალიმ გვითხრა, რომ დიდად კმაყოფილი არ არის, თუმცა ახლა დანამდვილებით იცის, რაში უნდა იმეცადინოს გამოცდამდე. მისი მეგობარ ნამიქს ქართული თითქმის არ ესმის, რუსულადაც უჭირს საუბარი, თუმცა მან გვითხრა, რომ გამოცდისთვის მზად არის. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც პარასკევს ტესტის წერას მორჩა. ტურალის თქმით, როცა ნამიქი ქართულს ისწავლის, აპირებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ისწავლოს. ორივენი ამბობენ, რომ აქამდე პრობლემა არასდროს შექმნიათ იმის გამო, რომ მათ არ იციან ქართული. მარნეულში, განსაკუთრებით მათ სამეზობლოში, ყველა საუბრობს აზერბაიჯანულად ან რუსულად. თუმცა ორივე ფიქრობს, რომ ეს თბილისში შეიძლება პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით თუ სამსახურის ...

ამბები, უმცირესობები

რადიკალების ჯგუფმა თბილისში ევანგელისტური ღონისძიება გააპროტესტა

by | June 7, 2014

რადიკალი მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფმა საქართველოში ევანგელისტური იმედის ფესტივალის ჩატარება გააპროტესტა და ხალხს მოუწოდა, ამ ღონისძიებას არ დაესწრონ. სასულიერო პირები და მათი

ამბები, უმცირესობები

„გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ეთნიკური საფუძველი აქვს“

by | June 2, 2014

გასულკვირასგარდაბანშიმომხდარ მასობრივ დაპირისპირებას სავარაუდოდ ეთნიკური საფუძველი აქვს. ბევრი გარდაბნელი შიშშობს, რომთუდამნაშავეებს არგაასამართლებენ, ამ დაპირისპირებას შეიძლება ძალადობრივი

ამბები, უმცირესობები

პროტესტი “უხილავების” მხარდასაჭერად

by | May 19, 2014

თბილისი, DFWatch – გეების, ლესბოსელთა და სხვა სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში კვირას რამდენიმე აქცია მოეწყო. ამას წინ უძღოდა შაბათს, 17 მაისს, კონსერვატიული ჯგუფების მიერ მოწყობილი

ამბები, უმცირესობები

გეი წყვილზე კომედიის პრემიერა მუქარის შედეგად გადაიდო

by | May 14, 2014

ქართველმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა გადადეს გეი წყვილზე კომედიური ფილმის პრემიერა მათ მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, ასევე იმიტომაც, რომ, როგორც თავად ამბობენ, ეს შეიძლება ქვეყანაში

ამბები, უმცირესობები

ერისიმედი – სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

by | May 6, 2014

ერისიმედი პატარა სოფელია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ

ამბები, უმცირესობები

NDI: უმცირესობების უფლებებზე ხალხის აზრი გაყოფილია

by | May 6, 2014

(თბილისი, DFWatch) ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხზე ქართველთა აზრი იყოფა. გამოკითხულთა 24%

ამბები, უმცირესობები

ტრანსსექსუალებმა გორში დებატებში მონაწილეობის მოთხოვნოთ მცირე აქცია გამართეს

by | May 5, 2014

ტრანსსექსუალებმა შაბათს გორის ტელეკომპანია "თრიალეთის" წინ აქცია გამართეს და გააპროტესტეს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის სატელევიზიო განხილვაში ისინი არ ჩართეს. ტრანსსექსუალებს

ამბები, უმცირესობები

სომხების მასობრივი მკვლელობებისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

by | April 22, 2014

თბილისში ორშაბათს სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა. ის ქვისგანაა დამზადებული და სურბ ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის ეზოში დგას. ლევონ ისახანიანმა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენელმა

უმცირესობები

კვლევა შეუმწყნარებლობაზე თბილისის სკოლებში

by | April 19, 2014

ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუმწყნარებლობის არსებობაზე საუბრობს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის რვა

ამბები, უმცირესობები

აზერბაიჯენელების სოფელში სკოლას გოგონების მხოლოდ მცირე ნაწილი ამთავრებს

by | April 13, 2014

17 წლის ფარიზ ალახვერდიანი სოფელ დუზაგრამას მეთორმეტე კლასში სწავლობს. ეს სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

აჭარის მთავრობამ ახალი მეჩეთის აშენება გადაიფიქრა

by | April 8, 2014

აჭარის მთავრობამ მუსლიმებისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. აჭარაში ათეულობით ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ზოგიერთ დასხლებულ პუნქტში ისინი

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

სახალხო დამცველი: ადამიანის უფლებები გაუმჯობესდა, მაგრამ უმცირესობების კუთხით პრობლემებია

by | April 1, 2014

ეთნიკური, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახური ძალადობა, დაშინება სკოლაში, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა და ჰეს-ების ზეგავლენა ადამიანების

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

დისკუსია: ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფო ენა

by | March 31, 2014

DFWatch-ის ორგანიზებით 28 მარტს ჩატარდა დისკუსია უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველოს პრემიერი ერთსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვას ითხოვს

by | March 28, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილია, ოჯახი განისაზღვროს როგორც ქალისა და კაცის ერთობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მან ამ წინადადებით უკვე მიმართა საკონსტიტუციო კომისიას . „მიუხედავად

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ევროკავშირი საქართველოს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის გამო აკრიტიკებს

by | March 28, 2014

ევროკავშირი საქართველოს 2013 წელს გამოხატვის თავისუფლების არასაკმარისი დაცვისა და ჰომოფობიისა და ისლამოფობიის ძალადობრივი გამოვლინებების აღკვეთის უუნარობის გამო აკრიტიკებს.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველო რელიგიური უმცირესობებსაც დაფინანსებს

by | March 27, 2014

სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ ტრადიციულ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. „არატრადიციული“ რელიგიები კი არ დაფინანსდებიან. აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდბელი

News-ka-old, ამბები, უმცირესობები

საქართველოს ლგბტ აქტივისტები 17 მაისს აქციას არ გამართავენ

by | March 27, 2014

„იდენტობამ“, ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს, გადაწყვიტა, რომ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აქცია აღარ გამართოს. 2013 წელს ორგანიზაციამ

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

დუხობორები, სომხები და ქართველები გორელოვკაში

by | March 26, 2014

გორელოვკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა სოფელია, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, რუსი დუხობორები და ქართველები, რომლებიც ადიგენისა და ხულოს დამეწყრილი

News-ka-old, ამბები, უმცირესობები

დისკუსია: უმცირესობები და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა

by | March 20, 2014

DFwatch-ის ორგანიზებით 14 მარტს ჩატარდა დისკუსია წინასაარჩევნო პროცესში ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და უმცირესობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები. კონსერვატული მიმართულების ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რაც ეროვნულ უმცირესობებებისთვის დაბრკოლების შემქმნელია და განიხილეს ის საკითხები, რაც უმცირესობებს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ლევან ვეფხვაძე, პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი (მარჯვნიდან პირველი) და ზაურ ხალილოვი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი (შუაში). „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა დისკუსიის განმავლობაში რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, რაც ეროვნულ უმცირესობებს ხელს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში უშლის ხელს და, ზოგადად, მათი სამოქალაქო აქტიურობის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უმცირესობებში სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების ძალისხმევა ამ მხრივ საკმარისი არ არის. ქდმ-ის ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ კი იმაზე ისაუბრა, რომ ამ პრობლემას ადგილობრვი თვითმმართველობის რეფორმაც ემატება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ, რეფორმის მიუხედავად, ქვეყანა რეალურ თვითმმართველიბაზე ვერ გადადის, რადგან ადგილობრივი ფინანსების საკითხი ისევ გაურკვეველი რჩება, და შიშობს, რომ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს საკითხი თვითმმართველობის ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

იეჰოვას მოწმეები სეპარატიზმის გაღვივებაში დაადანაშაულეს

by | March 14, 2014

ასამდე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხობში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის მშენებლობა გააპროტესტა. მოწმეებმა დარბაზის მშენებლობა დასავლეთ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

მარნეულის აზერბაჯანელი ქალები

by | March 12, 2014

საქართველოს სამხრეთში მდებარე ქალაქ მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანელებითაა დასახლებული მიმდებარე სოფლებიც. სახელმწიფო ენის არცოდნა, სამუშაო ადგილების დეფიციტი,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საერთაშორისო ჯილდო „ქალთა სიმამაცისთვის“ ქართველმა მიიღო

by | March 5, 2014

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს, ამერიკის შეერთებული შტატების "ქალთა საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისთვის" გადაეცა. ჯილდო ეპისკოპოსს გოცირიძეს ტოლერანტობის,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

იორმუღანლოს ერთი საბაზრო დღის ჩანახატები

by | February 25, 2014

სოფელი იორმუღანლო კახეთში, მდინარე ივრის ნაპირას მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 2000-მდე მოსახლეა, უმეტესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ოჯახების ძირითად შემოსავალს მეცხვარეობა წარმოადგენს.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ქალები უმცირესობიდან ქართულ პოლიტიკაში

by | February 19, 2014

აზერბაიჯანელი საბინა თალიბოვა მარნეულში ცხოვრობს. წლების წინ მას არასამთავრობო ორგანიზაციები დაეხმარნენ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულიყო. ახლა ის თავად წარმოადგენს ორგანიზაციებს,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველო რელიგიურ საკითხთა უწყებას ქმნის

by | February 19, 2014

სახელმწიფო ახალი ორგანოს შექმნას გეგმავს, რომელიც რელიგიურ საკითხებზე იმუშავებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ჰომოსექსუალების მიერ დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა

by | February 11, 2014

საკონსტიტუციო სასამართლომ ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონორობის სრული აკრძალვა, რაც ბოლო ცამეტი წლის მანძილზე იყო ძალაში, არაკონსტიტუციურად სცნო. სასამართლომ საქართველოს ხუთი მოქალაქის საჩივარი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების რამდენიმე მუხლი, რაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს სისხლის გაღებას უკრძალავდა ჯანდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ ბრძანებას ხელი 2000 წლის 5 დეკემბერს მოაწერა და მას შემდეგ ჰომოსექსუალებს დონორობა აეკრძალათ. იდენტობა, ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ თემის უფლებებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის არ მიუთითებს მაღალი რისკის შემცველ სექსუალურ ქცევაზე, ხოლო ჰეტეროსექსუალები, რომლებსაც სისხლის ჩაბარების უფლება აქვთ, შესაძლოა ეწეოდნენ სარისკო სექსუალურ ცხოვრებას. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 2014 წლის იანვრის ინფორმაციით, შიდსით 4153 დაინფიცირებულიდან, 3047 მამაკაცია. ცენტრის ინფორმაციითვე, მათი 5,2 პროცენტი ჰომოსექსუალური კავშირის შედეგად დაინფიცირდა, 40,3 კი ჰეტეროსექსუალურით. ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ შეხვედრები გამართეს სისხლის ბანკთან, საერთაშორისო თუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეთანხმდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი დისკრიმინაციული ტერმინია და უნდა შეიცვალოს. 2013 წლის 6 ოქტომბერს სამინისტრომ გამოსცა ორი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სიტყვა ჰომოსექსუალი უნდა ჩანაცვლედ აბრევიატურით მსმ (მამაკაცი, რომელისაც სექსუალური კავშირი აქვს მამაკაცთან). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციია მსმ-ს ყველაზე მაღალ რისკის ჯგუფად მიიჩნევს, ნარკოტიკების მომხმარებლებთან და სექსმუშაკებთან ერთად. იდენტობის განმარტებით კი მსმ არის ფართო ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ოზურგეთელი იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ მოსახლეობა მათ მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა

by | February 1, 2014

ოზურგეთში 1 იანვარს მომხდარი შემთხვევა, როცა უცნობები პირები ოზურგეთში იეჰოვას მოწმეების მანქანასა და მათი შეკრების ადგიილს დაესხნენ თავს, პირველი არ ყოფილა. „სამეფო დარბაზს“ ორი წლის წინაც ჩაუმტვრიეს ფანჯრები. მაშინ დამნაშავეები მალევე იპოვეს, თუმცა რადგან ზარალი 150 ლარს არ ასცდენია, პოლიცია მხოლოდ მათი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. „ეტყობა ამან ისინი წაახალისა,“ ამბობს გიორგი არბოლიშვილი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელ, რომლის თქმითაც, ხალხი მათ მიმართ შემწყნარებლობას არ იჩენს. გურიის ცენტრალურ ქალაქ ოზურგეთში, სადაც 20 000-მდე მაცხოვრებელია, სულ 70-მდე იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. აქ ხალხს აქვს პატარა სახლები და მეგობრულ-კეთილმეზობლური ურთიერთობა ერთმანეთთან. სამეფო დარბაზი ერთ-ერთ ასეთ პატარა სახლშია მოწყობილი, თუმცა, როგორც გიორგი არბოლიშვილი ამბობს, მათ მიმართ მოსახლეობა კეთილგანწყობით არ გამოირჩევა. არბოლიშვილმა DF Watch-ს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეები რამდნეიმე წელია ამ სახლში იკრიბებიან და რამდენიმე ინციდენტი 1 იანვრამდეც მომხდარა. „ღვთის სიტყვა გვასწავლის მიმტევებლობას და როცა შესაძლებლობა გვაქვს, აუცილებლად ვპატიობთ,“ თქვა მან და დასძინა, რომ რელიგია ძალიან დელიკატური თემაა და ხშირად ხდება დაპირირსპირების მიზეზი, ამიტომაც არ ასაჩივრებენ ყველა ვერბალურ შეურაცხყოფას თუ წვრილმან დანაშაულს. „მაგრამ, როდესაც საქმე მიდის ვანდალიზმამდე ან შეურაცხყოფამდე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია პოლიციის ჩაევა.“ პოლიციამ უკვე დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვინც მანქანის მინები ჩაამსხვრია, თუმცა ჯერ უცნობია, დაისჯებიან ისინი თუ არა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. იმ ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

მუსლიმები ძალოვნების მხრიდან წნეხს უჩივიან

by | January 24, 2014

ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ სახელმწიფო ძალოვანი უწყებები მათ მიმართ წნეხს ახორციელებენ. მუსლიმთა სასულიერო პირები 22 იანვარს სახალხო დამცველს შეხვდნენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე არსებული პრობლემები,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

უფლებადამცველები საქართველოს უმცირესობებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებენ

by | January 22, 2014

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) თავის 2014 წლის მსოფლიო ანგარიშში საქართველო ლგბტ და რელიგიური უმცირესობების წარომადგენლების არასაკმარისად დაცვისთვის გააკრიტიკა.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველოს მუსლიმებს ორი მუფთი ეყოლებათ

by | January 16, 2014

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ერთის ნაცვლად ორი მუფთი ეყოლებათ. ეს გადაწყვეტილება 9 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელ კრებაზე მიიღეს. ჯემალ პაქსაძე, რომელიც სრულიად

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, აცხადებს ადვოკატი

by | January 14, 2014

აღმოჩენილმა ახალმა დეტალებმა, შესაძლოა პოლიციას ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმის საქმის გახსნა გაუადვილოს. 1 იანვარს უცნობებმა სამეფო დარბაზის წინ გაჩერებულ მანქანას, სადაც იეჰოვას

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ნიგერიელი “მეფე” თანამოქალაქეებზე თავდასხმების გამო შეშფოთებულია

by | January 11, 2014

ადამიანი, რომელიც ჟურნალისტებს წარუდგა, როგორც მეფე, მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მისი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც თბილისში ნიგერიელ ახალგაზრდას სცემეს. რიჩარდ არიზემ,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

პატრიარქი: მოხარული ვარ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ევროკავშირის მოთხოვნა არ არის

by | January 10, 2014

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე კვლავაც კრიტიკის საგანია. ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების თემის გარდა, ამჯერად კამათი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ჩეჩენი ლტოლვილები ქართულ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ

by | January 5, 2014

კარიატა ციმირბულატოვა თავის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ბოლო 14 წლის მანძილზე სოფელ დუისში ცხოვრობს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩეჩნეთის საზღვართან, პანკისის ხეობაში მდებარეობს.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ

by | January 3, 2014

უცნობი პირები იეჰოვას მოწმეებს პირველ იანვარს თავს დაესხნენ ოზურგეთში. გურიის ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელებმა მათი მანქანის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. ქვები ე.წ. სამეფო დარბაზის შენობასაც

News-ka-old, ამბები, უმცირესობები

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში არის თუ არა სეპარატიზმის ხელშემწყობი?

by | January 1, 2014

მთავრობის მიერ შემუშავებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონ-პროექტმა, რომელიც ახლებურად არეგულირებს თვითმმართველობის საკითხს, საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველოს რელიგიური კონფლიქტების არასათანადოდ მოგვარებისთვის აკრიტიკებენ

by | December 23, 2013

საქართველოს სამ სოფელში მომხდარი რელიგიური კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, არც ქრისტიანები არიან კმაყოფილები იმით, თუ როგორ მოგვარდა პრობლემა და არც მუსლიმები. ქრისტიანები კონფლიქტის ხელახალ გაღვივებას არ გამორიცხავენ,

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

საქართველო ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებს

by | December 18, 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე მუშაობა დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის − "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" − საბოლოო ვერსია სამშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ექსპერტებს წარუდგინა. იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. სამინისტროს ინიციატივით, პროექტი არაერთხელ იქნა განხილული საჯარო შეხვედრებზე. მის შემუშავებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციები და შენიშვნები დოკუმენტში აისახა. კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა მისი საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გააცნო. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევების იდენტიფიცირება და გამოვლენა. კანონპროექტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. მათ შორის ასაკის; ჯანმრთელობის მდგომარეობის; შეზღუდული შესაძლებლობის; ორსულობის ან დედობის; გენდერული იდენტობის გამო. დისკრიმინაცია იკრძალება აბსოლუტურად ყველა სფეროში − საჯარო და კერძო დაწესებულებებში; დისკრიმინაციაზე პასუხისმგებლობა კი ეკისრება არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს, არამედ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. კანონპროექტი ითვალისწინებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი მექანიზმებით. მას შეეძლება: ა) ჯარიმის დაკისრება, და ბ) დისკრიმინაციული ქმედების/შედეგის აღმოსაფხვრელად ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

უფლებადამცველები: საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია იზრდება

by | December 8, 2013

უფლებადამცველთა ჯგუფის თქმით, 2013 წელს რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლა გაიზარდა. 15 ნოემბერს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს სამეგრელოს სოფელ ზემო ეწერში ორჯერ ესროლეს. შენობაში იეჰოვას მოწმეები კვირაში ორჯერ იკრიბებიან, თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც ახალგაზრდა უფლებადამცველებითაა დაკომპლექტებული, ინციდენტი შეისწავლა. EMC-მ გამოავლინა, რომ ზედა ეწერში სამეფო დარბაზის დაცხრილვა ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობის შევიწროვების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ოცდაათამდე სტუდენტი იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხა ბათუმში, სიტყვიერად შეურაცხყო ისინი და აუკრძალა რელიგიური ლიტერატურის გავრცელება. „ადრე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სასულიერო პირები, ბასილ მკალავიშვილის წინამძღოლობით, ფიზიკურად და სიტყვიერად გვისწორდებოდნენ. თავს გვესხმოდნენ კრებებზე, გვდევნიდნენ ქუჩებში. ახლა ხალხი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს“ - ამბობს ნინო, იეჰოვას მოწმე, რომელიც ყოველ დღე ორ საათს ატარებს იეჰოვას მოწმეების საინფორმაციო დახლთან, რომლებიც მთელს ქალაქში, სხვადასხვა უბნებშია განთავსებული. „ერთი მოხუცი ქალი ყოველდღე მოდის აქ და გვიყვირის, რომ სექტანტები ვართ, ქვეყნის და ერის გაუნათლებელ მოღალატეებს გვიწოდებს,“ ამბობს ეკა, ახალგაზრდა ადვოკატი, რომელიც 5 წელია, რაც იეჰოვას მოწმეა და დახლთან ნინოს შესაცვლელად მოვიდა, “მე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ, მაგრამ ხალხი ხშირად გვემუქრება. ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. ღმერთი მოითხოვს, რომ მომთმენები ვიყოთ“ EMC ამტკიცებს, რომ 2013 წელს იეჰოვას მოწმეებზე ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

თბლისში ჰანუქას დღესასწაულის ჩაშლისათვის ორი ადამიანი დააჯარიმეს

by | December 6, 2013

თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელების ჰანუქას დღესასწაულის მისალოცი პოსტერის დაზიანებისთვის ორი ადამიანი დააჯარიმა. მათ ოთხშაბათ საღამოს პოსტერები ჩამოხიეს და იმ ტრიბუნის დაზიანება სცადეს, რომელიც ჰანუქას აღსანიშნავად იყო დამონტაჟებული. სასამართლომ ბრალდებულები ხულიგნობისთვის 100-100 ლარით დააჯარიმა. ტრიბუნა თავისუფლების მოედანზე იყო დამონტაჟებული, მის უკან კი იყო პოსტერი წარწერით - „ებრაული თემი გისურვებთ ბედნიერ ჰანუქას.“ რამდენიმე ადამიანმა სცადა ტრიბუნა დაეზიანებინა და დაეხია პოსტერი. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად პოლიცია მივიდა. პოლიცია თავისუფლების მოედანზე ღონისძიების დასრულებამდე იყო მობილიზებული. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრიბუნასთან მივიდა. მან პირველი სანთელი აანთო და ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა. სანთლის ანთების დროს იქვე შეკრებილი რადიკალური რელიგიური მართლმადიდებელი ჯგუფისგან შეძახილები გაისმოდა: არ აანთო! ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს არის მართლმადიდებელთა შეურაცხყოფა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ებრაულ დღესასწაულს ესწრება და ულოცავს მათ. 27 ნოემბერს, ჰანუქას დღესასწაულის პირველ დღეს, გიორგი მარგველაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავრობის სხვა წარმომადგენლება ებრაულ თემს დღესასწაული მიულოცეს. პირელივე დღეს მოეწყო შეხვედრა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატები და სპეციალური დელეგაცია ისრაელიდან. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ, რომელთაც ებრაული დღესასწაული გააპროტესტა, განაცხადა, რომ მათ ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მხოლოდ მათ დღესასწაულებს აპროტესტებენ.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

დემონსტრაცია მინარეთის წინააღმდეგ ქართულ სოფელში

by | November 29, 2013

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და რადიკალური რელიგიური ჯგუფის წევრებმა სოფელ ჭელაში 27 ნოემბრის ღამით მინარეთის აღდგენა გააპროტესტეს. დღემ ინციდენტის გარეშე ჩაიარა და აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მონაწილეები გეგმავენ ეროვნული რეფერენდუმი მოაწყონ და გადაწყვიტონ, სწორი იყო თუ არა ჭელაში მინარეთის დაბრუნება. აქცია ორგანიზებული იყო ახლომდებარე ეკლესიების მღვდლების მიერ და მასში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რადიკალური რელიგიური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჰელოუინის დაშლის მცდელობითა და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ გამართული აქციებით არის ცნობილი, ჭელაში თბილისიდან ჩავიდა, რათა აქციას შეერთებოდა. დემონსტრაციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივებს სასულიერო პირებმა ურჩიეს, პრობლემების ასაცილებლად აქციაში არ ჩართულიყვნენ და მათაც ეს რჩევა გაითვალისწინეს. აქცია ხუთშაბათს, გვიან საღამოს დასრულდა. მთელი დღის მანძილზე პოლიცია შეკრების ადგილს აკონტროლებდა, ხოლო მუსლიმები მეჩეთში იყვნენ. ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ისინი ეზოში არ გამოსულან. Sknews.ge წერს, რომ პატარა სოფელში, სადაც 55-მდე მეტი ოჯახი ცხოვრობს, 500-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ბერდია ქაფიანიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივ გაზეთ "სამხრეთის კარიბჭეს" უთხრა, რომ აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა მეჩეთთან მართლმადიდებლური ლოცვა წაიკითხეს და ახლა გეგმავენ ბრძოლას კანონის ჩარჩოებში გაგრძელებას, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმისთვის მოსამზადებლად კონსულტაციას ადვოკატთან გაივლიან.

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ჭელაში მინარეთი დააბრუნეს

by | November 28, 2013

მინარეთი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხსნეს, ოთხშაბათს ღამით ადგილობრივ მეჩეთთან კვლავ აღმართეს. ადგილობრივი გაზეთის, " სამხრეთის კარიბჭის" (Sknews.ge) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოაგროვეს, 27 ნოემბერს ადიგენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ჭელაში მინარეთის აღდგენის უფლება მისცა. Sknews.ge-სთან საუბარში ჭელას მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ თქვა, რომ გარკვეული გარემოებების გამო მათ არჩიეს მინარეთის ღამის საათებში აღდგენა. მუსლიმები იმედოვნებენ, რომ დაძაბულობას ადგილი აღარ ექნება. „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, განსხვავებული რელიგიური შეხედულებებით, და ჩვენ ერთად და მშვიდად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში,“ თქვა აბულაძემ. მინარეთის აღდგენის დროს სოფელში გზები გადაკეტილი იყო, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილი იყო მეჩეთის შესასვლელიც. პროცესი ამჟამად დასრულებულია. ახლომდებარე სოფლების მღვდლები ჭელაში ჩამოვიდნენ და მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ. „ეკლესიების განადგურება და მინარეთებისა და მეჩეთების აღმართვა არასწორია,“ უთხრა დავით ისაკაძემ Sknews.ge-ს. დასძინა, რომ საქართველოში უკვე საკმარისი რაოდენობით მეჩეთებია და არ სჯერა (მუსლიმების) დაპირებისა, რომ მინარეთიდან ხმამაღალ სალოცავ მოწოდებებს ადგილი არ ექნება . ისაკაძის მტკიცებით, მთელი ქართული მართლმადიდებელი მრევლი გააპროტესტებს მინარეთის აღდგენას. ჭელაში მინარეთი პირველად აგვისტოში აღმართეს, რასაც მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ მინარეთის ასაშენებლად გამოყენებული იმპორტირებული მასალა არასწორად იყო განბაჟებული. იხ. ასევე: http://dfwatch.net/minaret-conflict-in-chela-georgia-still-unresolved-23762  

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა ბოშების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო

by | November 27, 2013

მელიასანოვების ცხრასულიანმა ოჯახმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ისინი თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორს არიან დარეგისტრირებულნი. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ არჩევნები მათ სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც ბოლო ათი წელია, უცვლელია, გააუმჯობესებს. ოჯახი შედგება შუახნის ასაკის ცოლ-ქმრისგან და მათი შვიდი შვილისგან. ისინი ბოშათა ოჯახებს შორის იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან ID ბარათები და დაბადების მოწმობები აქვთ. საქართველოში მცხოვრები ბოშების ზუსტი რაოდენობის დადგენა თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნია. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2002 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში მხოლოდ 472 ბოშა ცხოვრობდა. 2008 წელს უმცირესობათა საკითხების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში1500 ბოშა დაარეგისტრირა. უახლესი მონაცემები მათი რაოდენობის შესახებ აქვს ომბუდსმენის ოფისს, რომლის ცნობითაც 2010 წლისთვის საქართველოში 1000 ბოშაა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის აზრით, ბოშები ყველაზე დაჩაგრული უმცირესობაა საქართველოში, რადგან მათ ძირითადად, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი ბარათები, შესაბამისად არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა, საზღვარგარეთ წასვლა ან სამსახურის პოვნა. ბოშები ორ შტოდ იყოფიან: კრიმი და ვლახი. კრიმის შტოს შეადგენენ ყირიმიდან, სამხრეთ უკრაინიდან და სამხრეთ რუსეთიდან ჩასახლებული მუსლიმი ბოშები, ხოლო ვლახის შტოს წარმოადგენენ უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსახლებული ქრისტიანი ბოშები. მელიასანოვების ოჯახი ქრისტიანია და კითხვაზე მათი წარმოშობის შესახებ, პასუხობენ, რომ არიან ქართველი ბოშები, საქართველოს მოქალაქეები. „ჩვენ აქ დავიბადეთ, ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

ჭელას მინარეთის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია

by | November 12, 2013

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ კონფლიქტი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ადგილობრივები განაგრძობენ ბრძოლას, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდეს. აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში არსებული რელიგიის თავისუფლების მუხლი მათ იცავს. მინარეთი, რომელიც ზაფხულში სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთთან დაამონტაჟეს, მეორე დღესვე მოხსნეს. ამან გამოიწვია კონფლიქტი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ. მეჩეთი ჭელაში სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ამ რეგიონში 3000-მდე მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს და ათი მეჩეთი ფუნქციონირებს, თუმცა ოფიციალური სტატუსი არც ერთ მეჩეთს არა აქვს. ოფიციალურად ისინი რეგისტრირებულია, როგორც ჩვეულებრივი სახლები, მათ შორის ჭელას მეჩეთი. ვაშაყმაძის თქმით, მეჩეთები დროის განმავლობაში ნადგურდებოდა. რამდენიმე მათგანს ელექტროენერგია გამოურთეს, ზოგი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, ზოგს როგორც საწყობს ისე იყენებენ, ზოგს კი თავლებად; ზოგი უბრალოდ მოუვლელობის გამო განადგურდა. მუსლიმებმა რამდენჯერმე მიმართეს მთავრობას, რომ მოეპოვებინათ უფლება, ამ მეჩეთებისთვის მიეხედათ, თუმცა უარი უთხრეს. ჯამბულ აბულაძე, ჭელას მეჩეთის იმამი, იხსენებს 2006 წელს, როდესაც მათ სოფელში მეჩეთი არ იყო. დავით ჩოგაძე, სოფლის მკვიდრი, კერძო სახლს აშენებდა, რადგანაც ძმასთან ერთად ცხოვრობდა და სურდა, საკუთარი სახლი ჰქონოდა. პირველი სართული ააშენა, მაგრამ მისი ძმა სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და სახლის მშენებლობა შეჩერდა. ადგილობრივმა მუსლიმებმა მას სთხოვეს, რომ მიეყიდა მშენებარე სახლი, რომელიც ...

ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

გაურკვევლობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

by | October 24, 2013

ბათუმის ცენტრში ორთაჯამეს მეჩეთი დგას, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა. მუსლიმები ყოველ პარასკევს იკრიბებიან ორთაჯამეში სალოცავად, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ბევრი მათგანი იძულებულია, გარეთ ილოცოს. აჭარელმა მუსლიმებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მმართველობას, რომ მიეღოთ ნებართვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის, რომელსაც თვითონ დააფინანსებდნენ, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ. ეს პრობლემა წლებია, დგას, მაგრამ ბოლო დროს მეჩეთის მშენებლობის საკითხმა და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა სხვადასხვა მიზეზთა გამო კონფლიქტი გამოიწვია. მუსლიმები მშენებლობის ნებართვას ადგილობრივი მმართველობისგან ელოდნენ. ისინი გეგმავენ, რომ მეჩეთი შემოწირულობით საკუთარი ჯიბიდან დააფინანსონ, მხოლოდ თანხმობა სჭირდებათ მთვარობისგან, რომ მათთვის გამოიყოს სივრცე მეჩეთის ასაშენებლად. მეორე პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წინა მთავრობამ თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკებები აზიზი(ე)ს მეჩეთის გასაახლებლად საქართველოში. სანაცვლოდ თურქეთს თავის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია ევალებოდა. სულთანმა აზიზმა 1860-იან წლებში გადაწყვიტა, მეჩეთი აეშენებინა ბათუმში, რომელიც ახლოს იქნებოდა შავ ზღვასთან. ის 1868 წელს ააშენეს ბათუმის ცენტრში ნაპირთან ახლოს, მაგრამ მეჩეთი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაანადგურეს. ბექა მინდიაშვილი, რომელიც უმცირესობათა საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ შეთანხმება, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის დაიდო, არავის უნახავს, შესაბამისად არავინ იცის ზუსტად, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები. მისი თქმით, 2005 წელს თურქეთმა საქართველოს მიმართა, რომ რამდენიმე მეჩეთი აღედგინათ ბათუმში და ერთი მეჩეთი - ახალციხეში. საქართველომ კი ...

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
ads
ads
ads
ads