ამბები

რა პრობლემა შეუქმნა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა გალელებს

by | June 16, 2018

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა შეწყდა. როგორც DFWatch-თან საუბარისას ადგილობრივები აღნიშნავენ, საბუთების გაცემა დაახლოებით ორი კვირის წინ შეჩერდა

ამბები

ტატუნაშვილის წამება-მკვლელობაზე ახალგორის კაგებეს უფროსს და „პროკურორს“ ბრალი წაუყენეს

by | June 15, 2018

პროკურატურამ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და კიდევ მისი ორი მეგობრის, ლევან ქიტოშვილისა და იოსებ პავლიაშვილის უკანონოდ დაკავებისა და შემდეგ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს

ამბები

გალსა და გაგრაში წინა აზიიდან აფხაზი რეპატრიანტების ჩასახლებას აპბრებენ

by | June 14, 2018

ოკუპირებულ გალისა და გაგრის რაიონებში იორდანიიდან, სირიიდან და თურქეთიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, რადგან „საზღვრისპირა“ ტერიტორიებზე არა „სხვა ეროვნების წარმომადგენლები“, არამედ აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ.

ამბები

სოხუმში მშენებარე სასტუმრო დაიწვა

by | June 11, 2018

სოხუმში ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. „კელასურის რაიონში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაუჩნდა მრავალსართულიან დაუმთავრებელ სასტუმროს.

ამბები

ვინ არის ასლან ჯიოევი, რომელიც “წითელმა ჯვარმა” სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანა

by | June 10, 2018

თბილისში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ინფორმაციას, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე დაზიანებით მკურნალობს.

ამბები

საქალაქო სასამართლოში DFWatch-ის წინააღმდეგ იგორ გიორგაძის სარჩელის განხილვა დაიწყო

by | June 7, 2018

DFWatch -ის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში არ აპირებს მორიგებაზე წავიდეს უშიშროების ყოფილი მინისტრ იგორ გიორგაძესთან, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული და რუსეთში აფარებს თავს.

ამბები

„ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო წამების გარეშე“ – 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა ტატუნაშვილის სხეულზე

by | June 6, 2018

თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო,

ამბები

დაპირისპირება ლონდონში ქართველებსა და აფხაზებს შორის

by | June 2, 2018

  ლონდონში, სტადიონთან, სადაც CONIFA 2018-ის ფარგლებში ტიბეტისა და აფხაზეთის საფეხბურთო შეხვედრა იმართებოდა, იქ  მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ამბები, უმცირესობები

უმიწოდ დარჩენილი ეთნიკური აზერბაიჯანელები – “გავყიდი ფარას და სამუშაოდ თურქეთში წავალ”

by | May 31, 2018

საგარეჯოს მინიციპალიტეტის სოფლებში  - დუზაგრამაში, ქეშალოში, ლამბალოში, თულარში, პალდოსა და კაზლარში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, საქართველოში ჩატარებული მიწის რეფორმის შემდეგ მიწის გარეშე დარჩა.

ამბები

რა ღირს აფხაზური “ვიზა” გალელებისათვის

by | May 30, 2018

გალში ე.წ. ვიზის ასაღებად, მოსახლეობას თითქმის ორმაგი თანხის გადახდა უწევს. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, ზაფხულში "ვიზებზე" მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს,

ამბები

სირიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, თბილისი დამასკოსთან დიპურთიერთობებს წყვეტს

by | May 29, 2018

სირიის მთავრობამ "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის, დე ფაქტო აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებული.

ამბები

აფხაზეთის ბიუჯეტიდან მილიარდი დაიკარგა

by | May 26, 2018

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდი რუბლია გამქრალი (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი)

ამბები

გალელები ახალი გადასვლელის გახსნას ელოდებიან… ჯერჯერობით უშედეგოდ

by | May 24, 2018

გალის რაიონის მოსახლეობა, დამატებითი გადასასვლელების გახსნას თითქმის წელიწადნახევარია უშედეგოდ ელოდება. ამ საკითხმა აქტუალურობა შემდეგ შეიძინა, რაც ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეფერხდა

ამბები

დევნილი ჟურნალისტი: აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყო

by | May 23, 2018

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტი, ხაიალ აზიზოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასზე თვალთვალს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოშიც განაგრძობს. 33 წლის ხაიალ აზიზოვი საქართველოში 2017 წლის 19 ივნისს ჩაამოვიდა.

ამბები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარიელი მონიტორების დაშვებას რუსეთმაც მწვანე შუქი აუნთო

by | May 21, 2018

7-წლიანი დაგვიანებით რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რაც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. 

ამბები

ქართველ სასულიერო პირებს იმ ტაძრებთანაც არ უშვებენ, სადაც მანამდე პრობლემა არ ექმნებოდათ

by | May 7, 2018

ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, რომელიც ბოლო 4 წელია, გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ აძვის წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად გიორგობის დღესასწაულზე წირვას ატარებდა, წელს ოსმა სეპარატისტებმა სოფელში არ შეუშვეს.

ამბები

ენგურის ცენტრალურ გადასასვლელზე მიმოსვლა შეფერხებულია

by | May 6, 2018

ენგურის ცენტრალურ გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს, რაც უზარმაზარ რიგებს ქმნის.„საათობით გვიწევს რიგში დგომა. ორი კვირაა ასეა, მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს. თუ საქმე გადაუდებელი არ არის, არც ღირს რიგში დგომა

ამბები

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხინვალის „პოლიციას“ ჩაბარდა

by | May 4, 2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ არცევში 16 იანვარს მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი “ოსურ პოლიციას“ ჩაბარდა.

ამბები

ცხინვალის რეჟიმი ახალგორელებს “სანდოებად” და “არასანდოებად” ახარისხებს

by | May 2, 2018

ოსურ მედიაში გამოქვეყნდა ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება, სადაც საუბარია იმაზე, რომ სპეცსამსახურებმა ახალგორის მოსახლეობა, „რესპუბლიკის“ მიმართ სანდოობის მიხედვით ხუთ ჯგუფად დაჰყვეს.

ამბები

ახალგორში ახალ ემბარგოს აწესებენ – ადგილობრივებს გამოსაზამთრებლად საქონლის გადმორეკვა ეკრძალებათ

by | April 28, 2018

ცხინვალის რეჟიმი ახალგორელი ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვებს აწესებს და ადამიანების შემდეგ უკვე შინაურ ცხოველებისთვის, ცხვრებისა და ძროხებისთვის კეტავს ე.წ. საზღვარს.

ამბები, უმცირესობები

ორად გახლეჩილი ოჯახები – “ოჯახთან ერთად ყოფნის უფლებას აღარ მაძლევენ”

by | April 28, 2018

“იმის გამო, რომ მუსლიმი ვარ, საქართველოს ხელისუფლება ჩემს მეუღლეს და შვილს ქვეყანაში არ უშვებს, მე კი ქვეყნის დატოვების უფლებას არ მაძლევს. ფაქტობრივად, მძევლად მაქციეს,” - ამბობს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ლატიფი კოფჩიევი

ამბები

აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ქართველი მებრძოლის ნეშტი დაკრძალეს

by | April 27, 2018

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დაკრძალეს, რომლებიც 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიღუპნენ და ამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ.

ამბები

ახალგაზრდა მწერალი აფხაზეთში მოგზაურობაზე ფოტოილუსტრირებულ წიგნს ამზადებს

by | April 25, 2018

მწერალი ვაჩე რაინდელი თანამედროვე აფხაზეთის ცხოვრებაზე ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემას გეგმავს. როგორც მან DFWatch-ს უთხრა, აფხაზეთში ორჯერ იმოგზაურა და თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი გადაიღო.

ამბები

ცხინვალის განდგომილი ეკლესიის მეთაურს “ოსური პასპორტი“ ჩამოართვეს

by | April 20, 2018

ცხინვალში მოქმედი არაკანონიკური ე.წ. ალანიის ეპარქიის მმართველს ეპისკოპოს ამბროსის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი“ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა. 

ამბები

აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ჩამოვიდნენ, რამაც სოხუმში დიდი სკანდალი გამოიწვია

by | April 18, 2018

აფხაზი მედიკოსების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ტრენინგზე იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს სწავლობდნენ და ამ ფაქტის გახმაურებამ სოხუმში დიდი სკანდალი და აღშფოთებული განცხადებები გამოიწვია.

ამბები

გალში შიშობენ, რომ სოხუმის რეჟიმი კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვას გეგმავს

by | April 16, 2018

"ოპტიმიზაციის" ფარგლებში სოხუმის რეჟიმი გალში კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვაზე ალაპარაკდა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,

ამბები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გალში ფაროსანასთან ბრძოლა გააქტიურდა

by | April 13, 2018

დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

ამბები

ახალი შეთავაზება სოხუმს და ცხინვალს – თბილისი მათ გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის გამარტივებას სთავაზობს

by | April 5, 2018

საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“ სთავაზობს, რომელიც ძირითადად აფხაზებისა და ოსებისათვის ბიზნეს პროექტების წახალისებასა და გამყოფ ხაზებთან ვაჭრობას ეხება.

ამბები

რუსეთმა სოხუმს ემბარგო დაუწესა, საპასუხოდ სოხუმი  ქართველებს სჯის

by | April 1, 2018

2 აპრილიდან  აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. ამის გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა აკრძალა, პირადი მოხმარებისთვისაც კი.

ამბები

რუხის სავაჭრო ცენტრი “საკმაოდ პრაქტიკულია”, ამბობენ გალელები

by | March 31, 2018

რუხის სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს, აცხადებს DFWatch-თან საუბრისას მისი დირექტორი დავით მაჭავარიანი. "რა თქმა უნდა, იდეამ გაამართლა. ადამიანებს უფრო მეტად აქვთ საშუალება, საცხოვრებელიდან ახლოს მიიღონ ეს მომსახურება.

ამბები

ახალგორელი აქტივისტი: ქართული პასპორტით ძალიან ბევრი ოსიც სარგებლობს

by | March 29, 2018

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ცხინვალის რეჟიმმა რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ე.წ. ოსური მოქალაქეობის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

ამბები

რუსული მედია აფხაზეთის „მინისტრებს“ და არასამთავრობოებს „ბრიტანეთის აგენტობაში“ ადანაშაულებს

by | March 25, 2018

ოკუპირებულ სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აგორებული სკანდალის გამო, სადაც საუბარია, თითქოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.   

ამბები

ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით უკვე 10 ათასზე მეტმა აფხაზმა და ოსმა ისარგებლა

by | March 24, 2018

2009 წლიდან 2018 წლის 14 თებერვლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ამბები

ახალგორელებს შეიძლება “ოსეთის მოქალაქეობა” ჩამოართვან

by | March 22, 2018

ცხინვალის რეჟიმის სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის" მინიჭებასთან ერთად, „სხვა ქვეყნის" მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხები უნდა განიხილოს და ეს უპირველესად სწორედ ახალგორში მცხოვრებ ქართველებს შეეხებათ,

ამბები

პუტინს ყველაზე მეტი მხარდამჭერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰყავს

by | March 21, 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 90%-ზე მეტი მიიღო, აფხაზეთში - 94%, ცხინვალის რეგიონში - 93%. ამ პროცესში ირონიულია ის, რომ „დამოუკიდებელი აფხაზეთისა“ და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტებმა“ მისცეს ხმა და აირჩიეს სხვა ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტი.

ამბები

ვაკე – სოფელი უწყლოდ და უგაზოდ

by | March 16, 2018

“ჩვენს სოფელში სასმელი წყლის მხოლოდ ერთი ხაზია გამოყვანილი, ისიც დაბინძურებული არხიდან მოდის. არხი სავსეა-ხოლმე მკვდარი ძაღლებითა და კატებით. სხვა გზა არა გვაქვს, იძულებულები ვართ ეს წყალი დავლიოთ. არის შემთხვევები, როცა ეს დაბინძურებული წყალიც სანატრელი გვაქვს,”

ამბები

თბილისი: ცნობები თითქოს საქართველომ ცხინვალის რეჟიმს ემბარგო დაუწესა, დეზინფორმაციაა

by | March 15, 2018

„ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ქართული მხარე ზღუდავს ვაჭრობას და ვაჭრობაში ჩართულ პირთა გადაადგილებას ახალგორის მიმართუ

ამბები

საქართველომ ცხინვალის რეჟიმს არაოფიციალური ემბარგო დაუწესა?!

by | March 13, 2018

უკვე სამი კვირაა, რაც ოკუპირებულ ახალგორში თბილისიდან და გორიდან გასაყიდი ტვირთების შეტანა არ ხდება, რის გამოც ცხინვალის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და ფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ახალგორში ამბობენ, რომ ეს სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა.  

ამბები

სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკა კადრების არარსებობის გამო ვერ გახსნეს

by | March 13, 2018

სოხუმში, კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ DFWatch-ს ქართველმა კარდიოლოგმა განუცხადა, რომელიც თანახმა იყო სოხუმში სამუშაოდ გადასულიყო.

ამბები

ცხინვალში გაიმართა  მიტინგი მოთხოვნით, რომ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისს არ გადაეცეს

by | March 6, 2018

ცხინვალში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, სადაც 400-მდე ადამიანი შეიკრიბა, უმეტესად ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ გადაეცეს ოჯახს, ვიდრე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  და დაღუპულ ოსებს არ მოძებნიან

ამბები

გალელებისთვის ხარისხიანი მკურნალობის ერთადერთი საშუალება ენგურსგადმოღმა გადმოსვლაა

by | March 5, 2018

  2010 წლიდან საქართველოს მთავრობა აფხაზური პასპორტის მქონე ნებისმიერ პირს სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ უწევს. აღნიშნულით ძირითადად აფხაზები სარგებლობენ და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ამბები

ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს, სპეცრაზმი ქუჩაში მამაკაცებს ჩხრეკს

by | March 4, 2018

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. დაბაში სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ცხინვალის ომონი.

ამბები

ცხინვალის რეჟიმმა “გენოციდის” ბრალდებით სააკაშვილზე, მერაბიშვილზე და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა

by | March 3, 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა საქართველოს 45 მოქალაქეებზე ძებნას აცხადებს. ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა პრესკონფერენცია გამართა და იმ საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა.

ამბები

სოხუმის რეჟიმი გალელებს პენსიის ჩამორთმევით აშანტაჟებს

by | February 25, 2018

სოხუმის რეჟიმი გალში მცხოვრებ პენსიონერებს ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ არაღების შემთხვევაში პენსიის ჩამორთმევით ემუქრება. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ დოკუმენტის შემოღება მხოლოდ „ფულის კეთებას“ ემსახურებოდა.

ამბები

ცხინვალის ციხეში აგვისტოს ომის ვეტერანი ცემის შედეგად გარდაიცვალა

by | February 23, 2018

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილს სცემეს, როს გამოც ის გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს. 

ამბები

ენგურზე „ტაჩკებს“ კონკურენტი გამოუჩნდა

by | February 21, 2018

  ცხენშებმულ ოთხთვალებს, რომლებიც წლების განმავლობაში გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, ნელ-ნელა მიკროავტობუსები ანაცვლებს, რაც „ტაჩკების“ მეპატრონეების დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს.

ამბები

უმუშევრობა – ეთნიკური აზერბაიჯანელების მთავარი პრობლემა

by | February 21, 2018

„ერთი პერიოდი თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი. ორი წლის წინ სხვა 12 ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამშრომელთან ერთად  სამსახურიდან გამათავისუფლეს. მას შემდეგ უმუშევარი ვარ,“ - ამბობს ფონიჭალაში მცხოვრები ისმიხან საფაროვი.

ამბები

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა 30 წელში თითქმის განახევრდა

by | February 19, 2018

2017 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაიბადა 513 ბავშვი, გარდაიცვალა - 507 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო წლებში შობადობა განუხრელად მცირდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაბადებულთა რაოდენობა 20%-ითაა შემცირებული

ამბები

“აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

by | February 15, 2018

ცნობილი კომპოზიტორი და "აფხაზეთის ჰიმნის" ავტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთ სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა.

ამბები

სოხუმში შობადობის შემცირებაზე შფოთავენ, თუმცა „ოფიციალური“ სტატისტიკით აფხაზების რაოდენობა მაინც იზრდება

by | February 14, 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხად ბოლო წლებია დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის შემცირება სახელდება და მუდმივად ამას განიხილავს ყველა - დე ფაქტო ხელისუფლება, აფხაზი ექიმები და ადგილობრივი მედია.  გასულ წელს სოხუმის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმაც განაცხადა, რომ შობადობა 25%-ითაა შემცირებული და ზომებია მისაღები.

ამბები

„ლანცეტის” დირექტორი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის დაკვეთით გაასამართლეს

by | February 10, 2018

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი კლინიკაში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორი უკანონო ოპერაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამბები

ხაჯიმბა ფეისბუქის რეგულაციაზე ფიქრობს –  „შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არავის გააღიზიანებს“

by | February 7, 2018

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მას ბევრი მიმართავს სოციალური ქსელების აკრძალვის თხოვნით, მოსახლეობაც და დეპუტატების ნაწილიც, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა და "შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება".

ამბები

სოხუმთან ახლოს, სომხური სკოლის ეზოში მემორიალზე ქართული წარწერაა შემორჩენილი

by | February 2, 2018

სოფელ მერხეულში, რომელიც სოხუმიდან 22 კილომეტრში მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალზე ქართული წარწერა დღემდეა შემორჩენილი. "გმირნო მამულის მადიდნო უკვდავებაა სახელი თქვენი" - წერია აფხაზურად და ქართულად მემორიალის ერთ-ერთ ქვაზე

ამბები

„1+4” – ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტთა ნაწილს სწავლის გაგრძელება უჭირს

by | January 31, 2018

საიდ ჰუსეინოვი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. პროგრამის დასრულების შემდეგ მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე უნდა გააგრძელოს.

ამბები

ქართული მედია და ეთნიკური აზერბაიჯანელები – „საქართველოში მიმდინარე ამბებზე კარგად ის ვიცი, აზერბაიჯანში რა ხდება”

by | January 31, 2018

ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს და მიიჩნევს, რომ მათი პრობლემები ქართულ მედიაში არასაკმარისად შუქდება.

ამბები

მუშები ჩრდილოეთ კორეიდან… სოხუმში

by | January 30, 2018

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების სიაში მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში. როგორც ირკვევა „შავ სიაში“ აღმოჩენილი დიპლომატი სოხუმში ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული და ჩრდილოეთ კორეიდან აფხაზეთში მუშების ჩაყვანას და მშენებლობაზე დასაქმებას კურირებს,

ამბები

როგორი ხელფასი აქვთ გალელ მასწავლებლებს

by | January 30, 2018

როგორც DFWatch-ს რამდენიმე ადგილობრივმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლის პედაგოგების ანაზღაურება „შედარებით ნორმალურია“, განსაკუთრებით ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით.

ამბები

სელექციური აბორტები: „მეუღლემ გამაფრთხილა, თუ ბიჭი არ იქნებოდა, მიმატოვებდა”

by | January 29, 2018

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ბავშვის სქესის წინასწარ დადგენაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია. მარნეულში მცხოვრებ 31 წლის საქინა ალიევას 5 წლის ბიჭი ჰყავს. ვაჟის გაჩენამდე მან აბორტით ორი გოგონა მოიშორა. საქინა ამბობს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეუღლის ზეწოლით მიიღო:  

ამბები

ეთნიკური აზერბაიჯანელები და ახლონათესაური ქორწინება

by | January 26, 2018

„ჩემი უფროსი ქალიშვილი თალასემიითაა დაავადებული. როცა დიაგნოზი დაუსვეს, მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რომ ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა და ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვი ახლონათესაური ქორწინების შედეგად იბადება. მე ჩემს ბიძაშვილზე ვარ გათხოვილი.

ამბები

ცხინვალის ჯარის რუსეთის არმიაში გაერთიანებას თბილისი მოსკოვის მორიგ პროვოკაციად აფასებს

by | January 26, 2018

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. არმია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდა და ამ შეთანხმებას ხელი რუსეთის სათათბირომ 24 იანვარს უკვე მოაწერა. საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის არის მორიგი პროვოკაცია

ამბები

გალელებს “აფხაზური პასპორტის” ასაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურ ცნობას თხოვენ

by | January 24, 2018

სოხუმის რეჟიმი აფხაზური პასპორტის გაცემისთვის გალელებისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის დასტურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გაცემულ ოფიციალურ საბუთს მოითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს.

ამბები

ომის შემდეგ პირველად გალში ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი იმართება  

by | January 22, 2018

24 იანვარს, გალის კულტურის სახლში სანქტ-პეტერბურგის მარინის ოპერის თეატრის ახალგაზრდა შემსრულებელთა აკადემიის ქართველი სოლისტი  (ბარიტონი) გიორგი თოდუა კონცერტს გამართავს. 

ამბები

“სასწრაფო გამოძახებიდან 3 საათის შემდეგ მოვიდა” – რატომ იგვიანებს სასწრაფო მარნეულში

by | January 20, 2018

“სასწრაფო დახმარება დროულად რომ მოსულიყო, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, - ამბობს ფაიგა ალიევა. მისი შვილი, სეიმური ავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში 2 თვის წინ მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მყისიერად გამოიძახეს. ფაიგა ალიევას თქმით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა.

ამბები

ცხინვალში ეჭვობენ, რომ მარეკ დუდაევის მკვლელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

by | January 17, 2018

მარეკ დუდაევის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია, როგორც ცხინვალში აცხადებენ, ის მისი თანასოფლელი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია,

ამბები

ცხინვალის ლიდერის ვოიაჟმა ბოსნიელი სერბები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

by | January 17, 2018

ცხინვალი რეჟიმის ხელმძღვანელი ბოსნა-ჰერცოგოვინას სერბთა ავტონომიაში 8-13 იანვარს იმყოფებოდა, შეხვდა მის მეთაურს მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს.

ამბები

არცევში ცნობილი “კრიმინალური ავტორიტეტი” მარეკ დუდაევი მოკლეს

by | January 17, 2018

ცხინვალის მახობლად, სოფელ არცევში მოკლეს მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობების გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს. 

ამბები

სოხუმში აქციაზე გალის დე ფაქტო გამგებელს დაესხნენ თავს (ვიდეო)

by | January 6, 2018

სოხუმში მიმდინარე აქციაზე ოპოზიცია გალის დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას დაუპირისპირდა. კადრებში ისმის ხმა, თუ როგორ მოუწოდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი სხვებს - „ნადარაია უნდა იცემოს“.

ამბები

უკრაინელებმა დააკავეს გემი, რომელსაც აფხაზური კონტრაბანდა გადაჰქონდა

by | January 5, 2018

ახალი წლის ღამეს უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოდესის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს გემი, რომელსაც ბულგარეთში კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა.

ამბები

სოხუმის რეჟიმი ლუკავას სანაცვლოდ რუსი დიპლომატის მკვლელის გადაცემას მოითხოვს

by | January 5, 2018

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თბილისს ორი კვირის წინ 20-წლით პატიმრობა მისჯილი ყოფილი სამხედრო გიორგი ლუკავა გადმოსცა, მოითხოვს, რომ სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს ტერიტორიაზე მიმალული დამნაშავეები გადაეცეს, მათ შორის 5 წლის წინ სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული იუსუპ ლაკაევი, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.  

ამბები

ქართველი მებრძოლის გათავისუფლებამ აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია

by | January 3, 2018

აფხაზური საზოგადოება აღშფოთებას არ მალავს თბილისისთვის ქართველი მებრძოლის გიორგი ლუკავას გადმოცემის გამო, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ ჩადენის მუხლით.

ამბები

სამკურნალოდ ჩამოსული „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების“ რიცხვი განახევრდა

by | December 29, 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი  პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან ხშირად ჩამოდიან. 2017 წელს ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, წლის განმავლობაში 417 ოს პაციენტს გაეწია უფასო მომსახურება,

ამბები

„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, არ გაგაგდებთ აქედან, თვითონ წახვალთო” – გალელებს სახლების დატოვებას აიძულებენ

by | December 28, 2017

გალის რაიონს დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს. ყოველ მათგან აქვს პირადი მიზეზი, თუმცა საერთო მიზეზების ჩამონათვალი გაცილებით დიდია.

ამბები

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის ციხიდან ყოფილი ქართველი სამხედრო გამოუშვეს

by | December 25, 2017

„დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ - ამ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ამბები

ცხინვალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოსგან „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს

by | December 25, 2017

ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს.

ამბები

ახალი წლიდან აფხაზები „ვიზების“ გაცემას ენგურის ხიდზე დაიწყებენ

by | December 22, 2017

იანვრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზები „საზღვარზე“ გაიცემა, ამის შესახებ ქალაქ გალში გამართულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს განუცხადეს.

ამბები

აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“

by | December 20, 2017

აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება. „სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ.

ამბები

პატარა შფოთი ცხინვალში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეზღუდვის გამო

by | December 20, 2017

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლები 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ვერ ყიდულობენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება ე.წ. სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ზასეევმა გააკეთა.

ამბები

„სახელმწიფო რომ იცავდეს ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა უფლებებს, ისინი უფრო აქტიურები იქნებოდნენ”

by | December 17, 2017

„ჩვენი ქალები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ბევრს შრომობენ. პირობები რომ ჰქონდეთ, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად წარმოაჩენდნენ,” - ამბობს საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა და დასძენს, რომ თუ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არ არიან ჩართულნი, ამაში ისევ ხელისუფლებაა დამნაშავე.

ამბები

ცხინვალის რეჟიმის შემდეგ საბაჟოს გახსნას სოხუმიც აპირებს

by | December 15, 2017

სოხუმის რეჟიმი ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, რომ  დანარჩენი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს და პლუს, აფხაზეთში აკრძალული საქონლის შეტანა აკრძალოს.

ამბები

აფხაზეთსა და ცხინვალში რუსები დიდ წვრთნებს ატარებენ, სადაც  ჯამში 2 000  სამხედრო მონაწილეობს

by | December 15, 2017

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში, კოდორის ხეობის სოფელ წებელდაში, გადაუთასა და  ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემში,  ოთხივე ამ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.

ამბები

აფხაზეთში  ორი კაცი ჩაცხრილეს, ერთ-ერთი ანქვაბის მოკვლის მცდელობაშია ბრალდებული

by | December 14, 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში დაცხრილეს სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

ამბები

აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი თითქმის 3-ჯერაა შემცირებული

by | December 6, 2017

აფხაზეთში 2017 წლის მანდარინის სეზონი დაიწყო და მიუხედავად სოხუმის რეჟიმის მცდელობისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში იმპორტირებული მანდარინის მოცულობა 2,7-ჯერაა შემცირებული.

ამბები

ვის გათავისუფლებას სთხოვს თბილისს სოხუმი გიუნაშვილის სანაცვლოდ?!

by | December 5, 2017

12-13 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართება და აფხაზური მხარე, დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებზე დააყენებს საკითხს, რომ  26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილის სანაცვლოდ ოფიციალურმა თბილისმა ქართულ ციხეში მყოფ აფხაზი მეომარი გაათავისუფლოს.

ამბები

გალელებს „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალებენ

by | December 3, 2017

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელი ნებართვის, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალდებულებს. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სოფლების გამგებლებს დაევალათ.

უმცირესობები

ახალი კადრების დეფიციტი არაქართულენოვან სკოლებში და ახალგაზრდა მასწავლებლების პრობლემა

by | December 3, 2017

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლებში კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, ბევრი ახალგაზრდა კადრი დასაქმებას ვერ ახერხებს.

ამბები, უმცირესობები

„ბევრი სახლი დაიკეტა, ბევრი კი დაინგრა” – როგორ ცხოვრობენ მარნეულის მაღალმთიან სოფლებში

by | November 25, 2017

2 წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ულიანოვკას, ხოჯორნს, წერაქვს, ხოხმელსა და ოფრეთს მაღლმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ იქ მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული ფინანსური და სოციალური შეღავათებით სარგებლობს.

ამბები

თბილისში ამტკიცებენ, რომ შოტლანდიაში მემორიალის აღება არ მოუთხოვიათ

by | November 17, 2017

შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი ადგილზე დაბრუნდება, ოღონდ კორექტირებული - ანუ „პოლიტიზირებული სიმბოლიკის“ გარეშე. მისი დემონტაჟი ან ნგრევა ქართულ მხარეს არ მოუთხოვია

ამბები

ცხინვალი “საზღვარზე” სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ზღუდავს

by | November 14, 2017

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სასწრაფო დახმარების მანქანების თბილისში გამოტარებაზე ახალი არაფორმალური წესი ამოქმედდა.

ამბები

სოხუმის რეჟიმის საბუთები, რომლებიც გალელებს ცხოვრების გარდა სხვა არავითარ უფლებას არ უტოვებს

by | November 11, 2017

სოხუმის რეჟიმი გალის ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს. ერთის მხრივ, სოხუმში სულაც არ სურთ, გალი მოსახლეობისგან დაიცალოს, რადგან ეს რაიონი მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ამბები

შოტლანდიაში სეპარატისტული სიმბოლიკის შემცველ მემორიალს აიღებენ: საქართველოს ელჩი

by | November 10, 2017

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 1992-93 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნის მემორიალური ქვის დემონტაჟი მოხდება, რომელზეც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დროშაა გამოსახული.

ამბები

ცხინვალის რეჟიმი ახალგორში საბაჟოს ხსნის

by | November 3, 2017

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში საბაჟო პუნქტს ხსნის, რომ თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს.

ამბები

კვირიკაშვილის განცხადება სოხუმში „ცინიზმად“ და „თვალთმაქცობად“ აღიქვეს

by | November 1, 2017

„ქართული პოპულიზმი“, „თვალთმაქცობა“, „ცინიზმი“ - ასეთი გამოხმაურებები ჯერ ისევ არ ცხრება ოკუპირებულ სოხუმში მას შემდეგ, რაც აფხაზური ენის დღეს, 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა

ამბები

აზიურმა ფაროსანამ გალელები მოსავლის გარეშე დატოვა, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია

by | November 1, 2017

აზიურმა ფაროსანამ დიდი ზიანი მიაყენა გალის რაიონს. თხილის პლანტაციები, გალელების შემოსავლის ძირითადი წყარო, ისე დაზარალდა, რომ ბევრ სოფლებში თხილი საერთოდ არ მოუკრეფავთ.

უმცირესობები

„აქ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ” – ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებული სოფელი

by | November 1, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წოფი ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და სომხებით არის დასახლებული. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული  კონფლიქტის მიუხედავად, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

ამბები

აფხაზეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ

by | October 29, 2017

26 ოქტომბერს სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე ჩატარდა აქცია „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე". აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო წლებია ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის მთავრობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რომ „მომავალი თაობა დაღუპვისაგან როგორმე გადაარჩინონ“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, ომის ვეტერანებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა. ასევე სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არა ნარკოტიკებს“, „ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგი ვართ“, „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე“. აქციაზე მისულმა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც აღიარა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ამას ერთობლივად უნდა შეებრძოლონ. აქცია „სოციალურ - ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა გუმბა ამბობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო და იმისათვის, რომ მომავალი თაობა შეინარჩუნონ, „ძალიან ბევრი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ“. ცენტრი ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ მთავრობა არ ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ კრიმინალურ ბიზნესს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია. „განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ნარკოტიკების მოხმარება არასრულწლოვანთა შორის,“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის  დე ფაქტო პარლამენტს გაეგზავნა და სადაც ნარკორეალიზატორებზე  სასჯელის გამკაცრება, მომხმარებელთა მიმართ კი შემსუბუქება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების პრეტენზიაა, რომ ...

ამბები

ცხინვალის მინისტრის ევროტური

by | October 25, 2017

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 23 ოქტომბერს კატალონიაში იმყოფებოდა. როგორც ცხინვალის საგარეო უწყება აცხადებს, „ვიზიტი ოფიციალური იყო“

ამბები, უმცირესობები

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საარჩევნო დღის წესრიგი

by | October 22, 2017

„არჩევნებზე ყოველთვის იმ იმედით მივდივართ, რომ იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში მოდიან, დაპირებებს იძლევიან და მიდიან,“

ამბები, უმცირესობები

რეპორტაჟი ყიზილაჯლოდან – „დღემდე ვინც ავირჩიეთ, არავის არაფერი გაუკეთებია“

by | October 22, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფლ ყიზილაჯლოში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მაგრამ არჩეული კანდიდატებისგან არაფერს ელოდება.

ამბები

ახალგორის ქართული სკოლების დაწყებითი კლასები სწავლას ჯერ ისევ ვერ იწყებენ

by | October 20, 2017

სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის რვავე ქართული სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. პედაგოგებს რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ და ამის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ბავშვებმა კი საერთოდ არ იციან რუსული, რის გამოც შეიძლება ოჯახებს ახალგორის დატოვება და წეროვანში გადასვლა მოუწიოთ. ახალგორში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო და ქართულ სკოლებში 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი რუსულენოვანი სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლებოდეს. ქართული ენა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რიგით საგნად რჩება. როგორც ცხინვალის განათლების მინისტრის მოადგილე ელისა გაგლოევა ამბობს, „სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა სკოლა გადავიდა ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე“, რასაც ქართული სკოლები ვერ ერგება და ამიტომ ცხინვალმა ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტა: „ქართულ სკოლებში სხვა პროგრამით ასწავლიან. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ მოგვერგო ეს პროგრამა სამხრეთ ოსეთის რეალობაზე. ქართული სკოლები ჩიხში შევიდნენ. სასწავლო პროგრამა არეულ-დარეული აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, დავალაგოთ სიტუაცია. ამისათვის კი ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა სკოლებში ისწავლება, ქართულ სკოლებშიც უნდა ამოქმედდეს. გარდა ამისა, აქ, ცხინვალში გვაქვს პედაგოგთა ასამაღლებელი კურსები, ასევე ატესტაცია. ლენინგორის სკოლის მასწავლებლები არც ერთს გადიან და არც მეორეს, რადგან მათთვის ცალკე ქართულ ენაზე ფიზიკურად არ გვაქვს არც კურსები და არც საატესტაციო ტესტები. რატომ უნდა იყვნენ ისინი გამონაკლისები?!“ ახალგორის რაიონში (რომელსაც ცხინვალის ხელისუფლებამ საბჭოთადროინდელი ...

ამბები

გალის რაიონში ქართული სკოლა დახურეს

by | October 19, 2017

ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გალის სკოლების დირექტორებს განუცხადეს, რომ სოფელ მეორე თაგილონის სკოლა იხურება

ამბები

კრასნოდარის სასამართლომ უხუცესის განაჩენი ძალაში დატოვა, ჩერქეზი აქტივისტები პოლიციამ ქალაქში არ შეუშვა

by | October 16, 2017

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ 16 ოქტომბერს ძალაში დატოვა აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება 67 წლის ჩერქეზი უხუცესისა და აფხაზეთის „გმირად“ შერაცხული რუსლან გვაშევის 10 ათასი რუბლით დაჯარიმებაზე. 

უმცირესობები

ცხინვალში იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს

by | October 16, 2017

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ეს რელიგიური გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა.

ამბები, უმცირესობები

ან სკოლა ან ჰიჯაბი – „ჩემი შვილები სკოლაში ჰიჯაბის გარეშე არ ივლიან!”

by | October 12, 2017

„მინდა ვისწავლო და მასწავლებელი გამოვიდე. რომ არ ვისწავლო, ვიცი, რომ მომავალში ცხოვრება გამიჭირდება. იმის გამო, რომ ჰიჯაბს ვატარებ, სკოლაში აღარ დამიშვეს.

ამბები

რუსი ძალოვნების მხრიდან აქტივისტის დევნის გამო ჩერქეზებსა და აფხაზებში უკმაყოფილება იზრდება

by | October 10, 2017

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ჩერქეზების უფლებების დარღვევის გამო ერთი თვეა პროტესტი არ ცხრება.

ამბები

„ელ პაისი“: კატალონიამ შეიძლება ორშაბათს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს

by | October 5, 2017

კატალონიის პარლამენტმა შეიძლება დამოუკიდებლობა ორშაბათის სესიაზე გამოაცხადოს, ამის შესახებ ინფორმაციას, ავტონომიური ოლქის ულტრა-მემარცხენე პარტიაზე დაყრდნობით ესპანური გაზეთი „ელ-პაისი“ ავრცელებს.

ამბები

სოხუმი იუნესკოს ძეგლების გადარჩენას სთხოვს

by | October 5, 2017

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროსა და იუნესკოს თხოვნით მიმართავს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული  უნიკალური ძეგლების დაცვა-გადარჩენაში დაეხმარონ, ხოლო ძეგლების „სავალალო მდგომარეობას“ საქართველოს „გამანადგურებელ პოლიტიკას“ აბრალებენ.

უცხოეთი

ვიდეო: ამერიკული სამხედრო ხომალდი ირანულ კატარღას გამაფრთხილებელ ცეცხლს უხსნის

by | July 26, 2017

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამშაბათს სპარსეთის ყურეში ამერიკულ და ირანის გემებს შორის ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.

უცხოეთი

უკრაინის საზღვარზე რუსული დამრტყმელი შენაერთების კონცენტრირება ხდება: გენშტაბის უფროსი

by | July 25, 2017

რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედრო შენაერთების კონცენტრირებას ახორციელებს, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო.

უცხოეთი

ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

by | July 23, 2017

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატა სამშაბათს კენჭს უყრის, და დიდი ალბათობით მიიღებს, კანონპროექტს, რომელიც რუსეთისთვის და ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ამბები

ალეკო ელისაშვილი: მინდა გული გაგიხეთქოთ – გაცემულია ნებართვები 6,5 მილიონი კვ.მ.-ის მშენებლობაზე

by | July 21, 2017

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდება და მოხდება უკვე გაცემული ნებართვების დეტალური შესწავლა. მისი თქმით, უკვე გაცემულია ნებართვები კოლოსალური რაოდენობის მშენებლობაზე, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. „მინდა გული გაგიხეთქოთ: უკვე გაცემულია, და ჯერ არ აშენებულა, 6,5 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები. ეს, იცით, რა რაოდენობაა? ეს არის, დაახლოებით, კიდევ ერთი თბილისის აშენება. მოსკოვში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო დიდი ქალაქი, სადაც რამდენჯერმე უფრო მდიდარი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე თბილისში, 3 მილიონ კვადრატულ მეტრს ვერ ყიდიან წელიწადში. ჩვენ 6,5 მილიონი კვ.მ. როგორ უნდა გავყიდოთ, არ ვიცი,“ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარასკევს ფეისბუქით გადაცემულ ვიდეო კონფერენციაზე (16:40). „შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება (მშენებლობაზე) მორატორიუმის გამოცხადება და ყველა სამშენებლო ნებართვის დეტალური რევიზია. სამშენებლო ნებართვები, რომლებიც არღვევს  წესებს, არღვევს კანონებს და ქალაქის და ხალხის ინტერესებს, აუცილებლად გაუქმდება - ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. „როდესაც საკრებულოში მივედი, პირველი, რასაც ვამბობდი, (მშენებლობაზე) მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო და მოგვეხდინა რევიზია იმ ნებართვების, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ (2014 წლის) თვითმმართველობის არჩევნების წინ გასცა. ეს მაშინ რომ გაეკეთებინა ნარმანიას და „ქართულ ოცნებას“, დღეს ეს მძიმე შედეგი არ გვექნებოდა.“

ამბები, უცხოეთი

საქართველოში ყოფილ ელჩს ტრამპი ავღანეთის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მისიას ანდობს

by | July 21, 2017

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანად წარადგინა.

ამბები

დონბასში ერთ დღეში 9 უკრაინელი სამხედრო მოკლეს

by | July 21, 2017

20 ივლისი წელს ყველაზე ტრაგიკული გამოდგა უკრაინის არმიისათვის - დონბასში გუშინ 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მათგან 6 უშუალოდ საბრძოლო შეტაკებებისას მოკლეს, 3 კი ნაღმზე აფეთქდა;

ამბები

ცხინვალის არჩევნები გენერალმა ბიბილოვმა მოიგო

by | April 10, 2017

ხმათა 57,98%-ით  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „არჩევნებში“ მონაწილეთა ხმების 30% მიიღო. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, 32 736 ამომრჩევლის არჩევანს ოფიციალურად ხუთ დღეში გამოაქვეყნებენ. ბიბილოვმა  კვლავ დაადასტურა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვას განაგრძობს. „მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზე, ოციან წლებში ოსი ხალხის გაყოფის შემდეგ ცოცხლობს,“ - განაცხადა ბიბილოვმა. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი ყოფილი სამხედროა და გენერალ-ლეიტენანტის ჩინი აქვს. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1990-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში. ოფიციალური თბილისი კი ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იგი  უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. „ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. უკანონო ანექსიაზეა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის სპეციალურ განცხადებებშიც.  გიორგი კვირიკაშვილი ...

ამბები

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ფინალი – 4 წლიანი პატიმრობა კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს

by | March 31, 2017

4-4  წლიანი პატიმრობა რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს - ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებსა და დაზარალებულებს შორის. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატომრობაშია მაია რჩეულიშვილის ვაჟი გუკა რჩეულიშვილიც. მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, მითვისება, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - 11 მილიონ ლარზე მეტი. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის „ცენტრ-პოინტ ინვესტის“, „ცენტრ-პოინტ კრწანისის“, „ცენტრ-პოინტ სიტისა“ და შპს „მზიური ველის“ ეპიზოდებს ეხებოდა. ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს. „განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთ თვეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. პროკურატურამ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ შესთავაზა.  ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი 6 ათასივე დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.  პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზეც სთავაზობდნენ, თუმცა ბრალდებულებმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.

ამბები

საგზაო წესები მკაცრდება, 100-ქულიანი სისტემა შემოდის

by | March 31, 2017

ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტი ცვლილებას აპრილში მიიღებს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შსს-ის მიერ არის მომზადებული. ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა, რომელსაც თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად შესაბამისი ქულები აკლდება. წლის განმავლობაში ქულების განულება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს, რომლის დასაბრუნებლადაც პირს მართვის მოწმობაზე გამოცდის ხელახლა ჩაბარება 2 თვის შემდეგ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ მძღოლებს მომდევნო წლის პირველ იანვარს ქულები 100-მდე შეევსება. ამასთან, ქულათა შემცირების წესი არ გავრცელდება ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში. ეს პრინციპი ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაცემულ მართვის მოწმობაზე. მანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, მართვის უფლების შეჩერების სანაცვლოდ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა პირს სამართალდარღვევის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება. დღეს მოქმედი ნორმით კი ჯარიმა მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე ჯარიმა 10-დან 30 ლარამდე იზრდება. გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ...

ამბები

ღია საზოგადოების ფონდების განცხადება უნგრეთის მთავრობის ინიციატივაზე

by | March 30, 2017

უნგრეთის მთავრობა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის არსებობას ქვეყანაში. ახალმა ინიციატივამ შესაძლოა, ასევე ხელი შეუშალოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას უნგრეთში. ამასთან დაკავშირებით ღია საზოგადოების ფონდებმა მიმართვა გაავრცელა, რომელიც DFWatch-ს ხუთშაბათს "ღია საზოგადოება - საქართველომ" მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის, საქართველოში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია.  საქართველოდან პირველი ექვსი სტუდენტი ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში 1993 წელს მიიღეს. ღია საზოგადოების ფონდები ბუდაპეშტის მთავრობის ინიციატივას ეხმაურება: უნგრეთის მთავრობის  ინიცირებული კანონპროექტი უშუალოდ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული. იგი ემსახურება აკადემიური თავისუფლების ჩახშობას კერძო უნივერსიტეტში, რომელიც შემოწირულობით დაფინანსების მიუხედავად, აკადემიური დამოუკიდებლობით გამოირჩევა.  ნებისმიერი სამართლებრივი ზომა, რაც შეზღუდავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მუშაობას ბუდაპეშტში,  მოშლის უნგრეთის ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის სტრუქტურას  და  დააზიანებს უნგრეთის, როგორც ინოვაციების, აკადემიური წარმატებისა და სამეცნიერო კვლევების ცენტრის რეპუტაციას. როგორც მთავრობამ განაცხადა, ის ასევე გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებას, რაც ნიშნავს რიგითი უნგრელების ხმის გაქრობას განათლების, ჯანდაცვის, ანტიკორუფციული მიმართულების ინიციატივებიდან. აკადემიურ თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, პირველ რიგში, უნგრეთის რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.    ჯორჯ სოროსმა ღია საზოგადოების ფონდი უნგრეთში 1984 წელს დააარსა, რითიც ხელი შეუწყო არა მარტო უნგრეთის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის კომუნიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს შეიქმნა. ამჟამად, ...

ამბები

საქართველო პოლიეთილენის პარკებთან ბრძოლას იწყებს

by | March 30, 2017

სექტემბრიდან საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს უერთდება, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება შეზღუდული, ან საერთოდაც აკრძალულია. 

ამბები

მარიხუანასთან დაკავშირებული სანქციები შემსუბუქდება

by | March 29, 2017

საქართველო მარიხუანას შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე სანქციებს ამსუბუქებს, თუმცა მისი სრული დეკრიმინალიზაცია არ ხდება

ამბები

დეკანოზს ბრალი არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზე წაუყენეს? (ვერსია)

by | February 15, 2017

„ციანიდის საქმეში“ ახალი ვერსია გაჩნდა - ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამტკიცებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ოფიციალურად ბრალი არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში ედება.

ამბები

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

by | February 15, 2017

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება - მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა. აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის წრიდანაა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე  და ეს, მისი თქმით, მნიშვნელოვან ტენდენციას უსვამს ხაზს. ხოლო ის ფაქტი, რომ მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, სამნიძის აზრით, ლოგიკურად ხსნის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მოტივს, რომელმაც „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“ და დეკანოზი ფაქტობრივად დამნაშავედ წარმოაჩინა. „ხელისუფლება პირდაპირ ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მთავრობამ დაუყოვნებლივ გადახედოს  საპატრიარქოს დაფინანსების წესს.

ამბები

წერილი, რომელმაც “ციანიდის საქმეში” მეტი კითხვა გააჩინა

by | February 14, 2017

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა. წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა. მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის  საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, ამ ყველაფრის გახმაურებას ჯერ კიდევ  2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე გეგმავდა, მაგრამ „გარკვეულმა ჯგუფმა“ ამის საშუალება არ მისცა.  მოგვიანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. წერილში მამა გიორგი მამალაძე ეკლესიის ქონების გარშემო შექმნილ სიტუაციას სავალალოს უწოდებს და ამის დასადასტურებლად არაერთი მაგალითი მოჰყავს. მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა კერძო შპს-ები, რომლებიც წლებია სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოებას, სამშენებლო საქმიანობას; ასევე, არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც „კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას“. იგი ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის მფლობელობაში არსებულ მიწებზეც, რომელიც, მისივე თქმით, დატაცებულია. ასევე, საპატრიარქოს კლინიკაზე, სადაც ფინანსური შემოწმების შედეად 5 მილიონ ლარამდე დავალიანება იქნა აღმოჩენილი, რაც, დეკანოზის ინფორმაციით, კრიმინალის ნიშნებს შეიცავს.  აქვე იმასაც დასძენს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება მას საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს ...

ამბები

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლეს ნაღმოსანს აგზავნის

by | February 13, 2017

პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი მეილის“ ცნობით, ამ მისიის მიზანი რუსეთის შეკავება და კიევის მხარდაჭერაა, სადაც გაერთიანებული სამეფოს 650 სამხედრო მოსამსახურე „საიდუმლო წვრთნებს ატარებს.“ საუბარია 207 წელს გამოშვებულ უახლეს ესკადრის ნაღმოსან HMS Diamond-ზე, რომელიც ანტისაჰაერო და ანტისაზღვაო მძლავრი სარაკეტო კომპლექსებით არის აღჭურვილი. „ბრიტანეთი აძლიერებს თავის სამხედრო დასწრებას მსოფლიო არენაზე და მტკიცედ დგას თავისი უკრაინელი მეგობრების გვერდით,“ უთხრა გამოცემას ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, სერ მაიკლ ფალონმა. „გაერთიანებული სამეფო აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის დაცვა მთელ მსოფლიოში და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“ ამის პარალელურად ბრიტანეთი აძლიერებს სახმელეთო ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში. ზაფხულში ესტონეთში 800 სამხედრო განთავსდება, პოლონეთში კი დამატებით 200. შეგახსენებთ, რომ დონბასში ვითარების გამწვავების პარალელურად უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ პირდაპირი რუსული აგრესია „ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.“

ამბები

გაურკვევლობა და პროტესტი ამერიკის აეროპორტებში ტრამპის ახალი ბრძანებულების გამო

by | January 30, 2017

ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ პარასკევს გამოცემულმა ბრძანებულებამ, რომელიც შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას დროებით, 90 დღის განმავლობაში, უკრძალავს, აეროპორტებში დაბნეულობა და გაურკვეულობა გამოიწვია, ისლამურ სამყაროში აღშფოთება, ამერიკაში კი მასობრივი გამოსვლები. მართალია, ამ ბრძანებულებას დონალდ ტრამპმა ხელი პარასკევს მოაწერა, მაგრამ მისი შედეგი თვალნათელი შაბათს და, განსაკუთრებით, კვირას გახდა, როცა ამერიკისა და სხვა ქვეყნების აეროპორტებში სირიის, ირანის, იემენის, სუდანის, ერაყის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეების შეჩერება, დაკავება ან უკან გაბრუნება დაიწყეს. „ჩვენ ქვეყანაში შემოვუშვებთ მხოლოდ მათ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას და ღრმად უყვარს ჩვენი ხალხი,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის დანიშნულება ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის აღკვეთაა. თუმცა მას ტრამპის ოპონენტებმა უმალ „ანტიმუსულმანური კანონი“ შეარქვეს (#MuslimBan). ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან მალევე ბრუკლინის (ნიუ იორკის რაიონი) მოსამართლემ ის ნაწილობრივ გააუქმა იმ ნაწილში, რომელიც ლტოლვილების უკან გაბრუნებას გულისხმობს, თუმცა არშეშვების ნორმა ძალაში რჩება. ავიაკომპანიებს დაეგზავნათ შეტყობინება რეისებზე ამ შვიდი ქვეყნის მოქალაქეების დაუშვებლობის შესახებ. განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ბრძანებულება ამერიკაში ჩასვლას მწვანე ბარათის მფლობელებსაც უკრძალავს.   Outside departures at Portland International Airport #NoBanNoWall #Pdxprotest pic.twitter.com/MnVuLpffic — Jenn Chavez (@portable_chavez) January 29, 2017 შეზღუდვები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც ამერიკაში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ამ შვიდ მუსულმანურ ქვეყანაში უმოგზაურიათ - ...

ამბები

კიევში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

by | January 23, 2017

„მკვლელების ნაწილში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“ - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის საქმეს. თუმცა, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით არაფერი იციან. ოკუპანტი ქვეყნისათვის საკუთარ ჯარისკაცზე რაიმე მასალების გადაცემას ძალოვან უწყებებშიც კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. რუსეთის მიერ უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ. საერთაშორისო ძებნა კი 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე „ნადირობის ახალი სეზონი“ გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან, რადგან სამხედროს  პერსონალური მონაცემები რუსეთში სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გაგზავნა. ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს იგი უკან, უკრაინაში დაბრუნდა და კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს. მათივე მტკიცებით,  საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა საპასპორტო მონაცემი, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ  საქართველოს პროკურატურაში და ...

ამბები

მანდატურს, რომელზეც 15 წლის ორსულ მოსწავლეს ათხოვებენ, პატიმრობა ემუქრება

by | January 21, 2017

მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან  უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის  ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.  როგორც აღმოჩნდა, მანდატური  ამ სკოლაში  2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე შეწყვიტა. სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილისთვის მომხდარის შესახებ 13 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც გოგონა გინეკოლოგს ესტუმრა და მისი ორსულობა დადასტურდა. დირექტორის თქმით, მან საქმის კურსში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური მომსაუხრების სააგენტო მაშინვე ჩააყენა. ინფორმაცია მიაწოდა მოზარდის დედასაც, რომელმაც განუცხადა, რომ მამაკაცთან პრეტენზია არ აქვთ, რადგან ის მისი შვილის ცოლად მოყვანას გეგმავს. გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგონას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. თუმცა, იურისტების განმარტებით, დაქორწინება პირს, რომელმაც სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან დაამყარა, პასუხისმგებლობისაგან არ ანთავისუფლებს. იგივე განაცხადა თემის კომენტირებისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც. „სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება“,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ   მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს. მინისტრის  თქმით,  ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება და მისი ხელშეწყობა, თუნდაც ოჯახის მხრიდან, მიუღებელია. „მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ...

ამბები

„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო აირჩია

by | January 21, 2017

ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსმა, ხატია დეკანოიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომან გოცირიძემ, ვაშინგტონიდან კი - ლევან ვარშალომიძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. პარტიის წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლებიც ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ წარადგინეს. ენმ-ში აღარ იქნება სამდივნოები, პარტია პროექტების დაფინანსების მთავარ პრინციპს დაეფუძნება. რეგიონულ ორგანიზაციებს პოლიტსაბჭოში 40 წარმომადგენელი ეყოლებათ. პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც ნაწილობრივ ცნობილი ყრილობაზევე გახდა,  პარტიის მმართველი გახდება. პარტიაში ქალთა როლის გაზრდაზეც ისაუბრეს. კერძოდ, „ნაცმოძრაობა“ იღებს ვალდებულებას, პარტიული სიის ყოველ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იყოს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს. რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო და მას მხარიც დაუჭირეს. „იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ,“ - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას ყოფილმა პირველმა ლედიმ. სანდრა რულოვსის თქმით,  საქართველოში სააკაშვილის  აშენებული შენობები და ხიდებიც კი აშინებთ. ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ...

ამბები

მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა

by | January 19, 2017

სკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ  ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა აქვს. მისივე თქმით, აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. მინისტრმა ყურადღება განსაკუთრებით იმაზე გაამახვილა, რომ ბევრ სკოლას, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, ბიუჯეტი აუთვისებელი რჩება. იმ სკოლებს კი, რომელთაც ამისათვის ფინანსური რესურსი არ ყოფნით, მან დახმარება აღუთქვა. ჯეჯელავას თქმით,  ძალიან კარგია, როცა სკოლას სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა აქვს, მაგრამ ნორმალური საპირფარეშო, უმთავრესია. თუ ბავშვი სკოლაში საპირფარეშოთი ვერ სარგებლობს, ეს, მისი აზრით, „ყველაზე ცუდი რამაა“ და ამიტომ, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, საკითხი უნდა მოაგვარონ. „ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. ტუალეტის საკითხი ისეთია, რაც  ბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება... მე ამ დირექტორებს ვეტყვი - თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი  ტუალეტებს ...

ამბები

NDI: 42%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა, 10%-ისთვის გაუმჯობესდა

by | January 17, 2017

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის მიხედვით, დასაქმება, მზარდი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემატური  საკითხებია. აღსანიშნავია, რომ პრომლემების პირველი ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 17%-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 26%-ს თქმით - გაუარესდა, ხოლო  56% მიიჩნევს, რომ ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო. წინა კვლევის თანახმად კი, რომელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა, 42% მიიჩნევდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 47% ამბობდა, რომ არ შეცვლილა. მხოლოდ 10 პროცენტს მიაჩნდა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66%) თავს უმუშევრად მიიჩნევს. მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ორიენტირს, გამოკითხულთა 72%-სათვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 18%-ისთვის კი ეს მიუღებელია. წინა კვლევის მიხედვით კი, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 77 %-ს შეადგენდა. აპრილთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უჭერს მხარს. აპრილში ამას 68% ემხრობოდა, ახლა კი - 61%; 25% წინააღმდეგია. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა ...

ამბები

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა 6%-ით შემცირდა

by | January 16, 2017

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ  150 პარლამენტარიდან 23 ქალი ძალიან ბევრია, 39%-ისათვის ეს რაოდენობა საკმარისია, ხოლო 52%-ისთვის - ცოტა. გამოკითხულთა 8%-ის აზრით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას უარყოფითი შედეგი ექნება. 27%-ის თქმით კი ამით არაფერი შეიცვლება. 20016 წლის აპრილთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც გენდერული კვოტის შემოღებას მხარს არ უჭერს. აპრილში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა, ახლა კი 19%-ს. იმ ადამიანებს შორის, ვინც კვოტირების წინააღმდეგია, უმეტესობა მამაკაცია. კითხვაზე - როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი - მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია - 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი - 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი - 2%-სთვის. 69%-ის თქმით, საქართველოში მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალებს. 60%-ის აზრით კი საქართველოში ქალებს ლიდერებად არ ზრდიან. დაახლოებით ამდენივე ფიქრობს, რომ ოჯახური ვალდებულებების გამო, საქართველოში ქალებს პოლიტიკისათვის დრო არ რჩებათ. რესპონდენტი მამაკაცების  42% და რესპონდენტი ქალების 55% აცხადებს, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკაში ჩართვაში ხელს კაცები უშლიან. კვლევის საველე სამუშაო 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტარდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). სულ 3 141 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი ...

ამბები

„ნაცმოძრაობა” კინაღამ საპარლამენტო ფრაქციის გარეშე დარჩა

by | January 15, 2017

მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა. ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გუშინ მან თავისი პოზიცია ფეისბუქით დააფიქსირა და თქვა, რომ პარტიაში რჩება. მოგეხსენებათ, პარტიის გაყოფის შედეგად საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას,” რომლის უმრავლესობაშიც ენმ-დან წამოსული დეპუტატები არიან, სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - ნიკა მელიას ნაცვლად სერგო რატიანი. სახელწოდება შეეცვალა  უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციასაც - „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც დეპუტატი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.

ამბები

გაზპრომის გამო კალაძეს პარლამენტში იბარებენ

by | January 14, 2017

საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. თავად კომპანია კი ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. „მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მილიარდი კვ/სმ გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში. თემამ სკანდალი მაშინვე გამოიწვია, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომის შემოთავაზებას დათანხმდა. სპეციალისტებიცა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ამგვარი ცვლილება საქართველოს ინტერესებში არ შედის. მითუმეტეს, რომ სამინისტრო საკმაოდ ბევრ დეტალს არ ახმაურებს. გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით,  ის ვერსიაა, რომელიც რუსეთს აწყობდა. „ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს. ეს არის პრობლემური როგორც ენერგოუსაფრთხოების მხრივ, ასევე ეკონომიკურად არის წამგებიანი”, - განაცხადა სერგო რატიანმა, რომელიც ხუთშაბათს თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო. მოგეხსენებათ, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო, ამ დრომდე, გაზპრომისგან გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა და ამიერიდან ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ...

ამბები

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

by | January 12, 2017

„ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო - პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, მიუხედავად უგულავას განცხადებისა, რომ პოლიტიკურ დევნილთან პოლემიკისა და „ჭიდაობის გამართვას“ არ აპირებს. უგულავამ ბრიფინგზე გაფუჭებული მანქანის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ „როცა ავტომანქანა დაძველდება, ჯართში უნდა მოისროლო“. „არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა ნული, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები... მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, - განაცხადა გიგი უგულავამ. ბრიფინგის  შემდეგ კი ჟურნალისტებთან დასძინა,  რომ ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს დაუჭერს. რაც შეეხება სხვა დეტალებს, უგულავას თქმით, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. პრესკონფერენციაზე სიტყვით გიგა ბოკერიაც გამოვიდა: „პრობლემების  გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები“, - განაცხადა მან. პარტიის გაყოფას ფეისბუქის ...

ამბები

„გირჩის“ ოფისში პოლიციამ მხოლოდ ქოთნები „დააკავა“

by | January 12, 2017

„გირჩის“ ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მარიხუანას 80 ქოთნის დალუქვითა და ექსპერტიზაზე გადატანით დასრულდა. ოფისში პოლიციას არავინ დაუკავებია, რაც, პარტიის წევრთა აზრით, „მორალური დისკომფორტის" შედეგია. „მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 80-ზე მეტი ქოთანი სათითაოდ დაილუქა და ოქმიც შედგა.  ამის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. მოგვიანებით „გირჩმა“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისინი  ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ 226-ე მუხლით სს დევნის შეჩერებას ითხოვენ. „ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა”, - ნათქვამია „გირჩის” განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პარტიის ოფისში 31 დეკემბერს მარიხუანას დათესვას, რაც პარტიის წევრების მიერ წინასწარ იყო დაანონსებული.  პროცესი  ტელევიზიების პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. სამი დღის წინ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მათ მცენარეების ფოტოებიც განათავსეს.  შსს-მ გამოძება 31 დეკემბერსვე დაიწყო, თუმცა ოფისში მხოლოდ 11-ში მივიდნენ.

ამბები

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება 12 იანვარს გაიყოს

by | January 11, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია - 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ. ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას  თქმით,  მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღეს, როდესაც გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდებოდა. „ვიცი, რომ მათ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ,“ - დასძენს მელია. ნინო კალანდაძე კი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შეუძლებელია პარტიიდან გასულ ნაწილს ოფისსა და სახელზე პრეტენზია ჰქონდეთ. „სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ,“ - აღნიშნავს კალანდაძე.

ამბები

მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს

by | January 10, 2017

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო. „ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,”  - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის "ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ წებელდის განაპირას ბულდოზერებით XIX საუკუნის ეკლესია დაანგრიეს. ოდესღაც წებელდაში პოლონელები კომპაქტურად ცხოვრობდნენ. მათვე ააშენეს ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოს, რომელშიც გარდაცვლილებს წესს უგებდნენ. ეკლესია ბოლო დროს შეილახა, თუმცა შენარჩუნებული იყო ფუნდამენტი, კედლებისა და საეკლესიო ღობის ფრაგმენტები. 2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. მოგვიანებით კი ტერიტორია შეთანხმების საფუძველზე მესაზღვრეებს გადასცეს, რომელთაც აქ სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. 3 იანვარს მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა და ნიადაგის მოსწორება დაიწყო. ეკლესიაცა და სასაფლაოც, მათ შორის სამარხები, სამუდამოდ განადგურდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ პოლიგონის გვერდზე წებელდის ციხესიმაგრე მდებარეობს და სამხედრო წვრთნები მასაც საფრთხეს უქმნის.

ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება

by | January 9, 2017

„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო.  ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება. ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ  შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს. მოგეხსენებათ, ამ დრომდე ნიკა მეილია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს იკავებს, მისი გადაყენების თაობაზე ორშაბათს უნდა ემსჯელათ, თუმცა ეს საკითხი გიგი უგულავას თხოვნით  გადაიდო.  ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ფრაქციის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ამ გადაჯგუფებებს პარტიაში ბუნებრივს უწოდებენ. როგორც ენმ-ის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გაუკვირდება. „როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე - მეორეს... მიმდინარეობს სერიოზული პროცესი - პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა,” - უთხრა დარჩიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“. ინფორმაციას პარტიის დაშლის თაობაზე კიდევ ერთი წევრი, სერგო რატიანიც ადასტურებს: „გადაწყვეტილება მიღებულია... გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია.“ „ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას. „ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი,“ - უთხრა ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიამ სერგო რატიანს. ამას შელაპარაკება ...

ამბები

უგულავა ციხიდან გამოუშვეს

by | January 6, 2017

დედაქალაქის  ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პარასკევს საღამოს საპატიმრო დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა.  იქიდან გამომდინარე, რომ  პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ვადა 6 იანვარს ამოიწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას გამოსვლას მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ელოდებოდნენ. პირველი განცხადება ყოფილმა მერმა ჟურნალისტებთან საპატიმროდან გამოსვლისთანავე გააკეთა. მან მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისაკენ მოუწოდა. „თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი მთავრობა იქნება,“ - აღნიშნა მან. ყოფილ მერს განთავისუფლება ფეიქბუქით მიულოცა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.  „გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში,“ - წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ   ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა „ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი”. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უგულავას პროკურატურა ედავებოდა „თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის ...

ამბები

მელია თანაპარტიელ ოპონენტებს მანდატების დატოვებას ურჩევს

by | January 6, 2017

თბილისის მერობის ყოფილი კანდიატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელია მოითხოვს, რომ იმ წევრებმა, რომლებიც პარტიის დატოვებას აპირებენ, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ. განცხადების ადრესატები კი, როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაპირისპირება პარტიაში, რომელმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე შეიძლება პარტია ორად გახლიჩოს. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას მელიამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმებით პარლამენტში შესულმა წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა სხვა პარტიის სახელით გააგრძელონ. „მე რომ გადაწყვეტილება მივიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დავტოვო,  საპარლამენტო მანდატს აუცილებლად დავდებ,“ - აცხადებს მელია. მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ პარტიის გაყოფის შემთხვევაში, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია მაინც ეყოლება. „განცუციკებული“ მელია სულ სხვანაირად წარმოსადეგია. შემდეგ მოსახვევსაც ვხედავ და მელიას მოსრიალებასაც, თან ტანად დიდია და საკაიფოდ სრიალდება,“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი  თამარ ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებას. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი, რომელიც პარლამენტში ამა თუ იმ პარტიის სახელით მოხვდება და საკანონმდებლო საქმიანობისას აღნიშნული პარტიის დატოვებას გადაწყვეტს, ვალდებული არაა საპარლამენტო მანდატზეც უარი თქვას. მისი გაწვევის პროცედურა არ არსებობს. გარდა იმ შემთხვევისა,  თუკი სს დანაშაული არ ჩაიდინა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა. სხვა შემთხვევაში მანდატის ჩამორთმევა შეუძლებელია. „როგორც ჩანს, ეს განცხადება ნიკა მელიამ მორალური და პოლიტიკური საფუძლებიდან გამომდინარე გააკეთა და არა სამართლებრივიდან,“ - ...

ამბები, უმცირესობები

არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

by | January 6, 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან საუბრისას. დუისის კულტურის ცენტრში, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, ასევე ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ეწყობა პეზიის საღამოები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ. ხანძარს წინ უძღოდა მუქრის შემცველი წერილები „ფეისბუქში“. როგორც ბექაური ამბობს, რამდენიმე დღით გვერდის დახურვაც კი მოუწია. პანკისში მცხოვრები, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მხრიდან აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც სხვა არასამთავრობოებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. მუქარამ იმატა,  როდესაც ფონდი საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა. ამბობს, რომ მუქარების ავტორებსაც შეხვდა, თუმცა ამაოდ. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი კი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ არსებობენ ძალები, რომელთაც ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ.“ 3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის ჩქარობა მალევე მოხერხდა, თუმცა შენობა მაინც დაზიანდა - დაიწვა რამდენიმე კარი და იატაკის ნაწილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.

ამბები

„ნაციონალების“ ერთი ნაწილი მეორეს საბოტაჟში ადანაშაულებს

by | January 5, 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც  ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით ლეგიტიმური ყრილობის ჩატარება შეუძლებელია. აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს პარტია „თვითგამოცხადებულმა საორგანიზაციო კომიტეტის წყალობით“ ორად არის გაყოფილი და ჩიხშია შესული. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის,  რომ პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად ჩამორთვეს უფლებები და მას „არაუფლებამოსილი სტრუქტურა“, ყრილობის საორგანიზაციო კომისია მართავს. „პროცესები ძალიან ღრმად არის წასული“, - აღნიშნა რატიანმა. პოლიტსაბჭოს წევრების ამ ჯგუფმა, რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო არჩევნების ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯამში 38 პირმა, გაავცრელეს განცხადება, სადაც ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე,  ირაკლი აბესაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები. პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი  წევრი დავით დარჩიაშვილი კი ყრილობის ბოიკოტირების ინიციატივითაც კი გამოვიდა. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, პარტია წევრთა ნაწილმა დატოვოს. „პირადად მე ამ უთანხმოების სუბიექტების ერთ პარტიაში ყოფნა ვერ წარმომიდგენია”, - დასძინა მან. თემას ხუთშაბათსვე საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ და თანაგუნდელების პოზიციას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა. მისი თქმით, „პარტიის მმართველობაში არსებული მცირე ჯგუფი“, ...

ამბები

ასოცირების შეთანხმებით საქართველო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას იწყებს

by | December 31, 2016

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს საწვავის ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვას იწყებს, რაც წინა წლებში საერთოდ არ კონტროლდებოდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის კი ისეთი საწვავის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელშიც გოგირდის შემცველობა არსებულ ზღვრულ ნორმაზე მეტია. საქართველოში გაყიდული საწვავი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგებს. სხვებთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების VI თავი, რომელიც მიზნად ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობასა და მოძრაობის მოწესრიგებას ისახავს. კერძოდ, ასოცირებით საქართველო  ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც თხევად საწვავში გოგირგის შემცველობას შემცირდებოდა, ვინაიდან ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამაბინძურებელი სწორედ საწვავში არსებული გოგირდია. ევროგაერთიანების ქვეყნებში ასევე  დიდი ხანია დაუშვებელია ტყვიის შემცველობა საავტომობილო ბენზინში 0.005 გ/ლ-ს აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ტყვია ონკოლოგიური დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გარემოს დაცვის სმაინისტრომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გეგმა შეიმუშავა.  იმავე წელს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში  ცვლილება შევიდა და გოგირდის შემცველობის ოპტიმალური რაოდენობის  ზღვარი დადგინდა. ამავდროულად,  ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ...

ამბები

ფარულ ჩანაწერებზე დაჭერილი კუდ-ის ოფიცრები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

by | December 29, 2016

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

ამბები

ასოცირების შეთანხმებით საქართველომ 2017-20 წლებში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს

by | December 29, 2016

ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება. სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმდებები შედეგს ვერ მოგვცემს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ყოველდღიურად მსოფლიოში ჰაერის დაბუნძურებით 18 000 ადამიანი კვდება.იმ ქვეყნების სიაში კი, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზეა.   ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია  მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის  მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის  დიოქსიდი. საქართველოში ჰაერს ძირითადად ავტოტრანსპორტი, ასევე ენერგეტიკული, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ობიექტები აბინძურებს. მათგან დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ჰაერი განსაკუთრებულადაა დაბინძურებული. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდეც ყველაზე მეტად დაბუნძურებული ადგილები. თბილისში ეს არის ისნის მეტროსა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მელიქიშვილის გამზირი. ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე ზემოქმედება აქვს ისეთ მგრძნობიარე და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ორსულები, ბავშვები, მოხუცები, დაავადებული ადამიანები, ასევე დაბალშემოსავლიანი ჯგუფები. დაბინძურებული ჰაერი მრავალი ...

ამბები

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვს

by | December 29, 2016

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, დაანებონ ტელეკომპანიას თავი და არხის ქონებას მოეხსნას ყადაღა, რათა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება შეძლონ. 

ამბები

ევროკავშირის წევრობა ასოცირების წილ – პარლამენტის ახალი რეზოლუცია

by | December 29, 2016

პარლამენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც წინა, 2013 წელს მიღებული დოკუმენტისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ პრიორიტეტად ევროკავშირის წევრობას სახავს და არა ასოცირებას. თუმცა ოფიციალური თბილისი იმასაც აღიარებს, რომ მომავალ წელს "წევრობის დაგეგმვა" არარეალური იქნება.

ამბები

წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა

by | December 24, 2016

22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III  და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა.

ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

by | December 21, 2016

32 წლის კაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა, რის გამოც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამბები

ოპოზიცია კრიზისზე ალაპარაკდა

by | December 21, 2016

ლარის ყოველდღიური კატასტროფული გაუფასურების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მომავალ ოთხშაბთს პარლამენტში იბარებს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი აცხადებს, რომ ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის პასუხისმგებლბოს საკითხი უნდა დადგეს.

ამბები

დენის ტარიფის გაზრდას მარეგულირებელი „რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”

by | December 21, 2016

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტში სამშაბათს ისაუბრა.  

ამბები

დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ და საქართველო დატოვა

by | December 19, 2016

„რუსთავი 2“–ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. „პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, რუსთავი 2-ის არხზე, კვირას, საღამოს 9 საათზე პოსტსკრიპტუმის ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს იმედებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ ოცწლიან მეგობრობაში," - აღნიშნა კიკალიშვილმა. პოსტსკრიპტუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მას გიორგი გაბუნია გაუძღვება. კოლეგები დავით კიკალიშვილს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.  

ამბები

გაზის გაჟონვით დაღუპულთა შემთხვევები

by | December 15, 2016

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ამბები

ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია

by | December 14, 2016

„ქვეყნის ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამბები

დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ოცნებას“ შორის საკონსტიტუციო კომისიის გამო

by | December 12, 2016

კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია მომავალ კვირას დაკომპლექტდება. ის 30 აპრილამდე იმუშავებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ამბები

ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ეპოპეა დასასრულს უახლოვდება

by | December 10, 2016

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE)  უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირა. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ფინალში გავიდა და თბილისში ევროპაში კარის გახსნას ერთმანეთს ულოცავნ კიდეც. 

ამბები

„ნაცმოძრაობა“ მერიას ორთაჭალაში 2 ჰა სკვერის გასხვისებაში სდებს ბრალს, „ოცნებაში“ ამ ფაქტს უარყოფენ

by | December 9, 2016

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში, 300 არაგველის მონუმენტისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება, სადაც შეიძლება კაფეები და ბარები აშენდეს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს ხელშეკრულება უკეთ წაიკითხოს, რადგან საუბარია დაკიდებული ბაღების მოწყობასა და გამწვანებაზე, ხოლო 2 ჰექტარის გადაცემაზე ხელშეკრულებაში არსად არაფერი წერია.

ამბები

რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია

by | December 7, 2016

ძირითადი საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან  დედაენის ბაღში და განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე დაიწყება. 31 დეკემბრის გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედანზე და ქუჩები არ გადაიკეტება.

ამბები

„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული

by | December 6, 2016

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების - მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს. ფოტოგრაფები 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც ჟურნალისტების პერმანენტული აქციები მოჰყვა. რამდენიმე დღეში ფოტორეპორტიორები აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს და 2012 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისინი საქმისათვის გრიფის „საიდუმლოს“ მოხსნას და ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ. პროკურატურაში სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ  ამ საქმეს გრიფი რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა და ფოტოგრაების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით - ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, რადგანაც  მათ მიერ 2011 წლის 26 მაისის მომიტიგეების დარბევაზე გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან  სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და რასაც მოჰყვა ხელისუფლების უკმაყოფილება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ...

ამბები

სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპრემიერის გაზით გაგუდვაზე დასკვნა გაყალბებული არ იყო

by | December 5, 2016

სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა დასკვნის ავტორი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით დაიღუპა. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუაზე,  რომელიც ორი წლის წინ ექსპერტიზის გაყალბების ბრალდებით დაკავებული იყო და 8 თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. 

ამბები

„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო“ – დარჩიაშვილმა შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ დატოვოს

by | December 5, 2016

„მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? მე, ალბათ, გავალ პარტიიდანაც“, - დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ლიდერად ისევ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარჩება. ის თანამოაზრეებსაც იგივეს ურჩევს.  

ამბები

მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს მხოლოდ მცირედით ამცირებს

by | December 3, 2016

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის სისტემატიურად გაუფასურების მიუხედავად, მთავრობა ამ ხარჯების მხოლოდ 10%-იან შემცირების პირობას დებს, რასაც ოპოზიციის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, მივლინებებს, ჯიპებისთვის გადაჭარბებულ ბენზინის ხარჯებს და საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის შექმნილ არაფრის მაქნის  სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს. ორშაბათს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და თქვა, რომ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებსაც ამცირებს. "აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. "ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტით ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება არ მომხდარა და ის მიუღებელია. „ბიუჯეტმა გვანახა, რომ მთავრობა ფუფუნებაზე და გაბერილი ბიუროკრატიის შემცირებაზე არ ფიქრობს. მილიარდნახევრიანი სახელფასო ფონდი 50 მილიონით შეამცირეს მხოლოდ. ვალის ხარჯზე მთავრობა აფინანსებს პირად კეთილდღეობას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ. თბილისის ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება საერთოდ არ იგეგმება. დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში  ადმინისტრაციული ხარჯები ნაწილობრივ ისედაც დაზოგილია. საკრებულოს ოპოზიცია კი  არა მარტო მომავალი წლის, არამედ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ითხოვს ცვლილებას. ამბობენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, ამიტომაც მთელი დარჩენილი ბიუჯეტის ...

ამბები

„ნაცმოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა იგეგმება, სადაც შეიძლება პარტიის ბედი გადაწყდეს

by | November 29, 2016

„ნაციონალური მოძრაობა“ დეკემბერში (ან იანვარში) ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა პოლიტსაბჭოს წევრებში დაპირისპირებაა იმაზე, რამდენი უნდა იყოს დელეგატთა რაოდენობა და დღის წესრიგში უნდა შევიდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

ამბები

2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 13 ქალია მოკლული

by | November 29, 2016

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.   

ამბები

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონს არბილებს

by | November 28, 2016

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის გამო სასჯელი შემსუბუქდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალ პარლამეტში საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ  კანონის გამარტივებით დაიწყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

ამბები

გვარამია ასაჯაროებს ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლეების შანტაჟში ადანაშაულებს

by | November 28, 2016

30 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მანამდე, ორი დღი ადრე კი,  ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე ხუთ ადამიანს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამ დღეებში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს წაართვან.  

ამბები

დღეს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება

by | November 24, 2016

თბილისის შემოსასვლელთან ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილი გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ. 

ამბები

„ოცნება“-„ნაციონალების“ პირველი დაპირისპირება პარლამენტში

by | November 21, 2016

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახალ პარლამენტში პირველი დაპირისპირება უკვე შედგა. კონკრეტულად კი „ნაციონალების“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი შეარჩია.

ამბები

იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი ეყოლება

by | November 21, 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბარათაშვილმა ოფიციალური განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელით კანცელარიაში უკვე შეიტანა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს. 

ამბები

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა

by | November 17, 2016

პროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.  

ამბები

საპატრიარქო ნატო-ევროკავშირზე: ერთმანეთზე არასწორი წარმოდგენა გვქონია

by | November 16, 2016

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც ბრიუსელში 7-11 ნოემბერს ნატო-სა და ევროსტრუქტურებს სტუმრობდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღმოჩნდა, ნატო-სა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საპატრიარქოს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.

ამბები

რატომ ძლიერდება რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში? – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

by | November 15, 2016

მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტების არჩევა ტრაგიკულია, რადგან ეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ინტერესების გაძლიერებას მოასწავებს, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია საუბრობს.

ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება

by | November 10, 2016

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც.

ამბები

ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები ტრამპის გამარჯვებაზე

by | November 9, 2016

აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრანპი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მედიასაშუალებები, სოციოლოგიური ცენტრები და პოლიტიკოსები  აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.  

ამბები

მთავრობა 2018-იდან ტექდათვალიერებას აბრუნებს

by | November 8, 2016

2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ. ამის შესახებ სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ამბები

„ნაციონალები“ მერიას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებს

by | November 8, 2016

დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.

ამბები

იზორიამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა, ხიდაშელი მას ტყუილში ადანაშაულებს

by | November 7, 2016

თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის დროს გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება მედიასთან შეხვედრაზე ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გააკეთა. პასუხად ექსმინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა.

ამბები

19 წლის გოგონა და მისი შეყვარებული დედის მოკვლა-დანაწევრებაშია ეჭვმიტანილი

by | November 6, 2016

19 წლის გოგონა, შეყვარებულთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მტკიცებით, 76 წლის ქალბატონი მათ ჯერ ელექტროშოკით  გაგუდეს, დანა ჩაარტყეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი დაანაწევრეს და  ორი ჩანთით გლდანის ნომერ მერვე ციხის ნაგავსაყრელზე დაწვეს.

ამბები

იმერეთშ ი 15 წლის გოგონაზე ძალადობის გამო მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს

by | November 5, 2016

იმერეთში მცხოვრები 15 წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას 29 წლის მეუღლე სისტემატიურად სცემდა. დაზარალებულის მშობლების მტკიცებით, გოგონას „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნი და გატეხილი აქვს ცხვირი“.

ამბები

ქონების წართმევაზე 400 საქმიდან მხოლოდ 47 ფაქტია გახსნილი

by | November 3, 2016

ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა. 

ამბები

ლევან ბერძენიშვილი: „უმრავლესობაში 5-10 მოაზროვნე ადამიანი და 100 აბსოლუტურად უმაქნისი „მეჩაიე დეპუტატი“ იქნება“

by | October 31, 2016

„მათ შორის არიან ჩვენი სახელგანთქმული და ნაკლებად სახელგანთქმული ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მოჭადრაკეები, მომღერლები - ყველაფერი, პოლიტიკოსების გარდა და სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ, ჭკვიანურს არაფერს გააკეთებენ,“- აცხადებს DFWatch-თან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.

ამბები

უზარმაზარი რიგები სარფის სასაზღვრო პუნქტზე

by | October 28, 2016

ორი დღეა სარფის სასაზღვრო პუნქტი თურქეთში გადამსვლელებისთვის სრულად ჩაკეტილია. საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქეები, ისიც შეფერხებით, ძალიან ნელი ტემპით, მხოლოდ თურქეთის მხრიდან ახერხებენ. საზღვართან უზარმაზარი რიგებია. თურქეთის მხარე მიზეზად ტექნიკური  ხარვეზს ასახელებს. კერძოდ, თურქეთის საბაჟოს კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას. გაურკვეველია, მიმოსვლა როდის აღდგება.

ამბები

სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციას ბლოკავდა

by | October 27, 2016

„ჩვენი შიდა ოპონენტები ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მათი ეს სურვილები არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე“,  - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

ამბები

სამხედრო ბაზასთან უცნაურ ვითარებაში 23 წლის კაცია მოკლული

by | October 25, 2016

კრწანისის სამხედრო საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე  24 ოქტომბერს, გამთენიის 3:30 საათზე უკანონოდ შეჭრის მცდელობის გამო მოკლულია 23 წლის გიგა შენგელია, კიდევ ორ პირს კი ეძებენ. მათი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გუშაგზე თავდასხმა საშიშ და აგრესიულ ხასიათს იღებდა, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება.

ამბები

ეკონომიკურ დაპირებებზე აგებული საარჩევნო პროგრამები

by | October 24, 2016

გადასახადების შემცირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იაფი კრედიტები, რეგულაციების გამარტივება  - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დაპირებებისა, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების ეკონომიკურ ნაწილში შეხვდებით.

ამბები

ჯარში სავალდებულო გაწვევის საკითხი ნოემბრის დასაწყისში გაირკვევა

by | October 22, 2016

ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ძალაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივით გაუქმებული სამხედრო სავალდებულო გაწვევა. მოქმედი მინისტრ აცხადებს, რომ ეს ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ამბები

200 ათასი სამუშაო ადგილი – პარტიების მსუყე წინასაარჩევნო დაპირებები

by | October 21, 2016

დასაქმების საკითხს, ისევ როგორც ყოველი არჩევნების წინ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც პარტიების პროგრამებსა თუ დაპირებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი ეკავა. პარტიები მოსახლეობისათვის ამ საკმაოდ მტკივნეული პრობლემის მოგვარების შესახებ პირობას თამამად დებენ, თუმცა მას არგუმენტებით ნაკლებად ამყარებენ.

ამბები

მოსკოვი თბილისთან 4-წლიანი ურთიერთობით კმაყოფილია

by | October 21, 2016

"საქართველოსთან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღწეული ორმხრივი ნორმალიზების შედეგი იმედისმომცემია,“ - რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინს შორს 19 ოქტომბერს პრაღაში შეხვედრის შედეგებს აჯამებს და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომ გეგმებზეც საუბრობს.

ამბები

საკონსტიტუციო ახალი თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა

by | October 21, 2016

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი პაპუაშვილი ზაზა თავაძემ შეცვალა. მას მხარი პლენუმის რვა მოსამართლიდან 5-მა წევრმა დაუჭირა.  

ამბები

მძიმედ დაჭრილი ტრანსგენდერის უფლებების დასაცავად სასამართლოსთან ორი აქცია გაიმართა

by | October 19, 2016

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამბები

800-მდე ქართული ფილმის ორიგინალი გადმოგვეცემა

by | October 18, 2016

რუსეთიდან საბჭოთა პერიოდში გადაღებული ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ამბები

ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნად განიხილება?

by | October 18, 2016

პოლიტიკიდან დროებით წასული ირაკლი ალასანია შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტური პოსტზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერს განიხილავს.

ამბები

საბურთალოზე დათვის ბელს ჯერ ისევ ეძებენ

by | October 18, 2016

დათვის ბელი, რომელსაც 17 ოქტომბრის ღამიდან თბილისში ეძებენ, ჯერ ნაპოვნი არ არის. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ,

ამბები

ნოემბერში თბილისიდან სამი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს

by | October 18, 2016

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი - თურქმენული, რუსული და უკრაინული - ავიაკომპანია შემოდის.  

ამბები

ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს განიხილავენ

by | October 13, 2016

სულ მალე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და „ქართული ოცნება“ კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელსაც აქტიურად განიხილავს. ჯერჯერობით კულუარებში სამ კანდიდატზე - ირაკლი კობახიძეზე, თამარ ჩუგოშვილსა და გია ვოლსკიზეა საუბარი. 

ამბები

ახალმა პარლამენტმა შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო შეასუსტოს

by | October 11, 2016

„ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან კონსტიტუციის მთლიანად შეცვლას აპირებს. სამი ცვლილება უკვე დაანონსეს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს და შედეგად არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველ პირი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდება და მთელი ძალაუფლება გადავა პრემიერზე.

ამბები

„ნაციონალები“ ბოიკოტის გამოცხადებაზე ბჭობენ

by | October 11, 2016

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი მსჯელობაა იმაზე, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებისა. კონკრეტულად ამ ეტაპზე ის განხილვაა, მაჟორიტარების მეორე ტურში  მონაწილეობა მიიღონ თუ არა.

ამბები

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ პირველ რიგში რას შეცვლის

by | October 10, 2016

არჩევნებში პირველი ტურიდან მიღებული 67 მანდატის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე დამეჯითებით აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 დეპუტატით შევლენ და ამის რეალური შანსი პირველმა ტურმა უკვე აჩვენა.

ამბები

თარგამაძე მკვლელობის მცდელობის მუხლის შეცვლას ითხოვს

by | October 7, 2016

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი  გივი თარგამაძე გამოძიებისგან მისი მანქანის აფეთქებაზე  „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის ტერორიზმის, სს კოდექსის 323-ე მუხლით გაგრძელებას ითხოვს.

ამბები

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას „ოცნების“ გარდა ყველა პარტია აპირებს

by | October 7, 2016

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საარჩევნო პროგრამებში თითქმის ყველა პარტია დებს და მეტ-ნაკლებადაც  მიმოიხილავს კიდეც - სახელისუფლებო პარტიის გარდა. მათ პროგრამაში ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირება ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც ამას აპირებენ. თუმცა, კონკრეტულ, ამომწურავ ფაქტებს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პარტია არ გვთავაზობს.

ამბები

არღვევს თუ არა კანონს საარჩევნოდ გააქტიურებული მთავრობა?

by | October 6, 2016

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობისათვის ახალი პროექტებისა თუ ახალი „სიკეთეების“  შეთავაზება ტრადიცია იყო ყველა წინა ხელისუფლებების დროს და ის  წარმატებით გრძელდება დღესაც.

ამბები

დასაქმება პარტიების საარჩევნო პროგრამებში

by | October 6, 2016

5 ათასიდან დაწყებული 200 ათასით დამთავრებული - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რაოდენობასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანი, თამამი და, ერთი შეხედვით, მიმზიდველია.

ძიება თარიღის მიხედვით

June 2018
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
ads
ads
ads
ads