ამბები

8 ქალი და 7 კაცი – „ოცნების“ სიის ფავორიტები

by | Jul 14, 2016

dreamქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო სიის 15 წევრი წარადგინა,  სადაც 8 ქალი და 7 მამაკაცია. მათ შორის არც ერთი დეპუტატი და მოქმედი მინისტრი არ არის. სამი მათგანი მინისტრის მოადგილეა.  

სია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგინა და განაცხადა, რომ ისინი „კარგი რეპუტაციით, საუკეთესო განათლებით და პროფესიონალიზმის ნიშნით” შეირჩნენ.

ახალ სახეებად დასახელდნენ:

თამარ ჩუგოშვილი – იურისტი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე;

გიორგი გახარია – ყოფილი ბიზნესომბუდსმენი;

ირაკლი კობახიძე – იურისტი, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი.

აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი, პოლიტსაბჭოს წევრი;

არჩილ თალაკვაძე – მენეჯმენტის სპეციალისტი, შს მინისტრის მოადგილე;

თამარ ხულორდავა – სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე;

ირინა ფრუიძე – ფსიქოლოგი და ექიმი, ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი, პოლიტსაბჭოს წევრი;

კახა კუჭავა – სამართალმცოდნე, ბიზნესმენი. “კავკასუს მინერალსის” დამფუძნებელი;

მამუკა მდინარაძე – სამართლის დირექტორი, ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრი;

მარიამ ჯაში – საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;

ნინო გოგუაძე – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე;

რომან კაკულია – სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;

სოფო კილაძე – შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს წევრი;

სოფო ქაცარავა – უცხო ენების სპეციალისტი, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი;

სოფო ჯაფარიძე – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

„ქართული ოცნების“ პოლისტაბჭოს ახალი წევრებიდან, რომელიც პარტიამ 14 მაისის ყრილობაზე დაასახელა, 15-კაციან სიაში არ მოხვდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და იურისტი დავით კოღუაშვილი. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დაჭერილ მაღალჩინოსნებზე, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილზე პოზიტიური ტონით ისაუბრა, რასაც მაშინ პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც კულუარებში ამბობდნენ იმას, რომ კოღუაშვილი შესაძლოა სიის მიღმაც კი დარჩენილიყო. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ის სიაში.

სიის მიღმა დარჩება„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნახევარზე მეტი. ძირითადად, სპორტსმენები, მომღერლები და მსახიობები. აქცენტი კი ინგლისურის მცოდნეებზე გაკეთდება. ამაზე განცხადება გასულ წელს თავად ყოფილმა პრემიერმა და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, დეპუტატებიდან ვინ დარჩება სიის მიღმა. თუმცა კულუარული ინფორმაციით ესენი იქნებიან: სპორტსმენები – სოსო ჯაჭვლიანი, ზურაბ ზვიადაური და ლუკა კურტანიძე, და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი. გარანტირებულად სიაში ადგილი კი რამდენიმე დეპუტატს განაღდებული აქვს – გია ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძეს, ირაკლი ტრიპოლსკის, ირაკლი სესიაშვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, მანანა კობახიძეს, გია ჟორჟოლიანს, ზვიად ძიძიგურს, გედევან ფოფხაძეს, თემურ ჭკუასელს და დიმიტრი ხუნდაძეს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031