ამბები

5-6-კაციანი „საჰაერო ტაქსი“ ნოემბრიდან ამუშავდება

by | Sep 7, 2016

air taxiსაქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა ნოემბრიდან უკვე ე.წ. საჰაერო ტაქსით იქნება შესაძლებელი. „საჰაერო ტაქსების“ პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა DFWatch-ს საუბრისას თქვა, რომ  კომპანიამ ამერიკული კომპანია Beechcraft-ისგან უკვე შეიძინა ერთი თვითმფრინავი, რომელიც 5-6 მგზავრზეა გათვლილი და ფრენებს სავარაუდოდ, სწორედ ნომბრიდან განახორციელებს.

რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, ბერიშვილმა არ დააკონკრეტა თუ რა ეღირება „საჰაერო ტაქსებით“ მგზავრობა და აღნიშნა, რომ  ზუსტი ფასი ოქტომბერ-ნოემბერში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე ლიცენზიებზე და ადმინისტრაციულ საკითხებზე ვმუშაობთ, რომ ფრენის უფლება მივიღოთ. რის შემდეგაც, სავარუდოდ ნომბრიდან  უკვე შევძლებთ ფრენების განხორციელებას, საქართველოში არსებულ  ყველა აეროდრომზე, იქნება ეს თბილისი, ბათუმი, ქუთაისი თუ სვანეთი,“ – აღნიშნა ბერიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ იქნება რეგულარული მარშრუტი და თვითმფრინავი მხოლოდ იმ შემთხვევაში იფრენს თუ გარკვეულ კომპანია ან ადამიანთა ჯგუფი დაიქირავებს.

ცნობისთვის, „აჭარა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე სასტუმროს მფლობელია, Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Tbilis და Rooms Hotel Kazbegi. გარდა ამისა, კომპანია სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს. ერთ-ერთია  ბათუმში სასტუმრო Crowne Plaza-ს მშენებლობა.

დღეს, საქართველოში მოქმედებს სამი საერთაშორისო დანიშნულების აეროპორტი: თბილისის, ბათუმის და ქუთაისის, სამი კი – ადგილობრივი დანიშნულებისაა – მესტიასა და ნატახტარში, აგრეთვე – თელავის აეროპორტი, საიდანაც ძირითადად სასწავლო ფრენები სრულდება.

ინფორმაცია საჰაერო ტაქსიზე სამშაბათს ბიზნესკონტაქტმა გაავრცელა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031