Uncategorized

    20-მა არასამთავრობომ კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ დააფუძნა

    by | Sep 5, 2016
    20 Nato logo

    კოალიციის ლოგო

    როგორც დამფუძნებლები აცხადებენკოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა.

    წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

    მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

    კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

    პრეზენტაცია ორშაბათს, 12 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა.

    კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები:

    1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
    2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
    3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
    6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
    7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
    8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
    9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
    10. მწვანე ალტერნატივა
    11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი
    12. მედიის განვითარების ფონდი
    13. საქართველოს გაეროს ასოციაცია
    14. საზოგადოება და ბანკები
    15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
    16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
    17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
    18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
    19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
    20. ხმა საქართველოდან


    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    December 2016
    M T W T F S S
    « Nov    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031